SPAERS -ის ღირებულება
მოსავლიანობის სტატისტიკის გამოქვეყნების სიხშირე, ნაკლებად ხელმისაწვდომი რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკა, ფერმერთა რეესტრის არარსებობა, მიწის საკუთრების და მიწის გამოყენების მოძველებული სტატისტიკა, სოფლის სტატისტიკის დიდი ნაწილის არარსებობა, მეთევზეობის სტატიისტიკის არქონა და არასაკმარისად დეტალური ტყის და გარემოს სტატისტიკის სხვა მაჩვენებლები – ეს ის შენიშვნებია,რომლებიც მომხმრებელთა მხირდან ხშირად გაისმის,სწორედ არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვის, FAO-სთან კონსულტაციის შედეგად, საქართველო შეირჩა ერთერთ პილოტურ ქვეყნად, სადაც მომზადდება და განხორციელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის სტატისტიკის გლობალური სტრატეგიის პროექტი.
სტრატეგიული/სამოქმედო გეგმა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: კოორდინაცია და მართვა; მონაცემებზე მოთხოვნების დაკმაყოფილება, ადამიანურ რესურსებში ინვესტირება; ახალი ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება და სტატისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენება.
სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სასოფლო დასახლებების სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის პროექტის პრეზენტაციისას(SPAERS), რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, სოფლის მურნეობის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროექტის წარმართვა მეურნეობისთვის : „ეს პროცესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტრატეგიის შემუშავებაში FAO-ს წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები, ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა და მას თანმიმდევრულად მივყვებით. გვსურს, რომ სოფლის მეურნობის დარგში იყოს სისტემური პოლიტიკა, რომელიც აღარ შეიცვლება. პროცესის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია სწორედ სტატისტიკური მონაცემები. შესაბამისად ეს პროექტი მეტად პროდუქტიული იქნება ჩვენთვის“ -აღნიშნა გოჩა ცოფურიშვილმა.
სამინისტროს წინასწარი შეფასებით, 5 წლის განმავლობაში (2016 – 2020) SPAERS-ის განხორციელების მთლიანი ღირებულება 11.2 მილიონი ლარი იქნება, რაშიც გათვალისწინებულია ინფლაცია და დღევანდელი გაცვლითი კურსით 4.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მთლიანი ბიუჯეტის თითქმის ნახევარი (48%) მოდის ყოველწლიურ სასოფლო მეურნეობათა შერჩევით კვლევაზე. მათივე ცნობით, SPAERS-ის განხორციელებისთვის საჭირო იქნება სოფლის მეურნეობის, გარემოს და სოფლის სტატისტიკის ბიუჯეტის გაზრდა. წინასწარი შეფასებით ბიუჯეტი ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 10 %-ით უნდა გაიზარდოს. საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები დახმარებას ტექნიკა – მოწყობილობებსა და ადამიანურ რესურსებში ინვესტირების კუთხით გაწევენ. ბიუჯეტს გარეთ დარჩენილი დაფინანსების სავარაუდო ღირებულება კი 2.34 მილიონი ლარი იქნება. ამასთანავე, საქართველოს სტატისტიკური სისტემა საჭიროებს საერთაშორისო ტექნიკურ დახმარებას, რომლის მთლიანი ღირებულებაც 720 000 ლარით შეფასდა.
საგულისხმოა, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტი საქართველოში პირველად მზადდება. სტრატეგიული გეგმის მოქმედების ვადად კი 2016-2020 წლები განისაზღვრა.
ავტორი : მარიამ ტყეშელაშვილი