რატომ არ ვითარდება მცირე ბიზნესი
პ.. ჩაგელიშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
მცირე საწარმოთა და მცირე ბიზნესის განვითარების პრობლემა ჩვენი ქვეყნის მეცნიერ-ეკონომისტთა თავსატეხი გახდა. ქვეყანა უკვე თხუთმეტი წელია, კრიზისიდან ვერ გამოსულა იმ დროს, როდესაც ჩვენი მდგომარეობის ქვეყნებმა (ტერიტორიის, მოსახლეობის რიცხოვნების, თუ რესურსების რაოდენობის მიხედვით). ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში დააღწიეს თავი ეკონომიკურ სიდუხჭირეს და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში ჩადგნენ. პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე განისაზღვრება არა იმდენად ტერიტორიის, მოსახლეობისა თუ რესურსების რაოდენობით, არამედ მათი გონივრული გამოყენებით.
როგორც ცხრილიდან ჩანს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ყოველთვის არ არის დამოკიდებული რესურსების რაოდენობაზე. მიუხედავად მოსახლეობისა და ტერიტორიის სიმცირისა, მრავალ ქვეყანაში ბევრად მეტი პროდუქცია იწარმოება, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ეს რესურსები გაცილებით მეტია. მაგალითად, ისრაელში 15.8-ჯერ, დანიაში 32,5-ჯერ, ფინეთში 23,3-ჯერ მეტი პროდუქცია იწარმოება, ვიდრე საქართველოში, ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ლუქსემბურგი, რომლის მოსახლეობა 13-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საქართველოსი აწარმოებს 18,9 მლრდ დოლარის, ე. ი. 6,3-ჯერ მეტ პროდუქციას. აღნიშნული ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი დამოკიდებულია არა იმდენად მის ტრადიციულ მატერიალურ ფაქტორებზე, როგორიცაა მიწა, შრომა და კაპიტალი, რამდენადაც ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მოსახლეობის სამეწარმეო უნარი – განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეობა და ცოდნა. სწორედ ამ არატრადიციული და არამატერიალური ფაქტორების უპირატესი გამოყენებით შეზღუდული რესურსების მცირე ქვეყნებმა მსოფლიოში არნახულ წარმატებებს მიაღწიეს. მაგალითად: იაპონიამ, დანიამ, ისლანდიამ, ისრაელმა, ლუქსემბურგმა, ფინეთმა, შვედეთმა, ნორვეგიამ და სხვებმა. ეს ქვეყნები, რომელთა წარმოების ფაქტორების მასშტაბები დიდად არ განსხვავდება საქართველოსაგან, აწარმოებენ 3,2-დან 30-ჯერ მეტ პროდუქციას 1 სულ მოსახლეზე.
ასეთი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევის საიდუმლოება სწორედ ამ ჯერ კიდევ მრავალი ქვეყნის მიერ აუღიარებელ და შეუცნობად ფაქტორებში იმალება. თეირანის საფონდო ბირჟის მკვლევარი აბოლფაზ შოკრი მცირე მეწარმის შესახებ აღნიშნავს, რომ ისინი ქმნიან ჩვენს ეკონომიკაში ისტორიას, მათი საქმიანობის კრედოა მისწრაფება რაღაცის შექმნაზე, ინოვაციაზე, დინამიკაზე, სამუშაო გარემოს მუდმივ გაუმჯობესებაზე, რისკიანობაზე, მომავლის ორიენტაციაზე. სიმდიდრის შექმნაზე, ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენციის უზრუნველყოფაზე. იგი მეწარმეს ჩვენი დროის მთავარ ფაქტორად და გადარჩენის მაგიად მიიჩნევს.
