სად, როგორ ასწავლიან ბიზნეს-მენეჯმენტს
მოამზადა ნინო არველაძემ
საქართველოში უმაღლესი ეკონომიკური განათლების მიღების საკითხი სერიოზულ ტრანსფორმაციას განიცდის. მთლიანად გარდაიქმნა ტრადიციული ეკონომიკური სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტები, უფრო მართალი იქნება, ვთქვათ, რომ გარდაქმნის პროცესშია. ერთის მხრივ, ხარისხის მართვისა და პედაგოგიკის საკითხები, მეორეს მხრივ, ბოლონიის პროცესის მიხედვით, თვით სტუდენტების სწავლების, მათი ახალ სასწავლო პროგრამებსა თუ კრედიტების მართვასა და ტრანსფერების სიტემაზე გადაყვანა. ამასთან, საქართველოს სინამდვილეში ბევრმა კერძო სასწავლებელმა არსებობა უცხოური მენეჯმენტით დაიწყო. ეს გარდქმნის პროცესი მთელს მსოფლიოშიც გრძელდება. ვინ და როგორ ამზადებს მომავალ ფინანსიტებსა და მენეჯერებს ჩვენთან და უცხოეთში?
რა არის MBA ხარისხი?
MBA (Master of Business Administration – ბიზნესის ადნისტრირების სპეციალისტი ) – წარმოადგენს ასპირანტთა ხარისხს ბიზნეს სტუდენტებისთვის, ეს ხარისხი მთელს მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს. MBAპროგრამა მსოფლიოში აღიარებულია და ბიზნესის მენეჯმენტის კარიერაში წარმატების მისაღწევად მთავარ საფეხურად მიიჩნევა. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მიგნებაა, რომელიც ბიზნესმენებისა და ადმინისტრაციებისთვის დიდ ღირებულებას წარმოადგენს. წარმოების ან პროფესიისაგან დამოუკიდებლად, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა, ხარისხს შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ბიზნესისა თუ მენეჯმენტის წარმომადგენელს, განსაკუთრებით კი მას, ვისაც აღმასრულებელი ან საორგანიზაციო პოზიცია უჭირავს.
MBA პროგრამის მიზანია, სტუდენტი ყველა თეორიული თუ პრაქტიკული აუცილებელი ცოდნით აღჭურვოს. ხალხის მცდარი წარმოდგენით ეს მხოლოდ ბიზნესის სფეროს ეხება, მაგრამ MBA ხარისხი სასარგებლოა საზოგადოებრივ სექტორში აღმასრულებლებისა და მთავრობის წარმომადგენელთათვისაც, ამიტომ იგი მსოფლიოში აღიარებული პროგრამაა.
MBA პროგრამა და ხარისხი აშშ-ში განვითარდა და 1900-იანი წლების დასაწყისში დაინერგა. აშშ-ის წამყვანი ინსტიტუტების MBA ხარისხს დღემდე დიდი ღირებულება გააჩნიათ, სხვადასხვა ქვეყნების ათასობით სტუდენტი სწორედ ამ ხარისხის მოსაპოვებლად აშშ-ში მიეშურება, თუმცა შეიძლება MBA პროგრამები მათ მშობლიურ ქვეყნებშიც არსებობდეს.
აშშ-ში MBA პროგრამის ხანგრძლივობა ორი წელია, მიიჩნევენ, რომ ბიზნესისა და მისი ადმინისტრირების შესასწავლად დროის ეს მონაკვეთია საჭირო, მაგრამ ევროპაში, სადაც პროგრამა პირველად 1960 წელს დაინერგა, ხარისხის მოსაპოვებლად ერთი წელი ან 10 თვეზე ნაკლები დაგჭირდებათ.
MBA სტუდენტების საშუალო ასაკი 26-30 წელია, სკოლების უმრავლესობა სტუდენტთა განაცხადში 4-5 წლის სამუშაო გამოცდილებას ითხოვს. 25 წელზე ახალგაზრდა სტუდენტები MBA პროგრამაში არ დაიშვებიან, რადგან მათ მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილება არ გააჩნიათ.
