„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ სამაშველო სამსახურმა გუდაურში პოლონელი ტურისტები გადაარჩინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა 2 პოლონელი ტურისტი გადაარჩინა, რომლებიც გუდაურში, „კუდებზე“ სრიალებდნენ.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ტურისტებმა თვითნებურად გადაუხვიეს სასრიალო ტრასას და დაიკარგნენ. მათ შეძლეს 112-ში დარეკვა, რასაც მოყვა გუდაურის სამაშველო სამსახურის მყისიერი რეაგირება.
მაშველებმა დაკარგული ტურისტები გუდაურიდან 30 კილომეტრში,ხადას ხეობაში, სოფელ წკერესთან იპოვნეს და უსაფრთხოდ გადმოიყვანეს დაბა გუდაურში.