მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა ტერმინატორი დასახმარებლად ჩქარობს
მოამზადა ლინა ეპიშევამ
მიმდინარე თვე დამკვირვებლებისათვის სხვადასხვაგვარი მოვლენებით გამოირჩეოდა. გეოპოლიტიკურ ფონზე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა: შუა აღმოსავლეთში ძალადობის ტალღა ფართოვდება, ერაყში მდგომარეობა უკონტროლო ხდება და სულ უფრო მეტ თანხებს მოითხოვს. ამერიკული და ჩინური კოლიზიები არ წყდება, კორპორაციულმა ანგარიშებმა და მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა ბაზრის-მონაწილეები კვლავ საგონებელში ჩააგდო.
ეს თვე ოპტიმისტებისათვის არასახარბიელო ამბავით დაიწყო. შრომის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აპირებს ნახევარი წლის შრომის სტატისტიკას გადახედოს. ფორმალურად შრომის სტატისტიკის გადახედვა 2004 წლის თებერვლისთვის არის დაგეგმილი, რაც ბაზრის მონაწილეებისთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. ეს გასაგებიცაა. გამოდის, რომ 3 ოქტომბრის სასიხარულო შრომითი ანგარიში მხოლოდ და მხოლოდ საერთო არასახარბიელო ტენდენციის უმნიშვნელო აბერაციაა. ასეა თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი, უმუშევრების დახმარების რიცხვი სიხარულის კიდევ ერთი საფუძველია (იგი 382,000-მდე შემცირდა), თუმცა იგი მალე ნიველირებული გახდება.
საერთო ჯამში, ექსპერტებს შტატების სტატისტიკის მონაცემების (მისი დეზინფორმატიულობის გამო) სულ უფრო ნაკლებად სჯერათ: დასკვნების გამოტანა სტატისტიკის საფუძველზე უფრო და უფრო ძნელი ხდება, რადგან ყოველი სასიხარულო ამბავი არასახარბიელო ცნობებით იცვლება. ამ ფონზე გერმანიის, ავსტრალიისა და კანადის შრომის ბაზრების სიგნალები (ანალიტიკოსების მიხედვით) უფრო ნათელი იყო: აღინიშნება გაუმჯობესება, რომელიც საკმაოდ ზომიერად ვითარდება. ერთ-ერთი ბანკის გესლიანი კომენტარით: “- ყოველ შემთხვევაში, აქ, აშშ-ისგან განსხვავებით, სადაც დასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც ზის სახლში და ეBაყ-ის ონლაინური აუქციონების მეშვეობით ძველმანებს ჰყიდის, რეალურ უმუშევრებს მხედველობაში იღებენ”. თვის დასაწყისში გამოვიდა კიდევ ერთი ცნობა, რომელმაც დოლარის თაყვანისმცემლებს იმედი გაუცრუა. ECB-ის მეთაურის, ვიმა დაიზენბერგის თქმით, ევროპელებს სულაც არ აწუხებთ ევროს კურსის სტაბილური ზრდა, მით უმეტეს, რომ დოლარის ვარდნა გარდაუვალია. ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ერთხმად დაადასტურეს დაიზენბერგის “პოფიგისტური” პოზიცია, ასე რომ, ეს პოზიცია დღესდღეობით კონტინენტური ევროპის ძალაუფლების მქონე სტრუქტურებში საყოველთაოდ მიღებულია.
ასეთი მონაცემების გამოსვლის შემდეგ, დოლარმა კვლავ განიცადა ვარდნა: ევრომ თითქმის 1,19-ს მიაღწია, ხოლო იაპონურ იენში, ავსტრალიურ და კანადურ დოლარებში ახალი მაქსიმუმი – სამწლიანი, ექვსწლიანი და თითქმის ათწლიანი აღინიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონურმა ბანკმა თავისი საბანკო სისტემის ლიკვიდობის ლიმიტი გაზარდა, დოლარი-იენი 108.30-მდე მაინც შემცირდა. თავს “უხერხულად” გრძობდა აგრეთვე ბრიტანული ფუნტი. მაკროეკონომიკური ფაქტორების გარდა (სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ახალი ზრდა), ამას აგრეთვე ხელი შეუწყო პოლიტიკურმა ფაქტორებმა, მაგალითად, ბლერის კაბინეტის პოპულარულობის ვარდნამ და მისმა ღრმა ჩაფლობამ ერაყის შავ ხვრელში.
