საქართველოს ნავთობბიზნესის და “ოპეკის” ომის შესახებ
ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია
საოცარია, მაგრამ ფაქტია – ამას წინათ “ოპეკის” (ნავთობის საერთაშორისო კარტელი) შტაბ-ბინაში, ვენაში, შეიკრიბა სპეციალური თათბირი, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ნავთობბიზნესის საქმეს და ფასებს ნავთობზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო ნავთობფასების ბოლოდროინდელ პოზიტიურ ტენდენციებს. საქმე სრულიად არ არის სასაცილოდ და ახლავე წვრილ-წვრილად მოგახსენებთ დეტალებს:
აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ალან გრინსპენმა სააღრიცხვო განაკვეთი 0.25% ასწია, პირობის თანახმად, რომელიც მან ადრე დადო, ამ მაჩვენებლის წლიური განაკვეთი გახდა 3%, რის გამოც ევროს მიმართ დოლარის კურსი გამყარდა და შეადგინა 1.294, ნაცვლად ადრე არსებული 1.3102-ისა. ამას არ უპასუხა ევროპის ბანკმა და ანალოგიური განაკვეთი დატოვა წლიური 2%-ოდენობაზე. 2005 წლის პირველ კვარტალში მშპ-სGზრდამ აშშ-ში შეადგინა 3.1%. ეს ნაკლებია შარშანდელ IV კვარტალთან შედარებით 0.7%-ით, მაგრამ ბევრად მეტია ევროგაერთიანების ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელზე (1.8%). მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ალან გრინსპენი ფსს-ის სააღრიცხვო განაკვეთს გაზრდის 4%-მდე და დოლარი გამყარდება 1.25 ევრომდე, რადგან ევროგაერთიანების ცენტრალური ბანკი არ აპირებს შესაბამისი მაჩვენებლის გაზრდას. Aამას იმიტომ გიყვებით სავსებით სერიოზულად, რომ აპრილის ბოლოს დაიწყო და გრძელდება ნავთობზე ფასების დაცემის ტენდენცია. ის დაეცა ბარელზე “ურალუსზე” – 45, “ბრენტზე” – 47 და “ლაითზე” – 49 დოლარამდე.
ყველა ვარაუდით, რადგანაც “ოპეკმა” გაზარდა ნავთობის მოპოვება 29.9 მილიონ ბარელამდე დღეში, რუსეთმაც 11%-მდე ასწია ეს მაჩვენებელი და ახლა შეადგენს დღეში 3.9 მილიონ ბარელს დამატებული ერაყის კვოტის ზევით მოპოვებული 2.2 მილიონი ბარელი დღეში. ეს კი იმის გარანტიაა, რომ ნავთობზე ფასები დაიწევს და აშშ-ში ბიზნეს აქტივობა გაიზრდება. ამასთან, შექმნილია ნავთობის არნახული კომერციული მარაგი, რომლითაც ქვეყნები დაკავებული იყვნენ მთელი 2004 წელი. მარტო შტატებში ამ მარაგმა მიაღწია 324.4 მილიონ ბარელს. Yყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ წლის ბოლოსთვის, თუ რაიმე გარე შემაფერხებელი გარემოება არ გამოჩნდა, ნავთობის ფასი მიაღწევს 35-38 დოლარს ბარელზე. Mმსოფლიომ შესძლო მოეთოკა ნავთობზე ფასები და გაეზარდა ბიზნეს აქტივობა.
რა ხდება საქართველოში? 2002 წელს ლიტრი ბენზინი ღირდა 1.2 ლარი, 2003-ში – 1.25, 2004-ში კი – 1.3, ხოლო ამჟამად – 1.58 ლარი. Dდინამიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, შემაშფოთებელია. ნავთობის ფასებს აქვთ მულტიპლიკატორის როლი საერთო ფასების სისტემაში და Mამას, ორი-სამი თვის შემდგომ, იმანენტურად მოჰყვება პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდა. ამიტომ გახდა ხორცი 8 ლარი და ყველი არ ჩამოდის 7.5-8 ლარიდან. Aგარდა ამისა ნავთობზე ფასების ზრდა უკუპროპორციულია ბიზნეს აქტივობის ზრდისა. საინტერესოა, მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ლამის 60 დოლარი გახდა ბარელზე, ჩვენთან ბენზინზე ფასი უცვლელი იყო. ხოლო, როცა იქ მთელი 20 პროცენტით დაიკლო – ჩვენთან გაიზარდა 20 პროცენტით.
სწორედ ამ სასწაულის ახსნას ცდილობდა ჟენევაში Oოპეკი. ვერაფრით ვერ გაიგეს, რატომ მიდის მსოფლიო ტენდენციის წინააღმდეგ ჩვენი ნავთობბიზნესი?! თან, როგორც ჟენევაში შეკრებილებმა განაცხადეს, ბენზინზე ფასების ზრდასთან ერთად გაიზარდა საქართველოში მოხმარებული ბენზინის რაოდენობა. Eევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ აქამდე საქართველოში მანქანებს მხოლოდ ევროპიდან ეზიდებოდნენ, ახლა ამერიკის აუქციონების ნავაჭრსაც ხსნიან. Aარსებული სიტუაცია შეაფასეს როგორც ქართული ნავთობბიზნესის მიერ წარმოებული ომი “ოპეკის” წინააღმდეგ, რადგან ეს ორგანიზაცია განუხრელად იბრძვის (თუ არ იბრძოლებს, საუდის არაბეთი გაზრდის მოპოვებას და საერთოდ დაწევს ფასებს და ბევრს დაკარგავენ) ფასების დაწევისთვის, ქართველი მენავთობეები კი იბრძვიან მისი აწევისთვის. რას იტყვის დანარჩენი მსოფლიო – თუ ქართველები ასე ძვირად ყიდულობენ ბენზინს, დანარჩენებმა რატომ არ უნდა იყიდონო, – იტყვიან და მოუნდებათ მათაც გაძვირება და გაუბედურდებიან, ატყდება ბუნტი. Aაი, რა პრობლემის წინაშე დადგა ოპეკი. თუმცა, ეს ქართველ მებენზინეებს არ ადარდებთ და აპირებენ ამ ტენდენციის გაგრძელებას იმ მიზნით, რომ წლის ბოლოს საქართველოში ბენზინის ფასი საერთო ევროპულზე მეტი უნდა იყოს, რაღაცით ხომ უნდა გავუსწროთ ევროპას. რას ერჩი, იქნებ მართლები არიან?
“ოპეკის” საგანგებო შეხვედრა, ამ ეტაპზე, უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ქართველმა მენავთობეებმა პოზიცია არ დათმეს. არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით, კიდევ როდის შეიკრიბება “ოპეკი”, მაგრამ მშიერი მგელი უფრო ადვილად დათმობს ცხვარს, ვიდრე ჩვენი მენავთობეები ამ მაღალ ფასს.
ცხვარს რა უჭირს, უცებ შეატკბარუნებენ, ჩვენ კი მებენზინეები ნელ-ნელა გაგვაძრობენ ტყავს, დავაბრალოთ მერე ჩვენს თავს.
P.S. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ერთი ავზი ბენზინის გავსებას სჭირდება საშუალო თვის ხელფასი – 100 ლარი.