ეკონომიკის სამინისტრო – მონსტრი
ირაკლი ჩოგოვაძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ვინ არის ის?
ჩვენი დოსიე:
ირაკლი ჩოგოვაძე დაიბადა 1973 წლის 19 აგვისტოს ქ. თბილისში. 1990 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტზე. 1991 წელს სასწავლებლად გადავიდა პარიზში პარი IX-ის სახელობის უნივერსიტეტში საბანკო საფინანსო ორგანიზაციების მართვის ფაკულტეტზე, რომელიც 1996 წელს დაამთავრა მაგისტრის წოდებით. 1996-1999 წლებში მუშაობდა ანალიტიკოსად “Arji&Associas Banuqe”. 200-2003 IBღD-ში ბანკირი, 2003-2004 წლებში “ABN-AMRO Bანკ” ბანკირი. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, 2005 წლიდან ხელმძღავნელობდა ქონების მართვის სააგენტოს და მართავდა პრივატიზაციის არსებულ პროექტს.
მისი თქმით, “ეკონომიკის სამინისტრო არის მონსტრი მრავალი ინსიტუტის სახით და უპირველესი ამოცანა მისი ოპტიმიზაცია იქნება.”საქმე არც ისე მარტივადაა. მაინც ვინ არის “ბატკა” და რა ხდება ბელორუსში?
ჩვენი ესკლუზივი
“ბატკა”, ანუ ვლადიმერ ლუკაშენკო დაიბადა ბელორუსის ღრმა პროვინციაში – გომელის ოლქში და გაიზარდა უმამოდ, ანუ იგი ნაბიჭვარია. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს მის პოლიტიკურ კარიერაში, იმიტომ, რომ ამის გამო მას თანატოლები თავში უბათქუნებდნენ და ჩაგრავდნენ. ის კი, ყოველივე ამას გულში იხვევდა და დღემდე ახსოვს.
ამიტომაც ვერ იტანს ნორმალურ ოჯახს და განათლებულ, ჭკვიან, ბედნიერ ადამიანს. დიდი ხანია, მეუღლესთან გაურკვეველი უთანხმოება აქვს. ცოლი სოფელში ცხოვრობს, იგი თითქმის არ ხვდება ქმარს, ვერავინ არკვევს, ისინი დაშორდნენ თუ ქალი დასჯილია. ბელორუსი პირველი ლედის გარეშეა, ხოლო მისი ორი ბიჭი უდედოდ იზრდება მინსკში. სამაგიეროდ, დედა გადმოასახლა და მინსკის ერთ-ერთ მთავარ პროსპექტზე დაასახლა, სადაც სპეციალური ვილა აუშენა.
სკოლის შემდგომ ვლადიმერ ლუკაშენკომ მინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა და სოფელში მასწავლებლად წავიდა. მას განსაკუთრებით საბჭოთა ისტორია და კოლექტივიზაცია იზიდავდა, მაგრამ დიდხანს ამასაც გული ვერ დაუდო და კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, მას გაგიჟებით უყვარს კოლმეურნეობები და მეურნეობები. ახლაც, როგორც წინა საუკუნეში, მათ ხელუხლებლად, უცვლელი სახით ინახავს.
თუმცა, დიდხანს აქაც ვერ გაძლო და სამხედრო სამსახურს მიჰყო ხელი. იქ “ზამპალიტი” იყო. ვინც არ იცის, განვუმარტავთ, რომ “ზამპალიტი” კომისარია ჯარში, რომელსაც იდეოლოგიური მუშაობა და გენერლების მორალურ, პარტიულ “ობლიკზე” თვალყურის დევნება ევალებოდა. იქ იწრთობოდა მომავალი დიქტატორი, აქ დაუკავშირდა გარკვეულ ცნობილ ორგანოებს და გახდა მათი საიდუმლო თანამშრომელი. ამ ორგანოებმა შემდგომში დიდი როლი ითამაშეს მის თავბრუდამხვევ კარიერაში. 90-იან წლებში სსრკ-ის რღვევის შემდეგ ბელორუსიში, ისევე როგორც მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში, კორუფცია და ქაოსი იყო. იზრდებოდა მოსახლეობის უკმაყოფილება და ამ მძიმე სოციალურ ფონზე უცებ ერთი რეგიონალური კაჭკაჭი გამოჩნდა, რომელიც ხალხს ჰპირდებოდა ძველის დაბრუნებას (ისე, შეასრულა კიდეც) და კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას (ყველა დიქტატორი ამ ლოზუნგით მოდის ხელისუფლებაში) Dდა ახალ სოციალიზმს, დემოკრატიას, მშრომელი მასების ინტერესების გულმხურვალე დაცვას.
