საქართველოს სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის შედეგები 2005 წლის პირველ კვარტალში

რედაქციისაგან

2005 წლის პირველი კვრტალის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ წინა წელთან შედარებით 11,2%-ით მეტი შეადგინა. ამასთან, გადაზღვევის ბაზარზე უცხოური კომპანიების ხვედრითმა წილმაც იკლო, რაც სადაზღვევო ბაზრის სტაბილურობის მაჩვენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები სულ უფრო მეტ რისკს თავის თავზე იღებენ.

დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სადაზღვევო ბაზარზე ამჟამად 16 კომპანია მოქმედებს, მათ შორის ერთი ახალი, რომელიც მარტის ბოლოს გაიხსნა- ICG-მ დაზღვევის 9 სახეობაში აიღო ლიცენზია. პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიის მოცულობამ 12,885 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 11,2%-ით მეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თანხის მხოლოდ 35%-ია გადაზღვეული მსოფლიო სადაზღვევო ბაზარზე, გასულ წლებში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45% იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივი კომპანიები უფრო მეტ რისკს თავის თავზე იღებენ.

1