RYANAIR“ -ის დირექტორმა ქუთაისის აეროპორტისა და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
18 თებერვალს ავიაკომპანია „RYANAIR“ კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიენმა, ავიაკომპანიის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობს გაეცნო. მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან, ქეთევან ალექსიძესთან ერთად დაათვალიერა აეროპორტისა და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა, ხოლო ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე შეაფასა აეროპორტის ტექნიკური აღჭურვილობა და მიწისზედა მომსახურებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკა. ასევე განხილული იქნა აეროპორტის ოპერირების პროცესები და იქ არსებული მდგომარეობა.
ავიაკომპანია „RYANAIR“ კომერციული დირექტორის დევიდ ობრაიენის განცხადებით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქუთაისის აეროპორტმა იქ არსებული ინფრასტუქტურითა და ოპერირების მაღალი სტანდარტით. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგი სამუშაო გასწია ქუთაისის აეროპორტის განვითარების მიმართულებით.
დევიდ ობრაიენის განცხადებით, ბოლო სამიწ ლის განმავლობაში ავიაკომპანია გაფართოვდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით, რამაც ის კიდევ უფრო დააახლოვა საქართველოს. მისი თქმით, ახლოსაა ის დრო, როდესაც „RYANAIR“ შეიძლება იყოს საქართველოში წარმოდგენილი.