ფაქტორების ამ კომპლექსმა, თავის მხრივ, ევრო-ფუნტის კროსკურსის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. თუმცა, ტექნიკური ანალიზის კლასიკურ ნიმუშებზე დაყრდნობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ევრო-ფუნტი კვლავ თავის ყოფილ დონეს (0.70) დაუბრუნდება.
სხვა ვითარებაა საფონდო ბაზარზე: ზედმეტი ლიკვიდობა დაბალი საპროცენტო განაკვეთების გამო და ამასთან რეალურ ეკონომიკაში გამოსაყენებელი ღირსეული (მაღალშემოსავლიანი) სფეროების ნაკლებობა ფინანსურ ბუშტებში ფულის დატვირთვის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ამას უცხოური ცენტრობანკებიც უწყობენ ხელს – მათ შტატების სახაზინო ობლიგაციების დიდი წილი მორიგ აუქციონზე შეისყიდეს. ობლიგაციების კურსი მეორად ბაზარზე მაინც დაეცა, თუმცა, არა დრამატული ტემპებით. ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ კი, გასულ თვეს იპოთეკური დაკრედიტების სექტორს შეუწყო ხელი – მასზე მოთხოვნა 15%-ით გაიზარდა.
აშშ-ის საფონდო ინდექსებმა მორიგი წლიური მაქსიმუმი აჩვენა, შემდგომ კი, კვლავ დაიწია. ოფიციალური პირების კომენტარი ზომიერად ოპტიმისტური იყო იმ მხრივ, რომ ზოგიერთი პერსონაჟის გაუმართლებელი ოპტიმიზმი კარგად მოაზრონვე ხალხის რეალისტური განცხადებებით კომპენსირდებოდა. ასე, მაგალითად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველობის წევრმა, ბენ ბერნანკემ განაცხადა, რომ FED-ი არ აპირებს შეაფასოს ბოლო შრომის ანგარიში, როგორც ზომიერ ზრდაში გადასვლა. მისი აზრით, ამისათვის რამოდენიმე თვის განმავლობაში სამუშაო ადგილების 150 ათასზე ზემოთ გაზრდაა საჭირო. ევროპელებიც ფრთხილად იქცევიან. მაგალითად, საფრანგეთის ხელისუფლების მეთაურის, რაფარენის პროგნოზის თანახმად, 2004 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკაში უარყოფითი დინამიკაა მოსალოდნელი.
მაკროეკონომიკური მონაცემები არც ისე საიმედო ჩანს. ბრიტანული სამრეწველო წარმოება დაეცა. აგვისტოში შტატების სავაჭრო ბალანსის დეფიციტი ოდნავ შემცირდა, (ძირითადად, ევრო კავშირში დეფიციტის მკვეთრი დაკლების ხარჯზე (1,6-ჯერ)), ხოლო ჩინეთთან ვაჭრობის დეფიციტმა კვლავ მორიგი ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა, რაც ხელს უწყობს ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციების შემოღების იდეების პოპულარობას. თვით დეფიციტის შემცირებაც ექსპორტის და იმპორტის ვარდნის ხარჯზე ოპტიმიზმს ნაკლებად უწყობს ხელს – სად არის მოხმარების სწრაფი ზრდა, თუ კრიზისი უკვე უკან ჩამოტოვებულია?