მაშინდელი ბელორუსის ისშტებლიშმენტს ის სუსტი, პოლიტიკაში საერთოდ გამოუცდელი და შტერი ეგონა. ადვილად სამართავი “ივანუშკა დურაჩოკი” და იმ ორგანოს დახმარებით მარტივად მოიყვანა ხელისუფლებაში. ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ შტრიხებისათვის რამოდენიმე მომენტი: ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავისი რაიონიდან ხალხი დაძრა და დასვა შინაგან ჯარში, თავდაცვაში, პროკურატურაში. ასეთი თავბრუდამხვევი ხელისუფლების უზურპაცია არ მოეწონათ მის ხელისუფლებაში მომყვანებს, კონკრეტულად მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და მან კონტრჯგუფის შექმნა დაიწყო. აქედან დაიწყო ყველაფერი: ის მინისტრი მის მეგობართან ერთად გაქრა და დღემდე არც ცოცხალი უნახავთ და არც მკვდარი. ეს მეთოდი ბელორუსიში მის შემდგომ ფართოდ გამოიყენება. ქურდული ტრადიციების და ძველი ბიჭების სიაც შეადგინა და ისინიც გაქრნენ. ბოლოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც ლუკაშენკოს მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევას ეხებოდა, პატარა პროტესტი გამოთქვა და ბატონი გონჩარიც გაქრა.
ასეთი სტილი ბერიასაც არ ჰქონია. ის “ასამართლებდა” და რაღაცას თხზავდა მაინც, ეს კი პინოჩეტის მეთოდებია – ებრძვის ნებისმიერ განათლებულ ადამიანს და მთელი მმართველობა პროვინციელი გლეხებია. მინსკელებს ხელისუფლებას არ აკარებს, განსაკუთრებით იმას, ვისაც განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. ხელისუფლებაში ძირითადად ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც მის გარეშე პოლიტიკურ ლეშებად იქცევიან.
ოპოზიცია არ არსებობს! მილიცია ორჯერ მეტია, ვიდრე ჯარი, ასევე უშიშროებაც. მათი ძირითადი ამოცანაა ოპოზიციის ინკვიზიცია, ყველა ტელეარხი სახელმწიფოსია. რეალურად ყველა პერიოდული გამოცემაც. ისინი იბეჭდებიან ე. წ. “უნიტარულ სტამბის და პოლიგრაფიის სახელმწიფო საწარმოში. ამიტომ განსხვავებული აზრები, გარდა სამზარეულოსი, არსად არსებობს. ოპოზიციას დასავლეთიდან შემოსულ გრანტებს უპატიმრებს და ართმევს, რადგან ყველა ბანკი, ისევე, როგორც ყველანაირი ქონება არის სახელმწიფო. ოპოზიციონერობის მსურველებს შეკრებისათვის შენობასაც არ აძლევენ და ისინიც 3-4 კაცად დაყოფილები, როგორც ლენინის დროს, ცნობილ ბელორუსის ტყებში ცდილობენ შეკრებას. მაგრამ ტყეს უშიშროება აკონტროლებს, იქ მხოლოდ პიკნიკი, ლოთობა და სექსია ნებადართული. ამ უკანასკნელის მსურველებს მხოლოდ კოღოები ერჩიან, ოპოზიციის შეკრებას კი უშიშროება.
ოპოზიცია არ არსებობს. ამას სხვა მიზეზიც აქვს და ეს არის მათი, ბელორუსების ხასიათი. ისინი ძალიან დინჯები და გაწონასწორებულები არიან. არ უნდათ კატაკლიზმები, ისინი ისტორიულად ასეთები იყვნენ, თუმცა ევროპელები არიან ამ სიტყვის სრული გაგებით.
შემდეგი მიზეზი ძალიან საინტერესოა. ესაა ეკონომიკურ- სოციალური და ამაზე დეტალურად შევჩერდეთ.
ბელორუსი – ტერიტორია 250 ათასი კვ კმ, მოსახლეობა 10 მილინამდე, ეს რიცხვი ყოველწლიურად კლებულობს. მეორე მსოფლიო ომში დაკარგეს 2.4 მილიონი ადამიანი და დღემდე დემოგრაფიული ბალანსი არ გამოსწორებულა. ქალების რაოდენობა ბევრად ჭარბობს (თანაც ფანტასტიკური, ჯიშიანი მანდილოსნები ჰყავთ) მამაკაცებისას.
