ინგლისის დედოფალი – საქართველოს მფარველი
მიხეილ ჩალაბაძე
ბრიტანეთმა გადაწყვიტა რუსეთს დიალოგი გაურღმავოს. ალექსანდრე II-ის შემდეგ, დედოფალს, მსოფლიოს უდიდეს პოლიტიკოსს, რუსეთის პრეზიდენტი ესტუმრა. ბუნებრივია, მსოფლიოს მპყრობელებმა ძალათა ახალ თანაფარდობაზე ისაუბრეს, მაგრამ არა საქართველოს საკითხის გარეშე.
რუსულმა პრესამ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის და მისი მეუღლის დიდ ბრიტანეთში ვიზიტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ქალბატონი პუტინას ქუდმა და ზოგადად, მისმა ჩაცმულობამ, ოფიციალურ მიღებაზე დაგვიანებამ უფრო დიდი რეზონი გამოიწვია და ვიზიტის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები თითქოს დაჩრდილა.
სახელმწფო ვიზიტი ზოგადად უამრავ ფორმალობას შეიცავს, მაგრამ ინგლისში ვიზიტი მხოლოდ ფორმალობებისაგან შედგება. ამ მიზეზის გამო ნებისმიერი რუსი სახელმწიფო მოხელისათვის ის საშინელი გამოცდაა. რუსეთის პრეზიდენტი ამ მხრივ გამონაკლისი არ გახლავთ. რატომღაც მიიჩნევა, რომ რაც პუტინი ამ პოსტზე იმყოფება. მას საზოგადოების მხრიდან შეღავათები არ აქვს, მაგრამ ინგლისში ის შემთხვევა იყო, როცა (შეიძლება პრეზიდენტს ძალიან ეწყინოს) მას სწორედ შეღავათებით ექცეოდნენ.
პრესის წარმომადგენლები ისევ დავობენ იმის შესახებ, რამდენი წუთი დააგვიანა პუტინმა მიღებაზე 12 თუ 15, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, დაგვიანების თემას პრესაში დიდი ადგილი ეჭირა. სამეფო პროტოკოლში 10 წუთით დაგვიანებაც კი მარადიულობად მიიჩნევა. დედოფალი დაიღალა შინაგან საქმეთა მინისტრის ძაღლის ფერებით. ინგლისში რუს ერთ-ერთ ხელისუფალთან დაკავშირებული უფრო აღმაშფოთებელი შემთხვევა გაიხსენეს, როცა 1874 წელს პირველი ვიზიტით ინგლისში რუსეთის იმპერატორი, ალექსანდრე II გაემართა. მაშინ მისი იახტა “დერჟავა” ნიდრელანდების სანაპიროებზე მეჩეჩზე “შეჯდა”, საბოლოო ჯამში, შეხვედრა გრეივსენდიდან დუვრში გადაიტანეს, ხოლო მიღება 8 საათის დაგვიანებით შედგა.
თავისი წინამორბედის კვალობაზე პუტინი უფრო პუნქტუალურად გამოიყურებოდა. თუმცა ბრიტანული გაზეთები მხოლოდ ეტიკეტის თემით არ შემოფარგლულან და ორივე სახელმწიფოსთვის მტკივნეული თემებსაც შეეხნენ. ჩეჩნეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გაზეთში ასეთი კარიკატურა გაჩნდა – ტონი ბლერი ჰიტროუს აეროპორტში წითელ ხალიჩასთან ხვდება პუტინს, ხალიჩის ერთ მხარეს წერია “ჩეჩნეთი”, მერეზე კი, “ერაყი”. ორივე ლიდერს ხელში პირსახოცი და საპონი უჭირავს. The Timesაღნიშნავს, რომ პუტინის პრეზიდენტობის დროს თავისუფალი, დემოკრატიული ინსტიტუტების შედარებით განვითარებას, მაგრამ ხაზს უსვამს იმასაც, რომ კრემლმა ტელეკომპანიებზე ე.წ. კონტროლი დააწესა. ასევე აღინიშნა, რომ პუტინი ისეთი ძლევამოსილი არ არის როგორც სტალინი, დასავლეთში არც ისეთი პატივსაცემი, როგორც გორბაჩოვი და არც ისეთი თავისუფლებისმოყვარული და მეოცნებე, როგორც ელცინი, მაგრამ სწორედ მან მოახერხა ქვეყნის გაძლიერება და მისი წაყვანა სწორი კურსით. აღნიშნული გაზეთი აღფრთოვანებულია პუტინის უნარით, დაიცვას თავისი პოზიცია ისე, რომ დასავლეთის მეგობრად დარჩეს.