არც საბითუმო ფასების სტატისტიკაა იმედის მომცემი. მეწარმეთა ფასების ინდექსი შეუცვლელი დარჩა, რაც იმის მანიშნებელია, რომ დეფლაციური საშიშროება ჯერ არ დაწეულა. პირველი კორპორაციული ანგარიშებიც საინტერესოდ ჩანს. S&P 500-ის შემავალ აქციათა შორის კოტირების ლიდერებად ტექნოლოგიური კომპანიების ქაღალდები იქცნენ. ამავე დროს, შემცირდა ენერგეტიკული სექტორის აქციათა ღირებულება. ინტელის აქციები კომპანიის მიერ კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ 2,2%-ით გაიზარდა. მესამე კვარტალში მან გასულ წელთან შედარებით შემოსავლების 20%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა. ამის გარდა, კომპანიამ გაზარდა პროგნოზები მეოთხე კვარტლისთვის, რაც გაყიდვების მოცულობის ზრდით იყო დასაბუთებული.
ტექნოლოგიურ სექტორში Nოველლუს შყსტემს-ის ქაღალდების ღირებულება გაიზარდა. კოტირება კომპანიის საუკეთესო ფინანსური შედეგების ფონზე თითქმის 3%-ით გაიზარდა (ვიდრე პროგნოზირებული იყო გასული კვარტლის დროს).
Dow Jones-ის კომპონენტთა შორის General Motors-ის აქციებმა ღირებულების 1% დაკარგეს (იმის მიუხედავად, რომ მესამე კვარტლის შედეგებით, კომპანიის ანგარიშში ნაჩვენები იყო სუფთა მოგება ამ კომპანიის ფინანსური შედეგების გამო ინვესტორებს მეოთხე კვარტალის განმავლობაში მოგების ზრდაში ეჭვი ეპარებათ.
კომპანიის მოგებამ ივლის-სექტემბერში 425 მლნ დოლარი შეადგინა, ანუ 79 ცენტი ერთ აქციაზე. ამავე დროს, კომპანიის მოგება ავტომობილების და სატვირთო მანქანების წარმოებისგან 91%-ით, ჰარლი დევიდსონის აქციების კურსი კი, 6,3%-ით დაეცა. ინვესტორები შეწუხებულები არიან კომპანიის შემოსავლების ხანგრძლივი ვარდნით. მსოფლიოში მოტოციკლების უდიდესმა მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ 2004 წლისთვის წარმოების მოცულობა მხოლოდ 8,9%-ით გაიზრდება.
როგორც წესი, კორპორაციულ ანგარიშებში მოგების ზრდა გაყიდვების მოცულობის უცვლელი ზრდის ფონზეა ნაჩვენები, მაგრამ თუ გაყიდვების მოცულობა არ იზრდება, რის ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს მოგება? ეს დანახარჯების შემცირებისა (რაც ხელფასების შემცირებას და პერსონალის განთავისუფლებას ნიშნავს) და დოლარის ვარდნის ხარჯზე (ამის გამო, ტრანსნაციონალური კომპანიების უცხოური მოგება, რომელიც ეროვნულ ვალუტებში შეუცვლელია, მისი დოლარებში კონვერტირების დროს იზრდება).
ბალანსის მუხლის გაბერვის ფაქტი, ალბათ, ანალიტიკოსებს და აუქციონერებს გაახარებს, მაგრამ ეკონომიკისათვის გაბერილი მაჩვენებლების შედეგი ძალზე სერიოზულია. საგადასახადო სტიმულირების მეთოდები უკვე ამოიწურა: ბიუჯეტში ისედაც დიდი ხვრელია, ხოლო მისი გაფართოება ძალიან საშიშია. ასე რომ, ლამაზი ანგარიშების ეიფორიას არ უნდა დავემორჩილოთ: მისი მიზანია წვრილი კერძო ბიზნესმენების ბაზარზე მოზიდვა. ამ პროცესმა შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკაში ძალზე უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს.
