ინტერვიუ ბ-ნ კ. კ. მოდისთან
რედაქციისაგან
კრიშან კუმარ მოდი
ინტერვიუ ბ-ნ კ. კ. მოდისთან
ბატონო მოდი, რას გვეტყვით ქართულ ბიზნესზე. რაიმეს ხომ არ ურჩევთ საქართველოს მთავრობასა და ბიზნესმენებს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად?
ვფიქრობ, ეკონომიკის გაუმჯობესება არა მარტო ქართველ ხალხს, არამედ უცხოელ ბიზნესმენებსაც გაამხნევებს. ხვალ ბევრი ოფიციალური პირი დაესწრება ჩვენს შეხვედრას. თუ საქართველოს მთავრობა გაამხნევებს უცხოელ ბიზნესმენებს, ვფიქრობ, თქვენს ქვეყანაში წინსვლაც იქნება.
როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ კონფერენციას ჩვენი ქვეყნისათვის?
თქვენს მთავრობასა და ბიზნესმენებს კარგი შანსი ეძლევათ, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ შევხვდით საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს და შეიძლება ვივარაუდოთ გარკვეული საქმიანობის წამოწყება ამ ხალხთან. როდესაც ბიზნესი არის წარმატებული, მაშინ ქვეყანაც წარმატებულია.
ბატონო მოდი, თქვენს ქვეყანაში გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული მიდგომები ბიზნესის სფეროში?
ინდოეთი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ჩვენი ბიზნესმენები მალე გავლენ საერთაშორისო არენაზე. არის ბევრი სფერო, სადაც შეიძლება თანამშრომლობა.
რას ფიქრობთ უცხოურ ქვეყნებში ინვესტიციის განხორციელების თაობაზე? ვგულისხმობ საქართველოს.
ვფიქრობ, შესაძლებელია თქვენს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი ღვინოები, შესანიშნავი ადგილები და გყავთ ძალიან ჭკვიანი ხალხი. ასე, რომ მე ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ჩვენ არ უნდა მივმართოთ დიდ ინვესტიციას, მაგრამ განხორციელებულმა პროგრამამ უნდა დაასაქმოს მრავალი ადამიანი. თქვენს ქვეყანაში ბევრს აქვს დასაქმების პრობლემა.
თქვენი აზრით, როგორი ორგანიზებულია ეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ?
ძალიან კარგი ორგანიზება გაუწიეს მას. ვიმედოვნებ, ქართველი ბიზნესმენები დაუმეგობრდებიან უცხოელ ბიზნესმენებს და თქვენს ქვეყანაში მრავალი საინვესტიციო პროგრამა განხორციელდება.