მეცნიერებაში დღემდე დომინირებს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორებია მიწა, შრომა და კაპიტალი. მეოთხე ფაქტორს – მეწარმეობას ნაკლები ყურადღება ექცევა, ხოლო მეხუთე ფაქტორი – ცოდნა, რომელსაც, შეუძლია, ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან და დააყენოს ეკონომიკური აღმავლობის გზაზე, საერთოდ უგულებელყოფილია. ამიტომ მეწარმეობის გამოვლენაზე, მის აღზრდასა და Yყოველმხრივ დახმარებაზე მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს. მეწარმეობის ხელის შეწყობა უნდა ხდებოდეს თანმიმდევრულად კომპლექსური ღონისძიების განხორციელების გზით. პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მეწარმეობის განვითარებაზე, მისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნაზე. ქვეყანა, სადაც მეწარმეობა მოკლებულია სახელმწიფოს მიერ ყოველდღიურ ზრუნვას, ეკონომიკურ წინსვლას ვერასდროს მიაღწევს. მიუხედავად საყოველთაოდ აღიარებული მცირე ბიზნესის ეკონომიკური ღირსებისა, იგი საქართველოში სათანადოდ არ არის განვითარებული. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მცირე საწარმოთა წილად მოდის მთელი წარმოებული პროდუქციის საშუალოდ 40-დან 90 %-დე. მ.შ. აშშ- ში 40%, და დასაქმებულთა 34,4%, იაპონიაში (გადამამუშავებელ მრეწველობაში) 53 და 90%.
ისმება კითხვა, რატომ ხდება, რომ წარმოების თითქმის ერთი და იგივე ტრადიციული ფაქტორების მქონე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ინდექსი საშუალოდ 20-30-ჯერ განსხვავებულია? ჩვენი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა წარმოების ფაქტორთა არასწორ შეფასებაშია. განსაკუთრებით გაუმართლებელია ისეთი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე, რომელთა მოსახლეობის ინტელექტუალური და მეცნიერული განვითარების დონე მაღალია. ამის მაგალითად გამოგვადგება საქართველო, რომლის რესურსების ათვისების ინდექსი 0,50-ს უდრის და იგი ამ მაჩვენებლით საშუალოდ 8-დან 50-ჯერ ჩამორჩება მსოფლიოს მცირე მოსახლეობისა და ტერიტორიის მქონე ქვეყნებს.
განსაკუთრებით თვალში საცემია 2002-2005 წლებში საქართველოს მცირე საწარმოთა ეკონომიკური მაჩვენებლების დაცემა. კერძოდ, მცირე საწარმოებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა საწარმოო ბიზნესში დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 83,8%-ს შეადგენს, საწარმოთა რაოდენობა კი 84 %-ს, ხოლო მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი მხოლოდ 9,3%-ს იმ დროს, როდესაც მსხვილ საწარმოთა 4,8% აწარმოებს სამრეწველო პროდუქციის საერთო რაოდენობის 81%-ს.
დაზუსტებას მოითხოვს მცირე საწარმოსა და მცირე მეწარმეობის ტერმინების არსისა და შინაარსის გაგება. ზოგიერთ მეცნიერ-ეკონომისტს ტერმინი მცირე საწარმოს ნაცვლად შემოაქვს მიკრო საწარმო.2 ამ ტერმინის გამოყენების დასაბუთებისათვის იყენებს საქართველოს კანონს მეწარმეთა შესახებ და აღნიშნავს, რომ – სამეურნეო პრაქტიკაში მიკროსაწარმოს მიაკუთვნებენ როგორც იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბებულ მეწარმეთა ერთეულებს, ასევე ფიზიკურ პირებს. ჯერ ერთი, სამეურნეო პრაქტიკაში ასეთი ტერმინი არ გამოიყენება და, მეორეც, მეწარმეთა შესახებ კანონში ასეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიაკუთვნებენ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 20-ს და წლიური საქონელბრუნვა 500 ათას ლარს.
ტერმინი მცირე საწარმოს გამოყენება დაკავშირებულია ბიზნესისა და მეწარმეობის მასშტაბების მიხედვით კატეგორიებად დაყოფასთან: მცირე, საშუალო და მსხვილმასშტაბიანი მეწარმეობა და ასევე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი.