ამ თვის პოლიტიკური მოვლენებიდან გამოირჩევა კალიფორნიული პერტუბაციები. ადგილობრივმა გუბერნატორმა, გრეის დევიდმა ამომრჩევლებისაგან უნდობლობის ვოტუმი მიიღო და თანამდებობიდან განთავისუფლდა. მისი ადგილი ყველასთვის ცნობილმა მსახიობმა, არნოლდ შვარცნეგერმა დაიკავა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადო ყველა პირობა, რომლის შესრულებას შესძლებდა თუ ვერ შესძლებდა. არჩევნების შემდეგ ახალი გუბერნატორი შტატის ფინანსური მდგომარეობის შესწავლას შეუდგა – რის შემდეგაც პრეს-სამსახურის ყველა კითხვებზე ასე პასუხობდა: “შეფი აგრძელებს ფინანსური დოკუმენტების შესწავლას”.
შესასწავლი კი ბევრია: ბოლო დიდი სესხის შემდეგ კალიფორნიას შესაძლოა მალე ფული დაუმთავრდეს. ახალი კრედიტის აღება ძნელია, რადგან შტატის რეიტნიგი წინა-სადეფოლტო დონეზე იმყოფება, თანაც, ხაზინაში ფული არ არის, ბიუჯეტის დეფიციტი კი კოლოსალურია. ასე რომ, არსებობს ორი გამოსავალი: ან უნდა გამოცხადდეს დეფოლტი, ან უნდა შემცირდეს დანახარჯები და ერთდროულად გაიზარდოს გადასახადები. ორივე შემთხვევაში, ეფექტი ეკონომიკაზე არც ისეთი დიდი იქნება, ამიტომაც საზოგადოებას ტერმინატორის ზეადამიანური უნარის იმედი აქვს. მართალია, ფილმებში ახალ გუბერნატორს ყველაფერთან ბრძოლის გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ საკითხავია, რამდენად გაუმკლავდება იგი საბიუჯეტო დეფიციტს. ექსპერტებს ნაკლებად სჯერათ, რომ იგი შესძლებს სასწაულის მოხდენას.
ამასთან, შვარცნეიგერის წარმატება გუბერნატორის თანამდებობაზე მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კალიფორნია აშშ-ის უდიდესი შტატია, შტატის წილი კი, შეერთებული შტატების მშპ-ში ძალზე მაღალია, ამიტომ ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ კალიფორნია მთელ ქვეყანაში მოვლენების განვითარების წინასწარი ინდიკატორია. ბოროტ ენებს რესპუბლიკური პარტიის ორ ვარსკლავზე – აშშ-ის პრეზიდენტზე და ახალ გუბერნატორზე საუბრის დროს, ცნობილი კინოფილმი “სულელი და უფრო სულელი”. ახსენდებათ.
ამერიკული ხელისუფლების ყურადღების ცენტრში იყო აზიური პრობლემები, რომელთა შორის გამოირჩვევა ურთიერთობები ჩინეთთან. პრეზიდენტმა ბუშმა დაიწყო მრავალდღიანი ვოიაჟი აზიური წყანაროკეანური ეკონომიკური თანამეგობრობის სამიტზე ტაილანდში. ამასთან ერთად, მან გადაწყვიტა, ესტუმროს ყვითელი კონტინენტის ქვეყნებს. ვიზიტის წინ ბუშმა, როგორც წესი, მოაწყო იდეოლოგიური არტ-მომზადება და კვლავ მოსთხოვა ჩინეთს, იუანის ფიქსირებული კურსის მხარდაჭერა შეემცირებინა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავჯდომარემ ბუშს თავაზიანი უარი უთხრა. სავარაუდოა, რომ ჩვენი დროის უდიდესი ორატორი, აშშ-ის პრეზიდენტი, ვალში არ დარჩება და უახლოეს მომავალში ბევრი საინტერესო ამბის მომსწრენი გავხდებით.
აშშ-ის მოთხოვნამ იუანის რევალვაციის შესახებ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა იენზე, რომელიც სხვა დანარჩენ აზიურ ვალუტებთან მიმართებაში გაიზარდა. ამიტომ ბუშის მორიგმა მჭევრმეტყველებამ ტოკიოში გაღიზიანება გამოიწვია, ასე რომ, ძიუნიტირო-სანმა მხარი დაუჭირა ჰუს მოწოდებას, რომ აშშ არ ჩაირიოს სხვის საქმეებში.