ექვსი ოლქი: ბრესტი, რომელიც ლენინმა მისცა პოლონეთ- გერმანიას და სტალინმა უბრძოლველად დაუბრუნა ომის დაწყების წინ (იქაურები დღემდე პოლონელებად თვლიან თავს), ვიტებსკი, რომელიც ლიტვას ეკუთვნოდა, ასევე სტალინმა გადმოსცა ბელორუსს. აქაურებმა დღემდე არ იციან ბელორუსული ენა.
მთელი ქონება, ქარხნები, ფაბრიკები, კოლმეურნეობები, საბინაო ფონდი და ა.შ. ეკუთვნის სახელმწიფოს. მათ შორის ტრანსპორტი და ელექტრობა, ქსელები დისტრიბუციით. ყველა ქარხანა, ყველა კოლმეურნეობა, პოლიკლინიკა, სკოლა და საერთოდ ყველაფერი მუშაობს, არის სრული გეგმური ეკონომიკა და ყველაზე დიდი დანაშაული არის გეგმის შეუსრულებლობა. არ იციან, რა არის უშუქობა, უწყლობა, უმუშევრობა.
ცნობილი მინსკის მაცივრების ქარხანას დღეს ჰქვია დახურული სააქციო საზოგადოება “ატლანტა”, რომელიც აწარმოებს სუპერAთანამედროვე მაცივრებს და სარეცხ მანქანებს, დაზგებს გერმანელების ელექტრონიკით. მუშაობს 12 ათასი ადამიანი 350 დოლარი საშუალო ხელფასით და ყველა პრივილეგიით: ბინის რიგებით, უფასო დასვენებით და სპორტული კომპლექსებით. ეს უკანასკნელი “ბატკას” სისუსტეა და აშენებს და აშენებს, საკმაოდ სოლიდურებს. განსაკუთრებით Hჰოკეის დარბაზებს. როგორც ამბობენ, თვითონBუყავარს. ჰოკეის თამაშობს მარტო, დანარჩენ დროს, როგორც ბელორუსები ამბობენ, ცარიელია. დიდ გიგანტ-საწარმოებს კოლმეურნეობებს აქვთ საკუთრებაში, ძირითადად ზარალიანი. მართალია, მათი შენახვა ქარხნების რენტაბელობას დაბლა სწევს, სამაგიეროდ სოციალურ ბალანსს ინარჩუნებს და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჭარბწარმოება აქვს.
ასევე “მაზი”-ის ცნობილი ქარხანა, რომელიც ახლა თანამედროვე ქალაქის ავტობუსებს უშვებს და ცნობილ მძიმე თვითმცლელ ”ბელაზებს”, ასევე მრავალ სპეცტექნიკას. ტრაქტორების ქარხანა ”ბელარუსი”, კომბაინების ქარხანა და მსუბუქი მრეწველობის ქარხნებიც სრული დატვირთვით მუშაობენ.
ხელუხლებელია კოლმეურნეობები და მეურნეობები, საავადმყოფოები და სკოლა-ბაღები, პოლიკლინიკებ,ი გასტრანომები და უნივერმაღები.
უწყვეტი ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება და წყალმომარაგება. არაკრიმინალური გარემო და გზების, ასევე მთელი ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობა ჩვეულებრივი ამბავია.
სახელმწიფო გეგმა არის ”ბიბლია” მათთვის და მისი შეუსრულებლობისათვის სასტიკად ისჯებიან. ფასები მთლიანად კონტროლირდება სახელმწიფოს მიერ, სპირტის და არყის ბიზნესზე ისევე, როგორც ბენზინზე და ტრანსპორტზე, სახელმწიფო მონოპოლიაა.
ეს არ უშლის ხელს ჰქონდეთ თანამედროვე კაზინოები, ბარები, რესტორნები, ჰიპერმარკეტები და მოდური მაღაზიები, ასევე კერძო და კოოპერატიული ბინათმშენებლობა. ვერსად ნახავთ ჯიხურებს და გარე ვაჭრობას. უცხოური კაპიტალი არის ორი სახით წარმოდგენილი იჯარით იღებს შენობებს და სერვის-სავაჭრო სისტემას აკეთებს ცივილურ დონეზე, იგივე კაზინოებს თუ ბარებს და ასევე დიდ ქარხნებში, კოოპერაციაში, დაზგების და მაცივრების ელექტრონული ნაწილი უცხოეთიდან არის შემოტანილი.
