საქართველოს ეკონომიკას სერიოზული საფრთხე ემუქრება

რედაქციისაგან

ნავთობის ფასებმა არნახულად იმატა და აგვისტოში 70 დოლარს მიუახლოვდა ბარელზე. 2004 წელთან შედარებით იგი 1.5-ჯერ გაიზარდა, ამ წლის დასაწყისიდან კი – 40%-ით .

საქრთველოში აგვისტოში დიზელი 1.4 ლარი გახდა, ბენზინი – 1.6, მაგრამ მოსალოდნელია ამ ფასის ნიშნულის გაცილებით სერიოზული ზრდა. უკვე გაიზარდა ტრანსპორტის ფასები და წლის ბილომდე ინფლაციის მაჩვენებელი 2004 წელთან შედარებით 14% იქნება. საქართველოს ეკონომიკას სერიოზული საფრთხე ემუქრება. მოსალოდნელია წარმოების რეცესია და საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპის დაცემა. ამასთან, სამომხმარებლო კალათის გაძვირება და ცხოვრების დონის დაცემა, თანაც უმუშევრობა ბოლო თვეებში 6%-ით გაიზარდა.