M.B.A. მიმოხილვა: რაღაც ძველი, რაღაც ახალი
ამერიკის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგში, Wall Street Journal-ისა და Harris-ის ინტერაქტივის მხედვით, მიჩიგანის უნივერსტეტი და დორტმუნდის კოლეჯი კვლავ საუკეთესოდ სახელდებიან.
რეიტინგის შედეგებს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლიათ. ეს განსაკუთრებით რეგიონულსა და საერთაშორისო კატეგორიებს ეხება. საერთაშორისო შეფასებებში ბარსელონას ESADE ევროპის, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ბიზნესსკოლების რეიტინგის სათავეში დგას.
მიჩიგანის უნივერსიტეტმა პირველი ადგილი M.B.A. პროგრამის პრაქტიკაში გამოყენების წყალობით მოიპოვა. დამქირავებლები აცხადებენ, რომ ისინი მიჩიგანის კურსდამთავრებულებს აფასებენ, რადგან მათ თეორიისა და პრაქტიკის შეჯერება შეუძლიათ. რაც შეეხება სანდერბირდსა და ESADE-ს, ისინი საერთაშორისო ცენტრს განასხვავებენ, ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც იღებენ ორმაგ ხარისხს ორივე სკოლაში სწავლით.
ეთიკისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მოვალეობაც აღნიშნულ სამ სკოლას დანარჩენებისგან განასხვავებს – ცნობილია მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტების განვითარებად ქვეყნებში განხორციელებული პროექტები და ESADE-ის განათლების მართვის “ქრისტიანული ჰუმანიზმის” ტრადიციები.
მზერა აკადემიკოსთა მიღმა
არსებობს შეფასების სამი ზომა, რაც M.B.A. ხარისხის მფლობელებს კორპორატიული დამქირავებლებისთვის მიმზიდველს ხდის. რა შეფასებით ირჩევენ დამქირავებლები მომავალ თანამშრომლებს, სწორედ ამ გათვლებს ეყრდნობა ბიზნესსკოლების რეიტინგი. დამატებით, შეფასებისას მოქმედებს “მასობრივი დამოკიდებულების” ფაქტორიც, რომელიც ეროვნული და რეგიონული სკოლების მიერ მიზიდულ დამქირავებელთა რიცხვს წარმოადგენს. მიმდინარე წელს შეიცვალა საერთაშორისო სკოლების კლასიფიცირება, რეიტინგულია სკოლები, რომლის კურსდამთავრებულებიც დამქირავებლებმა სამუშაოზე აშშ-ის ფარგლებს გარეთ აიყვანეს.
Harris-ის იტერაქტივი ონლაინ რეჟიმში გაშუქდა და მონაწილეობას 4 125 დამქირავებელი იღებდა. დროის მონაკვეთი 2005 წლის 13 დეკემბრიდან 2006 წლის 16 მარტამდე იყო, შეფასება მხოლოდ იმ სკოლებს ეძლეოდათ, რომლის კურსდამთავრებულებიც მათ სამუშაოზე აიყვანეს.
რეიტინგის ასამაღლებლად აკადემიკოსთა არმია სკოლებისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა 21 აუცილებელ ატრიბუტში სასწავლო გეგმა და მისი შესაძლებლობები შედის, მაგრამ აკადემიკოსის კვალიფიკაცია რესპონდენტებისთვის პირველადი საკითხი არ არის. ამის მაგივრად გამოკითხულთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს M.B.A. ხარისხის მფლობელების შინაგან სამყაროზე, კომუნიკაბელურობაზე, ჯგუფში მუშაობის შესაძლებლობებზე, პატიოსნებაზე, ანალიტიკურ გონებასა და პრობლემების გადაჭრის უნარისა და სამუშაო ეთიკაზე. აღნიშნული საკითხებით შეიძლება მარტივად აიხსნას სახელოვანი სკოლების Hარვარდ-ისა და შტანფორდ-ის რეიტინგი, რომელიც მათ სტატუსს ნაკლებად შეესაბამება. ისინი საკუთარ სტუდენტებს ელიტას უწოდებენ, დამქირავებლები კი ჩივიან, რომ M.B.A.ხარისხის მფლობელ სხვა სკოლის სტუდენტებთან შედარებით, პრესტიჟული სკოლებიდან დასაქმებულთა უმრავლესობა მეტად ქედმაღლები და ნაკლებად კოლეგიალურები არიან. წელს გამოკითხული დამქირავებლები აცხადებენ, რომ, გასულ წლებთან შედარებით, სტუდენტთა უკეთესი ნაკადი წამოვიდა, რაც მათთვის სასიხარულო ფაქტორია.
