8.7 მილიარდიანი დანაკარგი 1 დღეში
მსოფლიო ეკონომიკას პრობლემები აქვს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა 3 იანვარს განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ხუთმა ადამიანმა ერთ დღეში 8.7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. ეს გამოიწვია ჩინეთში გამოქვეყნებულმა არასახარბიელო სტატისტიკურმა მონაცემებმა და საუდის არაბეთსა და ირანთან დაკავშირებულმა მოვლენებმა.
Bloomberg-ის მილიარდელების ინდექსის მონაცემების მიხედვით, Amazon.com Inc.-ის დამფუძნებელი Jeff Bezos „ლიდერი“ იყო. 2016 წლის პირველ სავაჭრო დღეს მან 3.7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ ვაჭრობის კომპანია კი 5.8%-ით შემცირდა მხოლოდ 1 დღის განმავლობაში. მისი ქონება ამჟამად 56 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
Amancio Ortega-ს დანაკარგმა 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა და მისი ქონება 70.4 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. მისი Inditex SA 3.5%-ით შემცირდა. Berkshire Hathaway Inc.-ის ხელმძღვანელის Warren Buffett-ის, Carlos Slim-ისა და Microsoft Corp-ის დამფუძნებლის Bill Gates-ის ქონება ერთად 2.5 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.
The Bloomberg Index ქვეყნდება ყოველდღიურად და ახდენს მსოფლიოს 400 უმდიდრესი ადამიანის რანჟირებას. რომლებმაც საერთო ჯამში, 2016 წლის პირველ სავაჭრო დღეს 82.4 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგეს.
წყარო: www.bloomberg.com