სამომხმარებლო ფასები საქართველოში 2005 წლის მარტში
რედაქციისაგან
საქართველოში 2005 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,6 პროცენტი შეადგინა. 2005 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ხანმოკლე მოხმარების საქონლის ფასები გაიზარდა 0,8 პროცენტით, საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონლის ფასები – 0,2 პროცენტით, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ფასები – 0,7 პროცენტით; მომსახურების ტარიფების საერთო დონე წინა თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა.
2005 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე თელავში გაიზარდა 1,3 პროცენტით, ქუთაისში – 1,0 პროცენტით, თბილისში – 0,7 პროცენტით, ბათუმში – 0,5 პროცენტით, გორში ფასები 1,2 პროცენტით შემცირდა.
2005 წლის მარტში 2004 წლის დეკემბერთან შედარებით (2005 წლის სამ თვეში) ინფლაციის დონემ 3,0 პროცენტი შეადგინა (2004 წლის სამ თვეში ინფლაციის დონე 0,9 პროცენტი იყო, 2003 წლის – 1,6 პროცენტი, ხოლო 2002 წლის – 3,6 პროცენტი).
2005 წლის პირველ კვარტალში ხანმოკლე მოხმარების საქონლის ფასები გაიზარდა 3,8 პროცენტით, საშუალო მოხმარების საქონლის ფასები – 1,1 პროცენტით, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ფასები – 4,7 პროცენტით, ხოლო მომსახურების ტარიფები – 1,2 პროცენტით.
2005 წლის პირველ კვარტალში 2004 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ინფლაციის დონემ 9,4 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის აღნიშნული დონის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათის ფასების საერთო დონის (12,1 პროცენტით) და ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს (47,8 პროცენტით) ზრდამ იქონია.
2005 წლის სამ თვეში 2004 წლის სამ თვესთან შედარებით ხანმოკლე მოხმარების საქონლის – 13,4 პროცენტით, საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონლის ფასები – 1,4 პროცენტით, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ფასები – 3,0 პროცენტით, ხოლო მომსახურების ტარიფები – 1,0 პროცენტით გაიზარდა.
2005 წლის მარტში 2004 წლის მარტთან შედარებით ინფლაციის დონემ 9,7 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სურსათის ფასები 12,2 პროცენტით (მათ შორის ხილისა და ყურძნის – 51,3 პროცენტით, თევზეულის 37,5 პროცენტით, ბოსტნეულის და ბაღჩეულის – 29,3 პროცენტით), ხოლო ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს – 47,7 პროცენტით გაიზარდა.
2005 წლის მარტში 2004 წლის მარტთან შედარებით ხანმოკლე მოხმარების საქონლის ფასები 13,7 პროცენტით, საშუალო ხანგრძლივობის მოხმარების საქონლის – 1,7 პროცენტით, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ფასები – 3,9 პროცენტით, მომსახურების ტარიფები – 1,4 პროცენტით გაიზარდა.