რაც შეეხება ცოდნის, როგორც არამატერიალური დოვლათის, გამოყენებას, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ მის შეძენას ასეთი საზღვრები, მით უმეტეს, რაიმე ნორმა, არა აქვს და არც შეიძლება ქონდეს, ეს პროცესი, როგორც იტყვიან, უკიდეგანოა, რაც უფრო მეტ ცოდნას ფლობს ადამიანი, ინტელექტუალურად (სულიერად) მით უფრი მდიდარია იგი. და შემდეგ თუმცა ცოდნა, ისე როგორც შრომის ნებისმიერი სხვა პროდუქტი, საქონლად იქცა საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე.3
პროფ. ლ. ჩიქავა ცოდნას განიხილავს, როგორც განსაკუთრებული თავისებურებების მქონე საქონელს და აყალიბებს მის ცალკეულ დამახასიათებელ თავისებურებებს, რომლითაც იგი განსხვავდება ყველა სხვა საქონლისაგან, მაგრამ, ჩვენი აზრით, ცოდნა (განსაკუთრებით კი მეცნიერული ცოდნა) თავისთავად არა მარტო მაღალი ღირებულების საქონელია, არამედ იგი ისეთი არამატერიალური კაპიტალია, რომელსაც თავისთავად მხოლოდ მოგება როდი მოაქვს, არამედ ამავდროულად იგი მნიშვნელოვნად ზრდის დანარჩენი მატერიალური ფაქტორების გამოყენების ეფექტიანობას. ამიტომ ცოდნა წარმოების ფაქტორთა შორის ყველაზე მაღალეფექტიანი და აქტიური ფაქტორია, რომლის გონივრული გამოყენება საგრძნობლად ამაღლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს.
ცოდნა მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული რესურსებისაგან, იგი ერის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი, ამოუწურავი, შეუზღუდავი და თვითშევსებადი რესურსია. ცოდნის გენერატორები მეცნიერული კადრებია, მათი ცოდნა განსაკუთრებულად მაღალი ღირებულების მქონეა.
ცოდნის, როგორც არაორდინალური რესურსის, ერთ-ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არა მარტო მაღალი ღირებულების რესურსია, არამედ ამავე დროს ზეგავლენას ახდენს დანარჩენი რესურსების გამოყენების დონეზე. ქვეყანაში, რომელსაც ცოდნის მაღალი პოტენციალი აქვს გაცილებით მაღალია ამ ქვეყნის დანარჩენი რესურსების-მიწის, კაპიტალის, შრომისა და მეწარმეთა უნარის გამოყენების ეფექტიანობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეწარმეთა უნარისა და ცოდნის, როგორც არამატერიალური რესურსების, გამოყენების როლი ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის საქმეში. მათი, როგორც ქვეყნის არამატერიალური რესურსის, შედეგიანობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებული მატერიალურ და ფულად რესურსებზე, მოსახლეობის რიცხოვნობასა და ტერიტორიაზე, მათი ზრდა, წინსვლა და ეფექტურობა შეუზღუდავია.
ქვეყანაში, სადაც მაღალია მეცნიერული ცოდნის მასშტაბი და ხარისხი, ასევე მაღალია მოსახლეობის ინტელექტუალური დონე, ეკონომიკურ სფეროში დასაქმებული კადრების მომზადების დონე. ამის საფუძველზე მაღალია ამ ქვეყნის მიერ დამზადებული პროდუქციის ხარისხი, მისი კონკურენტუნარიანობა, საექსპორტო მაჩვენებელი და ბოლოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი. ამის მაგალითია მსოფლიოს მრავალი მცირე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე.
ჩვენი აზრით,Yმეწარმეობის, როგორც წარმოების მნიშვნელოვანი ფაქტორის, აღიარება საზოგადოების წინსვლის რეალური საშუალებაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან და დააყენოს ეკონომიკური აღმავლობის გზაზე. ამოტომ მეწარმის გამოვლენაზე, მის აღზრდასა და Yყოველმხრივ დახმარებაზე მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს. მეწარმეობის ხელის შეწყობა უნდა ხდებოდეს თანმიმდევრულად კომპლექსური ღონისძიების განხორციელების გზით. პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მცირე მეწარმეობის განვითარებაზე, მისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნაზე. სადაც მეწარმეობა მოკლებულია სახელმწიფოს მიერ ყოველდღიურ ზრუნვას, ასეთი ქვეყანა ეკონომიკურ წინსვლას ვერასდროს მიაღწევს.
