დიმიტრი ქუმსიშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტ ქენან ილდირიმთან და აღნიშნული გაერთიანების სხვა წევრებთან.
შეხვედრაზე ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის შესახებ, რომელიც 24-25 თებერვალს თურქეთში შედგა. აღინიშნა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც ორივე ქვეყანა მიიღებს დღეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების შემდეგ.
ასევე, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თბილისში უახლოეს პერიოდში ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს ქართულ-თურქული ასოციაციის წევრ ბიზნესის წარმომადგენლებთან.