ცოდნის ეკონომიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში
პარასკევს, 30 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ცოდნის ეკონომიკა თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში.“ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი, პოლონელი, უკრაინელი და მაკედონელი პროფესორები.
კონფერენციაზე შეეხნენ და განიხილეს რამდენიმე აქტუალური თემა: მათ შორის საქართველოს განვლილი და გასავლელი გზა ევროინტეგრაციამდე, ფინანსური ბაზრები, საფონდო ბირჟის პრობლემები, ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკა, პრობლემები და გამოწვევები, ტექნოლოგიური განვითარება, GOOGLE-ს და სხვა ანალიტიკოსების პროგნოზები.
ქართველმა და უცხოელმა დელეგატებმა ისაუბრეს ცოდნის, კერძოდ კი ეკონომიკური განათლების მნიშვნელობაზე. განიხილეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება.
საგულისხმოა, რომ კონფერენცია რომელიც უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტის“ ინიციატივით ჩატარდა, პირველი არაა, წელს უკვე მეორედ ჩატარდა და შესაძლებელია გაისადაც გაიმართოს.