უსაფრთხოების პრაქტიკული რჩევები ძვირადღირებული მანქანის მფლობელებისთვის

მოამზადა მიხეილ ჩალაბაძემ

მანქანის გატაცების გარანტირებული დაზღვევა, პრინციპში, შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველანაირი უსაფრთხოების ზომების ჯამური ღირებულება, გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ყველაზე ძვირადღირებული მანქანის ფასი. რუსეთში, ჩვეულებრივ პრაქტიკაშია შემდეგი პრინციპი: სადაზღვევო პოლისი (თუნდაც 1,2 წლის ექსპლოატაციის) პლუს გატაცების საწინააღმდეგო სისტემა, რომლის ღირებულება ახალი მანქანის ღირებულების 7-8%-ია.

ეს საშუალება სრულყოფილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, მობილური და სათანამგზავრო პოზიცირების სისტემებისთვის ყურადღების მიქცევას აზრი უდავოდ აქვს.

თავიდან ასეთი სისიტემების გამოყენებაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და პრაქტიკამაც მისი მაღალეფექტურობა დაამტკიცა. ამავდროულად იმავე ტექნოლოგიების ბაზაზე უფრო და უფრო მეტ გამოყენებას პოულობენ სადისპეტეჩერო სისტემები. რადიოსაძიებო სისტემებთან გარეგანი მსგავსების მიუხედავად, ისინი გადაზიდვების ოპტიმიზაციაზე არიან ორიენტირებულნი, მანქანის დასაცავად დამატებითი ფუნქციები მაინც აქვთ. მეორე მხრივ, დაცვითი სისტემები, უმეტესწილად, ბონუსის სახით ავტომობილების გადაადგილების თვალთვალის შესაძლებლობას ითვალისწინებენ.

ამ ბაზარზე ტექნიკისა და კონკურენციის განვითარებასთან ერთად მომხმარებლისთვის არჩევანის გაკეთება რთულდება. სარეკლამო ბროშურები მეგობრულად გვპირდებიან დამატებით ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, მაგრამ რამდენად შეიძლება მათი ნდობა? სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა იცოდე პასუხი რამდენიმე მთავარ კითხვაზე: რა მიზნით ხდება სისტემის ყიდვა (გატაცებისაგან დასაცავად თუ გადაზიდვის თვალყურის სადევნებლად); რა რაოდენობის თანხის გადახდისთვის ხართ მზად; თქვენი ამოცანის გადასაწყვეტად რამდენად ეფექტურია ესა თუ ის ტექნოლოგია, დაბოლოს, რა პირობებში ხდება მანქანის ექსპლოატაცია.

მიზანი განსაზღვრავს საშუალებას მოძრავ ავტომობილზე თვალთვალის სისტემის იდეა გარეგნულად მეტად მარტივია. რეალური დროის რეჟიმში უწყვეტად იღებენ ზუსტ კოორდინატებს. ამ მონაცემებს ავტომატურად უკავშირებენ ადგილობრივ რუკას (მაგალითად, მოძრავი წერტილი კომპიუტერზე, რომლეზედაც გამოსახულია ქალაქის ქუჩების სქემა). ამავდროულად, სათვალთვალო ობიექტთან (მანქანასთან) უკუკავშირის არხიც აქვთ. უკუკავშირიში იგულისხმება ავტომობილზე დაყენებული ელექტრონულ ბლოკსა და მართვის ცენტრთან ურთიერთობა. მაგალითად, ასეთი სისტემის გამოყენების დროს აუცილებელია იყოს დისტანციურად (პულტის ბრძანებით) ძრავის ჩაქრობის, კარების ბლოკირების და სიგნალიზაციის ჩართვის შესაძლებლობა. ამ სისტემის გამოყენებისას გადამწყვეტი ფაქტორია საიმედოობა და შეფერხებებისადმი მდგრადობა და რეაქციის დრო. გადაზიდვების ორგანიზაციის სისტემების არევის დროს, ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს კომერციული პოტენციალი: ტვირთის გადაზიდვის პროცესის ოპტიმიზაცია, მისი უვნებლობის უზრუნველყოფა და საკუთარი სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების გარანტია. უცხოეთის მსხვილ სატრანსპორტო კომპანიებში ასეთი სისტემების დანერგვის გამოცდილებამ საშუალება მოგვცა გვესაუბრა გადაზიდვების ეფექტურობის 30-35%-ით ზრდაზე.

სისტემის ღირებულება, ძირითადად, შედგება იმ აპარატურის ღირებულებისაგან, რომლითაც ხდება ბორტის აღჭურვა (კომპიუტერი, მიმღები, კომუნიკაციის საშუალებები) – კავშირის ქსელის მშენებლობის და ექსპლოატაციის ხარჯები, სადისპეტჩერო პუნქტის აღჭურვის ღირებულება და სხვა ხარჯები. ცხადია, ეს სიამოვნება იაფი არ ღირს. თუმცა, უკვე არსებული სამობილო და პეიჯერული ქსელების გამოყენებას პლუს აღჭურვის ფასების შემცირების ტენდენცია ავტოტრანსპორტის მართვის მსგავს სქემებს რენტაბელურს ხდის.

