„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ 2015 წლის ანგარიში
14 დეკემბერს სასტუმრო „რედისონში“ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა“ 2015 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას ცენტრის ხელმძღვანელი, ელენე გოცაძე უძღვებოდა.
ანგარიშში საუბარი იყო ცენტრის ამოცანებზე: ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მიზნებზე, ისტორიასა და იმ ღონისძიებებზე, რაც მიმდინარე და წინა წელს განხორციელდა. აღინიშნა ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, გამარტივებულ მიმოსვლაზე.
„წლევანდელი წელი ძალიან დატვირთული იყო, სავსე გამოწვევებითა და მიღწევებით, დღის წესრიგში მნიშვნელოვან საკითხად დადგა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესის შსახებ. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს, აისახება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე და სწორედ ამიტომ, მათ უნდა ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია იმისათვის, რომ მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება.“ თქვა ელენე გოცაძემ.
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა :
„ამ კუთხით, გასული წლის, ნოემბერში ჩენი წარმატებული საქმიანობით, პარქტიკულად, მეორე ფაზაზე გადავედით იმ განხორციელებული რეფორმებით, რომელიც 70-ზე მეტ კანონპროექტთ და ცვლილებებით. ამ მიმართულებით განხორციელებული შემაჯამებელი დოკუმენტი ევროკავშირის მხრიდან ხვალ იქნება წარმოდგენილი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიური იქნება.“
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები და სამთავრებო პირები ესწრებოდნენ.
ანგარიშში აღინიშნა „უელსის სამიტი“, რომლის განხორციელება დაიწყო და ამ მიმართულებით ახალგაზრდებთან, განსაკუთრებით სამხედროებთან საუბარზე გამახვილდა ყურადღება.
შეჯამებისას, ასევე ხაზი გაესვა 2013 წლიდან დღემდე განხორციელებულ ღონისძიებებს, 2013 წელს იყო 105, 2014 – 280 და 2015 წელს 385 ღონისძიება. ყურადღება გამახვილდა
რეგიონებში განხორციელებული პროექტებსა და 2 ყველაზე მნიშვნელოვან აქტივობაზე, ნატოს და ევროპის კვირეულზე.
შეხვედრის ბოლოს იმ ჟურნალისტების დაჯილდოვება გაიმართა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონებში ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში.
განსაკუთრებული მადლობა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სახელით ელენე გოცაძემ იმ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პირებს გადაუხადა, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ ცენტრთან. ერთერთი მათგანი გახლდათ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე, რომელმაც აღნიშნა :
„ ამ საინფორმაციო ცენტრის მუშაობიდან გამომდინარე, მინდა დიდი მადლობა ვთქვა, რადგან აშკარაა, რომ ეს ორგანიზაცია ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში აქტიური ჩართულობით, რაც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და ვფიქრობ ეს ძალისხმევა იმ საინფორმაციო და პროპაგანდის შემოტევის ფონზე, რაც დღევანდელ რეალობაშია, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით და ნატოს საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით დავფარეთ საქართველოს 7 რეგიონი, სადაც ვხვდებოდით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, პედაგოგებს, ახალგაზრდებს, რითაც კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით სწრედ იმ მიმსრტულებით, რაც არის ნატოს საინფორმაციო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტი.“
ხვალ ევროკავშირის შემაჯამებელ დოკუმანტს ელოდებიან, რომლითაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები გახდება ცნობილი.
ავტორი: ნინო ტაბაღუა