რუსეთში მთავარ ფინანსურ-ეკონომიკურ მოვლენად სააგენტო Moody-ს მიერ რუსეთის რეიტინგის ერთბაშად ორ პუნქტით – “უმცროს” საინვესტიციო დონემდე, Baa3-მდე გაზრდა იქცა. ეს აქტი ნიშნავს, რომ მსხვილ დასავლურ ფონდებს ახლა უფლება აქვთ სახსრები რუსეთის საფონდო ბაზარში დააბანდონ (ამის მოლოდინში რუსეთის ბაზარი ვერტიკალურად იზრდებოდა). იყიდება ყველა ობლიგაცია, თანაც, ბაზრის მონაწილეებს ძალიან აინტერესებთ რუბლი, რადგან იგი დოლართან მიმართებაში სტაბილურად იზრდება. მეორე მხრივ, რეზონული იქნებოდა გვევარაუდა, რომ უცხოური ფონდები, რომლებიც გადაწყვეტენ რუსეთში სახსრების გარკვეული ნაწილის დახარჯვას, უპირველეს ყოვლისა უფრო საიმედო აქტივებს მოჰკიდებენ ხელს, მაგალითად, ევროობლიგაციებს, ამიტომ, სავარაუდოდ, ამ სექტორს ზრდის შედარებით უკეთესი მოკლევადიანი პოტენციალი გააჩნია.
რატომ მიანიჭეს რუსეთს საინვესტიციო რეიტინგი ახლა, მაშინ, როცა ეს მოვლენა ერთი წლის შემდეგ უნდა მომხდარყო? ამ მხრივ, საინტერესოა სააგენტო Mოოდყ-ს ისტორია და ბოლო წლის საქმიანობა. ფორმალურად, ეს ბრიტანული სტრუქტურაა, მაგრამ მისი მთავარი ოფისი ნიუ-იორკში იმყოფება. სააგენტო Mოოდყ უფრო ხშირად “პოლიტიკურად მოტივირებულის” სახით გვევლინება, განსაკუთრებით “წინასაარჩევნო” გადაწყვეტილებებში. მაგალითად, 1995 წელს კანადაში, საპარლამენტო არჩევნების დროს, სააგენტომ გააფრთხილა ქვეყანა მისი სუვერენული რეიტინგის შესაძლო ვარდნის შესახებ და მოითხოვდა საბიუჯეტო დანახარჯების მკვეთრ შემცირებას. მთავრობა იძულებული გახდა არჩევნების წინ ამ დათმობაზე წასულიყო. 1996 წელს არჩევნების წინ ავსტრალიაში სააგენტომ “რეიტინგის გადახედვის შესაძლებლობის” შესწავლა დაიწყო და ლეიბორისტებმა არჩევნები წააგეს.
… და ასე შემდეგ. მსგავსი რამ რეგულარულად ხდება. ასეთი სურათი ამჟამად რუსეთში შეიქმნა: როგორც ჩანს, ახლანდელი ხელისუფლება აწყობს “ძლიერთ ამა ქვეყნისა”, ასე რომ, მათ გადაწყვიტეს, მომავალ არჩევნებში მთავრობას დაეხმარონ. შესაძლებელია, “ძლიერებს” იმედი აქვთ, რომ რუსეთის ხელისუფლება მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში მიიღებს მონაწილეობას. რეიტინგის გაზრდა ამ მონაწილეობის საფასურია. გაზეთ New-York Tames-ის კომენტარით: “ადამიანები მსოფლიოს სააგენტო Moody-ით მართავენ”.