მიუხედავად საყოველთაოდ აღიარებული მცირე ბიზნესის ეკონომიკური ღირსებისა, იგი სათანადოდ არ არის განვითარებული. 2005 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მსხვილ საწარმოებში გამოშვებული პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) ღირებულებამ – 2379,1 მლნ ლარი, ანუ სამეწარმეო სფეროს პროდუქციის მთელი მოცულობის – 76.8% შეადგინა, საშუალი საწარმოებში – 383.3 მლნ ლარი, ანუ – 12,4%, მცირე საწარმოებში -334,9%. მლნ ლარი, ანუ – 10,8%. სამეწარმეო საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვით, მოცემული მოქმედი საწარმოების მთელ რაოდენობაში მხვილი საწარმოების წილი – 2,6%-ს, საშუალო საწარმოების- 6,9%-ს, მცირე საწარმოებისა კი – 90,5%-ს შეადგენს. მიუხედავად მცირე საწარმოთა საყოველთაოდ აღიარებული ეფექტიანობისა, საქართველოში მათ მიერ, წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი 2002-2004 წლებში 18,4- დან 9,7%-მდე შემცირდა, მ.შ: ქვემო ქართლში -3,8- ჯერ, რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, მცხეთა- იანეთში-2,5-ჯერ, სამცხე-ჯავახეთში – 16,2 ჯერ.
განსაკუთრებით მაღალია მცირე და საშუალო მეწარმეობის როლი ადგილობრივი რესურსების გამოყენებაში. ადგილობრივი რესურსების სიმცირის პირობებში მსხვილი საწარმოების შექმნა ეკონომიკურად გაუმართლებელია, რადგან სხვა რაიონებიდან რესურსების შემოტანა მნიშვნელოვნად ზრდის წარმოების ხარჯებს, ხოლო მზა პროდუქციის გასაღებისათვის საჭიროა დამატებითი დანახარჯები სხვა რაიონებსა და ქვეყნებში მათ გასატანად.
მცირე და საშუალო საწარმოთა მეორე უპირატესობა მდგომარეობს შემდგომში: უკანასკნელ წლებში მსოფლიოში მიმდინარე მსხვილი საწარმო კომპლექსების, კონცერნების, კორპორაციების შექმნამ დააყენა მათი საშუალო და მცირე საწარმოებთან კოოპერირების საკითხი. მსხვილ საწარმოო კომპლექსებში წვრილსერიული დეტალებისა და კვანძების წარმოება არაეკონომიურია, ამიტომ ამ ფუნქციას ისინი ხშირად კოოპერირების წესით გადასცემენ მცირე და საშუალი საწარმოებს, რის შედეგად მცირე და მსხვილმასშტაბიან მეწარმეობას შორის მყარდება მჭიდრო საწარმოო კავშირურთიერთობა. მსხვილმასშტაბიანი მეწარმეობის განვითარება იწვევს მცირე საწარმოთა განვითარებას.
ინდოეთს ინვესტიციები ესაჭიროება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ინდოეთს ეწვია. მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები ამერიკელ წამყვან ბიზნესმენებს ინდოეთში ინვესტიციების განხორციელებას ურჩევენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცხოური კაპიტალი მთავარ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ინდოეთს აშშ-ის ფული, ტექნოლოგია და მენეჯმენტის გამოცდილება ქვეყნის სრული პოტენციალის გამოვლინებისათვის ესაჭიროება.
პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის მესამე დღეს ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილეს. დეკადის დასაწყისიდან აშშ-ის ფირმებს ინდოეთში 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.
ინდოეთის ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ინვესტიცია ქვეყანას დაეხმარება, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და იყოს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე.
უცხოელი ბიზნესმენები ხშირად ჩივიან, რომ მკაცრი რეგულაციების გამო ინდოეთის ბაზარზე გასვლა რთულია. გასულ თვეში ქვეყნის მთავრობა ენერგეტიკულ ბაზარზე მეტი უცხოური ინვესტიციის განხორციელებაზე დათანხმდა ოპოზიციის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად.
დეფლაცია იაპონიაში
იაპონიის ბანკმა ორდღიანი შეხვედრა მოაწყო, სადაც განიხილეს პროგრამა, რომელიც თითქმის 0%-იან საპროცენტო განაკვეთებს ეხებოდა. დაბალი საპროცენტო განაკვეთები კი დაბალ ფასებთან საბრძოლველად შემოიღეს. მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა დეფლაციას განიცდიდა, თუმცა ციფრებმა აჩვენეს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უმჯობესდება. იაპონიის ცენტრალური ბანკი შიშობს, რომ ფასების ზრდის ფონზე იაფმა კრედიტმა შეიძლება აქტივების გაუფასურება გამოიწვიოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ცენტრალურმა ბანკმა ხელახალი დეფლაცია აღარ უნდა დაუშვას. საპროცენტო განაკვეთები, სავარაუდოდ, აპრილში გაიზრდება.