რუსულ ნავთობს ამერიკელები გაყიდიან ევროპაში Urals-ის ფიუჩერსებით ვაჭრობა დაიწყება
რედაქციისაგან
რუსული ნავთობი (რომლის მოცულობა მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის 2 %-ია) პირველად შეიძლება გახდეს საბირჟო საქონელი. ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟა (NYMEX) აპირებს Urals-ის მარკის რუსულ ნავთობზე ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყებას. მართალია, ვაჭრობის ჩატარებას იგი აპირებს არა აშშ-ში ან მოსკოვში, არამედ ბუდაპეშტში. ექსპერტები ამ წამოწყებას სასარგებლოდ, მაგრამ ძნელად სარეალიზაციოდ თვლიან.
2005 წლის აპრილის ბოლოს NYMEX-მა ხელი მოაწერა მემორანდუმს თავისი ინიციატივების შესახებ, ბუდაპეშტის საფონდო და სასაქონლო ბირჟებთან. ისინი ერთად გეგმავენ Uრალს ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობას უნგრეთის დედაქალაქში. “ეს კონტრაქტები ინდიკატორებად იქცევა, რაც რეგიონს ძალიან სჭირდება”, – თქვა Nymex-ის პრეზიდენტმა ჯეიმს ნიუსამმა.
დღესდღეობით Urals-ით ვაჭრობა ბირჟებზე არ ხდება: რუსული ნავთობი იყიდება მარკერული სორტის, Brent-ის ფასზე დისკონტით. ამასთან ერთად, Brent-ზე მოდის მსოფლიო მოპოვების მხოლოდ 2% და ეს წილი მუდმივად მცირდება. მაგრამ, ჯერჯერობით, სწორედ ამ სორტის კოტირებები განსაზღვრავენ მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 65%-ის ფასს. Uრალს-ის მოპოვების წილი კი მუდმივად იზრდება – 2000 წლიდან 2005 წლამდე რუსული ნავთობის ექსპორტი დსთ-ს ფარგლებს გარეთ 80%-ით გაიზარდა. Uრალს-ზე მოდის მსოფლიო ექსპორტის დაახლოებით 12% (2004 წელს-34,5 მლნ ბარელი დღეში) და მსოფლი მოხმარების დაახლოებით 5% (82,4 მლნ ბარელი დღეში).
Urals-ის ფიუჩერსებით ვაჭრობა უნგრეთში შეიძლება 2006 წლის იანვარში, როგორც Budapest Stock Exchange-ის წარმომადგენელი ამბობს ” – ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი სახის კონტრაქტებზე მოთხოვნილება იქნება, ვაჭრობა ხელს შეუწყობს Urals-ზე დამოუკიდებელი ფასების ჩამოყალიბებას და მისი მონაწილეები მათი საშუალებით თავისი რისკების ჰედჯირებას შეძლებენ. სრულფასოვანი ვაჭრობის უზრუნველსაყოფად Budapest Stock Exchange გეგმავს რაც შეიძლება მეტი მყიდველის და გამყიდველის მოზიდვას, პირველ რიგში რუსეთიდან. ბირჟა ფიუჩერსებით ივაჭრებს, ნავთობის ფიზიკურ მოწოდებებთან მიბმის გარეშე.”
Urals-ის ბირჟაზე გამოსვლის მსურველებიც არსებობენ. ამაში ამ მარკასთან მომუშავე ტრეიდერები არიან დაინტერესებული, აღნიშნავს შვეიცარული ტრეიდერის,Petroval-ის გენდირექტორი ჯონ ლაში. რუსული ნავთობის მოპოვება იზრდება და მისი მოცულობა საკმარისია კონტრაქტების გასაფორმებლად, ამატებს იგი. “ატონ”-ის ანალიტიკოსი, დიმიტრი ლუკაშოვი აღნიშნავს, რომ თუ Uralsგახდება ეტალონი, როგორც Brent ან WTI, რუსული კომპანიების შემოსავლებიც გაიზრდება. “იმის გამო, რომ Bრენტ ინდიკატორია, მისი ფასი მინიმუმ 1 დოლარით მაღალია ბარელზე, ხოლო Urals-ის ფასი შეიძლება ბარელზე 0,5 დოლარით გაზრდილიყო”. Urals-ი რომ გასულ წელს საბირჟო სორტი ყოფილიყო, რუსი მენავთობეების საექსპორტო შემოსავალი თითქმის 900 მლნ დოლარით მეტი იქნებოდა.
მაგრამ, Urals-ზე ფიუჩერსებით ვაჭრობის ორგანიზება არ იქნება ადვილი, აღნიშნავენ მენავთობეები და ანალიტიკოსები. “ეს არც ისე ლიკვიდური ბაზარია”,-ამბობს ბიზნესის განვითარების ინსტიტუტის Argus Mediaდირექტორი მიხეილ პერფილოვი. მისი სიტყვებით, ჩრდილოეთ ზღვაში მოპოვებული Brent -ი ინდიკატორს წარმოადგენს, თავისი მაღალი ლიკვიდურობის წყალობით – შესაძლებელია მისი ჩატვირთვა პლატფორმაზე და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაშვება, რუსული ნედლეულის მოწოდება დამოკიდებულია “ტრანსნეფტ”-ის მუშაობასა და საპორტო გრაფიკზე. “ამა თუ იმ სორტის მოპოვების გაზრდა არგუმენტი არ არის, როგორც ამბობს რუსული მსხვილი სანავთობო კომპანიის წარმომადგენელი,- სანავთობო ბაზარი კონსერვატიულია. ყველა შეეჩვია, რომ Urals-ი დამოკიდებულია Brent-ზე და საეჭვოა ამის შეცვლა მოინდომონ. ხოლო თუ ფიუჩერსები უნგრეთის ბირჟებზე არ გაითვალისწინებენ ფიზიკურ მოწოდებებს, Urals-ის ფასი მაინც მიბმული იქნება Brent-ის კოტირებებზე.
რატომ გადაწყვიტა NYMEX-მა რუსული ნავთობით ვაჭრობის ორგანიზება ბუდაპეშტში და არა მოსკოვში – ბირჟის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ. მოსკოვში ნავთობით ვაჭრობის შემოთავაზება დიდი ხნის წინ იყო tnk BP-ს თანამფლობელის “ალფა გრუპ”-ის მხრიდან. თებერვალში “ალფამ” კომპანია Expertica-სთან ერთად შესთავაზა ფედერალურ ჩინოვნიკებს რუსული საექსპორტო ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყება. “ალფასთან” მიახლოებული წყარო ამბობს, რომ მიმართვაზე ხელს NYMEX-ის წარმომადგენელი აწერდა. Expertica-ში ფიქრობენ, რომ ეს იდეა ბუდაპეშტში ვაჭრობას ხელს არ შეუშლის და ამ ბირჟებს თანაარსებობა შეუძლიათ.
როგორც ჩანს, ჩინოვნიკები მზად არიან მხარი დაუჭირონ ამ წინადადებას. ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, მრეწველობის და ენერგეტიკის სამინისტრომ, ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და როსენერგომ უკვე შესთავაზეს პრემიერ-მინისტრ მიხეილ ფრადკოვს რუსეთში ნავთობის და ნავთობპროდუქტების საბირჟო ბაზრის შექმნა.