მეტი სამუშაო ადგილები მაღალანაზღაურებად სამსახურში
გასულ წლებთან შედარებით, როდესაც მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, დღეს კომპანიები უფრო მეტ M.B.A.ხარისხის მფლობელებს იღებენ სამსახურში და აცხადებენ, რომ ხელფასის დონე 100 000 დოლარიდან დაიწყება. დამქირავებლები აცხადებენ, რომ სტუდენტები არ გახდნენ ძუნწები და მომთხოვნები, ყოველ შეთხვევაში ჯერ-ჯერობით. მერი ჰანიგანი, რომელიც კომპანიებისთვის M.B.A. ნიჭიერთა გამოკვლევების სერვისს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ 2006 წელი შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდეს და დასძენს, რომ კომპანიები დაქირავებული სტუდენტებით კმაყოფილნი არიან.
მაგრამ დამქირავებლებს ერთი დარდი მაინც აწუხებთ: შემცირებულია სამუშაო გამოცდილების მქონე M.B.A.ხარისხის მფლობელების რაოდენობაც და ხარისხიც. ბოლო ხანს ბევრმა სკოლამ მოადუნა ყურადღება და მოთხოვნის დონე და დაიწყო ახალბედა სტუდენტების მიღება, რითაც ისინი ახალგაზრდა ქალებისა და უმცირესობის მიზიდვას ცდილობდნენ. დამქირავებლები ჩივიან, რომ სტუდენტებს ბიზნესსკოლაში დაბრუნებამდე მოკლევადიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ, უფრო მეტიც, მათი რწმუნებულობის სიგელი შთამბეჭდავი არ არის და შეუძლებელია მათთვის დიდი პასუხისმგებლობის დაკისრება. კომპანიები კი იმედოვნებენ, რომ წარმოებისა და ენის მცოდნე სტუდენტებს იპოვნიან. კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ გამოუცდელი თანამშრომლის დასაქმება მათთვის მომგებიანი არ არის.
ეროვნული კლასიფიკაცია
რატომ ლიდერობენ დორტმუნდისა და მიჩიგანის უნივერსიტეტები?
ამის შესახებ საუბრობს დორტმუნდის ბიზნესსკოლის დეკანი: ორივე სკოლამ მიაღწია ბალანსს შესაძლებლობების მოკვლევასა და სწავლების მოვალეობისადმი, რასაც დამქირავებელთა გამოხმაურებაც ადასტურებს. დამატებით, ჩვენ არ გვყავს ზედმეტად თავდაჯერებული სტუდენტები. ის, რომ კომპანიები სწორედ ასეთებს ეძებენ, მხოლოდ მითია.
ეროვნული სკოლების უმრავლესობა კერძოა, რომელთა უმეტესობა აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სულ უფრო და უფრო მეტი სტუდენტი არჩევს ეროვნულ უნივერსიტეტებში მიღებულ განათლებას, თუმცა ზოგიერთისთვის ეს წელი წარმატებული არ აღმოჩნდა. მაგალითად, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის რეიტინგი დაეცა, რადგან დამქირავებლებმა აღნიშნეს, რომ კურსდამთავრებულებს განათლების ხარისხი დაბალი ჰქონდათ, უნივერსტეტმა მე-10 ადგილიდან მე-15-ზე გადაინაცვლა. ასევე სარეიტინგო რეგრესი განიცადა USC”s Marshall School of Business-მა.