მოკლედ, მართვის კომპიუტერიზებული სისტემებმა რუსეთში ეს-ესაა დაიწყო განვითარება. ავტოტრანსპორტის მობილური პოზიცირების სფეროშიც უფრო ხშირად სამძებრო-დამცავ კომპლექსებზეა მოთხოვნა.

მობილური პოზიცირების ბაზაზე არსებული სისტემები ყველასთვის ხელსაყრელია (რასაკვირველია, გამტაცებლის გარდა!) მფლობელი იბრუნებს თავსი ქონებას, სადაზღვევო კომპანიები თავისუფლდებიან გადასახადებისაგან, სამართალდამცავები კი, რეგისტრირებული გატაცებების გახსნის მაჩვენებელს ზრდიან.

ტექნოლოგიები შედეგს
განსაზღვრავენ
ავტომობილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე მეთოდით იგებენ. ყველზე ზუსტია GPშ სათანამგზავრო სისტემები, რომელთა საშუალებითაც ხდება კოორდინატის განსაზღვრა. პოზიცირების თეორიული სიზუსტე შეიძლება განისაზღვროს რამდენიმე მეტრის ფარგლებში. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, სიზუსტე უნდა იყოს პლუს-მინუს 30 მეტრით განსაზღვრული, მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული წვრილმანები.

ავტომობილის ადგილსამყოფელი განსაზღვრულ ობიექტთან (ქალაქის ქუჩებში) ურთიერთკავშირში მათი ზუსტი კოორდინატების გარეშე შეიძლება დადგინდეს.

მეორე მეთოდი ტრიანგულაციურია – ერთდროულად რამდენიმე სადგურის მიერ მიღებული გადაცემის სიგნალით კოორდინატების გამოთვლის მეთოდი. აქ პოზიცირების სიზუსტე დამოკიდებულია საბაზო სადგურების რაოდენობაზე და ქალაქის პირობებში განსაზღვრავს, თუ რომელ ორ მეზობელ ქუჩებს შორის მოძრაობს ავტომობილი. თუ გავითვალისწინებთ ქალაქის პატარა, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს, გარკვეული შეცდომების დაშვება შესაძლებელია, მაგრამ ეს სისტემის ეფექტურობაზე სერიოზულ გავლენას არ ახდენს.

მესამე მეთოდი – სტანდარტული GშM მობილური კავშირის აბონენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრის მეთოდია. ამ შემთხვევაში, პოზიცირების სიზუსტე შედარებით დაბალია (ასი მეტრიდან ქალაქში და რამდენიმე ასეული მეტი ქალაქგარეთ). სამაგიეროდ, ამ სისტემის ხარჯები მინიმალურია.

სანამ ავტომობილის კოორდინატები დისპეტჩერთან, სამძებრო სამსახურში, ან სამართალდამცავ ორგანოებში არ მოხვდება, ყველაზე მაღალი სიზუსტის სათანამგზავრო მიმღებსაც არ აქვს აზრი.

კოორდინატების გადაცემა სადისპეტჩეროში (სამართავ პულტზე, ინტერნ
ეტ-სერვისი და ა.შ.) შეიძლება მოხდეს რადოკავშირის არხების საშუალებით (რამდენადმე მოძველებული საშუალება), მონაცემების გადაცემის, ან სამსახურებრივი (შMშ) არხით, მობილური (GშM) და სათანამგზავრო სისტემის კავშირით.

GSM ქსელის ან სათანამგზავრო ქსელის არხის უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ მათ ავტომობილის მოძებნა სხვა რეგიონში და თქვენ წარმოიდგინეთ, სხვა ქვეყანაშიც კი შეუძლიათ (GSM როუმინგი).

ყოფილა შემთხვევები, როდესაც გატაცებული, გადაღებილი ავტომანქანები უკვე შეცვლილი ნომრებით სხვა ქვეყანაში, მოპარვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ამოტივტივებულან. მაგალითად, პორტში გადატვირთვისას GSM-მიმღები კოორდინატებს განსაზღვრავს, ხოლო GSM-მოდული ეჭიდება ადგილობრივი მობილური კავშირის ქსელს და ინფორმაციას დისპეტჩერს ან ავტომობილის პატრონს გადასცემს.

თანამედროვე სისტემები ითვალისწინებენ ვიზუალური ინფორმაციის მიღწევის შესაძლებლობას – ავტომობილის კოორდინატები და სხვა მონაცემები (მაგ., სიჩქარე). ზოგი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ამგვარი მონაცემები შეგროვდეს და დაწვრილებითი ინფორმაცია გადასცეს მარშრუტზე, გაჩერების ადგილზე, საშუალო სიჩქარეზე და ა.შ. უცხოეთში ასეთი სისტემებით სარგებლობენ ავტოგაქირავების მსხვილი საგენტოები. ზოგიერთი მძღოლი უკვე ნანობს კიდეც, რადგან ავტომობილის დაბრუნებისას მათ საიჯარო თანხასთან ერთად, სიჩქარის გადაჭარბების გამო დამატებით ჯარიმასაც ახდევინებენ.