მიიჩნევა, რომ ვიზიტმა დაადასტურა რუსეთისადმი მთელი მსოფლიოს ნდობის ზრდის ტენდენცია, მაგრამ, ჯერჯერობით, დაახლოების გლობალური ნაბიჯების გადადგმა გაუკვეველ მომავალში განიხილება. როგორ ააგებს NAთO რუსეთთან ურთიერთობას, ეს მომავალი წლის მაისში გაირკვევა, ინგლისელები ინვესტიციების სახით რა თანხას გაიღებენ, აპრილში გაირკვევა, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიმართება ლონდონში რუსეთის ეკონომიკური ფორუმი და როდის შევა ეს სახელმწიფო ჭთO-ში, ჯერჯერობით, გაურკვეველია, მათზე ზოგადად ამბობენ – მალე. მზარდი ნდობის დემონსტრირება, რომელიც ბლერმა მოახდინა, იმისთვისაა მოწოდებული, რომ რუსეთი უზრუნველყოს იმითი, რაც დასავლეთს ამ ქვეყნისთვის აქვს ჩაფიქრებული. რუსეთი თავის ლუკმას მიიღებს NAთO-ში, მაგრამ რა ზომის იქნება იგი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. პუტინის განცხადებით, რუსეთისა და NAთO-ს ურთიერთობის მიდგომის ორი ვარიანტი არსებობს – იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა განხილვაშიც რუსეთი არ მონაწილეობს და საკითხთა ნუსხა, რომელშიც იგი იღებს მონაწილეობას. შეჯამებისას, სავარაუდოა, რომ ეს უკანასკნელი გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, მოსკოვი მიიღებს სრულ უფლებას სხვებთან ერთად განიხილოს საერთაშრისო ტერორიზმთან ბრძოლის, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხები და ერთობლივი სამშვიდობო აქციების განხორციელება. ხოლო ამ ვარიანტისთვის ერთგვარი მასალა იქნება არა ავღანეთი, რაზედაც ბრიტანეთსა და რუსეთს სხვადასხვა შეხედულება არ აქვს, არამედ ერაყი.
დედოფალმა პუტინის წინაშე საქართველოს საკითხიც დააყენა. ამით აგრძნობინა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი მისთვის სულერთი არ არის. რუსეთმა ტრადიციული პასუხი გასცა, მაგრამ თავისთვის ჩაინიშნა, რომ საქართველოსთან ძველი მეთოდებით “მუშაობა” აღარ გამოდგება.
ახლა ცოტა იმის შესახებაც, რამდენად დიდი იყო მიღებაზე ის “პეპელა”, რომელიც პუტინს ეკეთა? ძალიან დიდი ხომ არა? ეს კითხვა რუს ჟურნალისტებს მოსვენებას არ აძლევს, მით უფრო, რომ ამის შესახებ მეორე დღით ინგლისური პრესა სდუმდა, იქნებ, ეს ინგლისური ბუნებისთვის დამახასიათებელი დელიკატურობა იყო?
ედინბურგში ჩასვლის შემდეგ რუსეთის დელეგაციამ შვებით ამოისუნთქა.
ედინბურგი მართალია, შოტლანდიის დედაქალაქია, მაგრამ მაინც ძალიან პატარაა. როდესაც რუსეთის დელეგაციის წევრებს აცნობეს, რომ შოტლანდიის ინტელექტუალურ, პოლიტიკურ და ბიზნეს-ელიტას სურს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა და გასაუბრება, მათ შეშფოთებულებმა მიუგეს – იქნებ არ არის საჭირო, ამას ხომ ძალიან დიდი დარბაზი დასჭირდება?… მაშინ ისინი დაამშვიდეს და აუსხნეს, რომ ამისთვის ჰოგირუდჰაუსის სასახლის დასავლეთის სასტუმრო ოთახიც კი საკმარისი იქნებოდა.
ამ შეხვედრაზე პუტინის არც ისეთი დიდი გამოსვლის შემდეგ, რომელიც, მადლობა ღმერთს, სენსაციებს არ შეიცავდა, რუსეთის ლიდერმა დამსწრეთ შესთავაზა, მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ. ერთ-ერთმა შოტანდილემა პუტინს ჰკითხა, როგორ უნდა მოხერხებულიყო კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკელისიებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. პუტინმა, რომელსაც ამის შესახებ ბევრი ვერაფრის თქმა შეეძლო, განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქის შეხედულების საქმის კურსშია და იგი ამ საკითხის მიმართ კეთილად არის განწყობილი. ერთგვარი შეშფოთებით რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხეს იმის შესახებაც, მის სიციცხლეში თუ მოხდებოდა რუსეთის ევროგაერთიანებაში გაწევრიანება, პუტინმა ისინი დაამშვიდა და მიუგო, რომ ევროგაერთიანებაში რუსეთი სრული ფორმატით შესვლას არ გეგმავს.
ერთ-ერთი კითხვა, როგორც რუსული პრესა იუწყება, აშკარა პროვოკაციული ხასიათის იყო – რას ურჩევდით ერაყთან მიმართებაში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მეთაურებს. პუტინი არ დაბნეულა და უპასუხა, რომ ამაზე სჯობს თვითონ ლიდერებთან პირადად ისაუბროს.
რუსული პრესის და თვით, პუტინის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოჩნდა, რომ სტუმრებს შორის ერთი ქართველიც კი იყო, რომელმაც ტრადიციული კითხვა დაუსვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობის შესახებ – ელოდებოდა თუ არა პუტინი მსგავს რამეს.
ქართველებს ვერსად გაექცევი – მხრები აიჩეჩა პუტინმა და იმ სიტყვის ზუსტად გამეორება არ დაეზარა, რომელიც მან თავის პრეს-კონფერეციაზე ქართველ ჟურნალისტს ერთხელ უკვე “წაუკითხა”.
ბოლო კითხვა, თუ როგორ წარმოუდგენია პუტინს რუსეთის როლი მომავალ საერთაშორისო ურთიერთობებში, ყველამ იფიქრა, რომ მიღებაზე კიდევ ერთი სეროზული დაგვიანების მიზეზი გახდებოდა, მაგრამ მან ძალიან მოკლედ უპასუხა, ალბათ, იმიტომ, რომ იგი რუსეთის როლს გადაჭარბებით არ უყურებს.