ამ თვეში კვლავ გაჩნდა იმის მანიშნებელი სიგნალები, რომ ამერიკის იმპერიის დასასრულის ხანა დგება. ამის ყველაზე მარტივი სიგნალი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოვიდა: თავდაცვის უწყების მეთაურმა, დონალდ რამსფელდმა ერაყის უწყებათაშორისი კოორდინატორის უფლებამოსილება მისი ადმინისტრაციის თანამშრომელს, კონდოლიზე რაისს გადასცა. გასაგებია, რომ იგი აიძულეს, წასულიყო ამაზე, მაგრამ პოლიტიკური განაწილების მხრივ, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია, რადგან პენტაგონის ეშმაკეული შეფი ამერიკულ ხელისუფლებაში ე.წ. “სახელმწიფო-პატრიოტულ” (ან “პურიტანულ-მესიანურ”) ძალებს წარმოადგენს, ხოლო კონდი ტრანსნაციონალური კორპორაციების და ძველი ოლიგარქული კლანების მიერაა დაყენებული. მოგეხსენებათ, იგი ადმინისტრაციაში ოლიგარქების კონტროლის ერთდროულად სამი უმთავრესი სფეროდან – ფინანსური, საგანმანათებლო და ნედლეულის სფეროდან მოვიდა. ქ-ნი რაისი სტენფორდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და J.P. Morgan bankis da Chevron/Texaco-ს ნავთობის კორპორაციის წევრი იყო. როგორც ჩანს, საერთაშორისო ოლიგარქიამ ისარგებლა იმით, რომ ადმინისტრაცია ღრმად ჩაეფლო ერაყში და ეს პროცესი თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია. ბუშს კი, შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ აქვს.
ზემოხსენებული პროცესის მეორე სიგნალი ეკატერინბურგიდან მოვიდა. იქ ვიზიტის დროს პრეზიდენტმა პუტინმა გაკვრით აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი ევროპულ პარტნიორებთან ნავთობით ევროზე (და არა დოლარებზე) ივაჭროს. დღესდღეობით, ვაჭრობის დიდი წილი ლონდონისა და ნიუ-იორკის ნავთობის ბირჟებზე მოდის, სადაც ყველა კონტრაქტი დოლარებშია ნომინირებული. ასე რომ, რეალურად ეს მთელი მსოფლიო სავალუტო სისტემის გადახედვას გულისხმობს.
ენერგომატარებლები მსოფლიო ვაჭრობის საკმაოდ დიდ წილს შეადგენენ, ამიტომ იმპორტიორ-ქვეყნებს მნიშვნელოვანი სავალუტო რეზერვები დოლარებში აქვთ შენახული. თუ ეს ნაკადი დოლარიდან ევროზე გადაინაცვლებს, ზემოხსენებული ქვეყნები დოლარის რეზერვების დიდ წილს ევროში გადაიყვანენ. ამ პროცესმა შეიძლება აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვიოს, რადგან ამ ქვეყნების დოლარის რეზერვები ამერიკულ ობლიგაციებში დევს. მოკლედ რომ ვთქვათ, საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ანალიტიკოსტთა შორის გავრცელებული ფრაზა – “ოლიგარქები ჩამოასხამენ ამერიკას” სულ უფრო რეალური ხდება.
იკვეთება შემდეგი დასკვნა: დოლარის მკვეთრი დაცემა გარდაუვალია, მაგრამ ეს პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს, თუ აშშ მსოფლიო მეტროპოლიის როლს შეინარჩუნებს და ახალ ტექნოლოგიურ ძვრებს გააფართოვებს; მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ამერიკის საფონდო ბაზარზე ფასების მკვეთრი დაცემა მოხდება? ეს უეჭველად გამოიწვევს ბევრი ფინანსური ორგანიზაციის გაკოტრებას და აშშ-სგან დამოკიდებული განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ვარდნას.
შედეგების შეჯამებისას უნდა გავახსენოთ შემდეგი საკვანძო იდეა. არ შეიძლება ცალსახად ვამტკიცოთ, დადგება თუ არა კრიზისი უახლოეს დროში. შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ შესაძლო სცენარებზე. სავარაუდოა სოფტ ლანდინგ-ის (რბილი დაშვების) სცენარი, როცა არ მოხდება რაიმე მკვეთრი ცვლილება, ბევრი ფინანსური კომპანია აარიდებს თავს გაკოტრებას და მდორედ შევა ამერიკის ვარდნის სტადიაში.