საქართველოში უცხოური პროდუქციის უპირატესობის ინფორმაციის წყაროები
ალი რიზა აპილი ანოტაცია
სტატია მიზნად ისახავს, შეაფასოს მომხმარებლის მიერ პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გამოყენების ჩვევები. კომუნიკაციების წინსვლამ, ახლად განვითარებადმა სარეკლამო სექტორმა და პრომოუშენის სხვა ძალისხმევამ შეცვალა მომხმარებელთა ჩვევები პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების სფეროში, განსაკუთრებით სსრკ-ის დაშლის შემდეგ, როცა აშკარად ნაკლებად იყო გამოყენებული კომერციული მედიის შესაძლებლობანი. სტატია მიზნად ისახავს, გასცეს პასუხი ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: რა გავლენა იქონია ამ ცვლილებებმა და ტენდენციებმა მომხმარებელთა ჩვევებზე და თუ არის რაიმე განსხვავება ამ თვალსაზრისით სხვადასხვა დემოგრაფიულ სეგმენტებს შორის.
უცხოური პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შესაფასებლად შემდეგი ცხრა წყარო იქნა გამოყენებული: ექსპერიმენტული ცოდნა, მეგობართა აზრი, მაღაზიის ვიტრინები, ტელევიზია, ინფორმაცია პროდუქციიის შეფუთვაზე, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, გამყიდველები და ბილბორდები. ამ წყაროთა შორის ყველაზე მეტად გათვალისწინებულია პირადი გამოცდილებით შეძენილი ცოდნა, რომელსაც მოსდევს მეგობართა აზრი. ტელევიზია ყველაზე გავლენიანი კომერციული მედია აღმოჩნდა. ჟურნალ-გაზეთები და ბილბორდები კი – ნაკლები გავლენის მქონე. და ბოლოს, ყველაზე ნაკლებად გავლენიანი-რადიო და გამყიდველები.
შედეგმა ცხადყო, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფები განსხვავებულ ინფორმაციულ წყაროებს ანიჭებენ უპირატესობას. აქ იგულისხმება განათლება, სქესი, ოჯახური მდგომარეობა და მომხმარებელთა ეთნიკური წარმომავლობა. ბოლოს განხილულია მარკეტინგის როლი პროდუქციის პრომოუშენსა და მომხმარებელთა კომუნიკაციებში. საკვანძო სიტყვები: ინფორმაციის წყაროები, საქართველო, სარეკლამო მედია, დემოგრაფიული განსხვავებები.