უამრავი ტურისტია, რადგან ევროპის შუაგულში ასეთი დაბალი ფასებით მომსახურება და გარკვეულწილად სოციალისტური ლენინურ-ნეპური მოდელის ნახვა გარკვეული ეგზოტიკაა თუ ამას მიუმატებთ ფანტასტიკურ სპორტულ კომპლექსებს, იაფ სასმელს და საკვებს, ხელუხლებელ ტყეპარკებს, იაფ სერვისს და ულამაზეს ბელორუს მანდილოსნებს, ეს ნამდვილად სამოთხეა დასავლელი ტურისტებისათვის, რომელთა სიმრავლე აშკარად თვალშისაცემია.
ბიუჯეტი სულ პროფიციტურია, სავაჭრო ბალანსი დადებითი სალდოთი, ვალუტა საკმაოდ მყარი 1 დოლარი – 2134 რუბლია. მარტი გასულ ოთხ თვეში ევროპაში 6 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელეს
ცალკე თემაა ”ევროზესი” და რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შექმნის თემა. “ბატკა” ძალზე ცბიერია, მან “ააგდო” თავის დროზე ელცინი იმპერიულ ამბიციებზე და შესთავაზა ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ორივე მხარემ იცის, რომ თავიდანვე მკვადარია და არავითარი ერთიანი სახელმწიფო არ არსებობს და არც იარსებებს, იგივეა, ევრო-აზიური გაერთანება, რომელსაც პუტინი ებღაუჭება – მკვდრადშობილია. Aაბა რაში სჭირდებათ? რუსეთს პიარისათვის, რათა უთხრას დერჟავულ იმპერიულ ელექტორატს – აი, ვიბრუნებ ძველ დიდებას და ტერიტორიებს, სტალინმა და წინა მეფეებმა რომ დაიპყრესო და რეიტინგის მომატება უნდათ, ხოლო ბელორუსი აქედან კონკრეტულ მოგებას იღებს – რუსეთს მისი დაფინანსება ყოველწლიურად მილიარდ დოლარამდე უჯდება .რუსეთის პოლიტისტებლიშმენტი გაოგნებულია – რატომ აფინანსებენ ”ბატკას”, როგორც თავის დროზე ანგოლას და ვიეტნამს სსრკ-ში, მაგრამ რა ქნან ჯერ აქედან გამოსავალს ვერ პოულობენ, “ბატკა” კი მხართეძოზე წამოპლაკული ერდგულებას უმტკიცებს რუსებს და ღებულობს დიდ ფულს, ნედლეულს, წარმოებებისათვის. თვით პინოჩეტს შეშურდებოდა ისეთ “სიამტკბილობაში” ჰყავს თავისი ხალხი და ქვეყანა. არა, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ უნიკალური ექსპერიმენტია თანამეროვე სოციალიზმის, დიქტატურის და საბაზრო ეკონომიკის ელემენტების სიმბიოზი. ნახეთ ოღონდ პოლიტიკაზე ნუ ილაპარაკებთ თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე, მით უმეტეს ადამიანის უფლებებზე.
ქვეყანაში ყველაფრის კეთება შეიძლება, პოლიტიკის და მაფიოზობის გარდა .იქ ოლიგარქები და ბიზნეს მაგნატები არ არიან, არც ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები, ეს ყველა ფუნქცია ერთ კაცს “ბატკას” აქვს ხელში აღებული და ის ზრუნავს ყველაფერზე, მათ შორის სპონსორობაზეც კი იქაური კანონის თანახმად, თქვენ თუ გინდათ სპონსორობა, ან გრანტის გამოყოფა, აქ ”ბატკას” წერილობითი თანხმობაა საჭირო და გარდა იმისა, რომ აკონტროლებს, ხალხი ფიქრობს, რომ ის არის მამა და მარჩენალი, ამიტომაც დაუფარავად ეძახიან “ბატკას”.
ბელორუსები, განსაკუთრებით მინსკელები უკმაყოფილოები არიან, წუწუნებენ, მაგრამ არ იციან, რა ჯობია და როგორ.
ნიშანდობლივია ისიც, რომ აქტიურად მუშაობს დასავლეთ-აზიური ბიზნეს ტანდემი. ყველა ცნობილი ფირმაა წამოდგენილი ქსეროქსიდან მოყოლებული, ”სამსუნგით” დამთავრებული და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან აქვთ აქტიური კავშირი მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან, იბიარდისთან და ა.შ.
ერთადერთი ”ბატკას” ქვეყანაში რაც არ არის, სიტყვის თავისუფლება და ოპოზიციაა. უნდათ კი?