თქვენი უსაფრთხოების ფასი
გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ბაზარზე არსებული სამძებრო სისტემებს თავიანთ ნაკლი და, უეჭველად, ღირებულებაც აქვთ. ის საერთო რამ, რაც ამ სისტემებს ერთმანეთთან აკავშირებთ, ეს აღჭურვილობისთვის დიდი დანახარჯებია. მანქანის ბორტის კომპლექტის ფასს (1000-3000 დოლარი) პლუსს ყოველთვიური გადასახადი (24 დოლარი) და დანახარჯები კავშირებზე. თუმცა აქ არითმეტიკა არც ისე ადვილია. მაგალითად, ბევრი სადაზღვევო კომპანია იმ ავტომობილების მფლობელებს, რომლთა გადაადგილების საშუალება საძიებო სისტემებით არის აღჭურვილნი, 20-40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, თუკი იქნება კომბინირებული დაზღვევა. მაქსიმალურად მოგებულნი რჩებიან ყველაზე ძვირადღირებული მანქანის პატრონები, ფასდაკლება დაზღვევის დროს ზოგჯერ მთლიანად ფარავს აღჭურვის კომპლექტის ღირებულებას. სხვადასხვა სისტემების ფუნქციური შესაძლებლობების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგალითად, უმეტესობას შეუძლია საგანგაშო სიგნალის გენერირება, როდესაც მანქანა მოცემულ დროს და მოცემულ ადგილას არ გამოჩნდება. თითქმის ყველა სისტემის ბორტის აღჭურვილობაში შედის კონტროლიორი, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაირთოს სიგნალიზაციის დამატებითი მოდული, მიმღებები და ა.შ.

ნებისმიერი დამატებითი აღჭურვილობა ფული ღირს, აქ კი მფლობელმა უნდა გადაწყვიტოს, ზუსტად რომელი ფუნქციები სჭირდება მას. სპეციალისტების გათვლებით, დამცავი სამძებრო სისტემები ფინანსურად მაშინ არის გამართლებული, როდესაც მანქანის ღირებულება 20 ათასი დოლარიდან იწყება.

მთავარია, არ შეცდეთ შესაძენი აღჭურვილობის დანიშნულების განსაზღვრაში.

თბილისშიც უკვე შესაძლებელია გატაცებული ავტომანქანების სატელიტის (ხელოვნური თანამგზავრის), ყველაზე ეფექტური და საიმედო სისტემის საშუალებით დაჭერა. იგი GPშ-ის გლობალურ ქსელში მუშაობს. რაც შეეხება ფასებს, სისტემის დამონტაჟება 459-დან 1500 დოლარამდე ჯდება, ხოლო თვიური გადასახადი 50 ლარია. სატელიტის საშუალებით უკვე 100 აბინენტი სარგებლობს, მათგან რამდენიმე საქართველოში ცნობილი ბიზნესმენია. შსს-ს მინისტრის ინიციატივითმ შპს “სატელიტური დაცვის სისტემასა” და შსს-ს შორის უფასო ხელშეკრულება გაფორმდა. სატელიტური მიკროსქემა – ჩიპი, ექსპერიმენტის სახით 11 თვის წინ შეიქმნა. როდესაც ავტომობილის გატაცება მოხდება, რომელშიც ჩიპია დამონტაჟებული, სატელიტი ავტომატურად გადასცემს ავტომობილის ადგიმდებარეობის სიგნალს, ამის შემდეგ ჯერი პოლოცოაზეა. სატელიტში სიგნალი 18 წამში მოდის, შემდეგ ის ჩნდება მონიტორზე, კეთდება ანლიზიანალიზის შემდეგ შეტყობინება პატრულამდე და შსს-მდე მიდის. იმ შემთხვევაში, თუ გატაცებული მანქანა ქალაქგარეთაა, ინფორმაცია გადაეცემა საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საინფორმაციო ცენტრს, რომლის ნომერია 8002. ობიექტის ნახვა შესაძლებელია სატელიტური დაცვის სისტემის გეოგრაფიულ რუკაზე. ამის საშუალებით დგინდებაადგიმდებარეობა, მანქანის სიჩქარე და მიმართულება. სატელიტი მონიტორზე აფიქსირებს აბონენტის საკომუნიკაციო ნომერს, ავტომობილის ნუმერაცია, მძღოლის გვარსა და სახელს, თვით მისი სისხლის ჯგუფსაც კი. მეტიც, სატელიტის საშუალებით შესაძლებელია სიჩქარის შეზღუდვაც.

ასე რომ, თუ ავტომანქანის შეძენაში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეთ, კიდევ ერთხელ მოიქექეთ ჯიბეები და მისი დაცვის მექანიზმზეც იზრუნეთ.