საერთაშორისო კლასიფიკაცია
საერთაშორისო სიაში აშშ-დან ცხრა სკოლა შედის, ასევე ცხრა ევროპული, სამი კანადური და სამი ლათინო-ამერიკული სკოლა.
ევროპიდან ESADE-ი, IMD-ი და ლონდონის ბიზნესსკოლა ლიდერობს, ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ათეულის დანარჩენი შვიდი ადგილი ამერიკულ სკოლებს უჭირავთ. რეიტინგულია კანადური და ლათინო-ამერიკული სკოლებიც. დამქირავებლები აცხადებენ, რომ ლიდერი სკოლების კურსდამთავრებულები კარგი თანამშრომლები არიან და ჯგუფში მუშაობა შეუძლიათ. მათ სწორედ ასეთი ხალხი სჭირდებათ, რომლებიც სწრაფად აითვისებენ ახალს, არ შეეშინდებათ დაბრკოლებების და ერთად ააშენებენ მსოფლიო ბიზნესს.
ლონდონის ბიზნესსკოლა – ევროპული ლიდერი
Wall Street Journal-ისა და Harris-ის ინტერაქტივის მიხედვით, ლონდონის ბიზნესსკოლა მეოთხე ადგილზეა.
მიმოხილვაში დამქირავებლებმა ლონდონის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულებს უმაღლესი ქულები ანალიტიკურ აზროვნებაში, პრობლემის გადაჭრის უნარში, სტრატეგიულ აზროვნებაში, საერთაშორისო საკითხების ცოდნასა და გამოცდილებაში მიანიჭეს. სკოლამ დაბალი შეფასება სერვის-ოფისებში, სასწავლო გეგმის გამოცდილების შესწავლასა და კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობისადმი მოვალეობაში აიღო.
მიმოხილვის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ლონდონის ბიზნესსკოლა კომპანიებსა და სტუდენტებს შორის კარგ ქსელს ქმნის. სკოლა ევროპაში Samsumg Electronics-ს დაუკავშირდა, რათა მის სტუდენტებს კომპანიის შიდა კონსალტინგის ფორუმში მონაწილეობა მიეღოთ, რაც კომპანიას პოტენციური თანამშრომლის პოვნაში დაეხმარა.
სკოლა სტუდენტებს ბიზნესის სფეროში გასაცნობიერებლად სხვა გზებსაც სთავაზობს, რისთვისაც M.B.A.პროგრამაში მრავალი გეგმა ხორციელდება. სტუდენტებს არჩევნის შესაძლებლობა მარკეტინგში, მენეჯმენტში, ტექნოლოგიურ მენეჯმენტში, სტრატეგიაში, მართვის ცვლილებაში, საერთაშორისო ბიზნესსა და სხვა სფეროებში აქვთ.
სტუდენტებს შეუძლიათ სურვილის მიხედვით განსაზღვრონ M.B.A. ხარისხის მოპოვების დრო. სტანდარტული პროგრამით განსაზღვრულია 21 თვე, მაგრამ სტუდენტს, თუ ეკონომიკისა და ბუღალტერიის კურსებზე უარს იტყვის, მისი მიღება 15 თვეში შეუძლია.
ლონდონის ბიზნესსკოლა საერთაშორისო კულტურით ამაყობს. სტუდენტთა დაახლოებით 90% ბრიტანეთიდან არ არის, ისინი 75 ქვეყანის წარმომადგენლები არიან და 52 ენაზე საუბრობენ, პროფესორები კი 26 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილნი. “საერთაშორისო გამოცდილების გამო, სტუდენტებს სურთ, სამხრეთ კორეაში გადაინაცვლონ, რათა უკეთ შეძლონ Samsung-ისა და სამხრეთ კორეის კულტურის შესწავლა,” აცხადებს შამსუნგ-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნელსონ ალენი.
საქართველოში უმაღლესი ეკონომიკური განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი აკაკი ცომაია:
– ჩვენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ვართ. განსაზღვრულ ეტაპზე ორი ძირითადი სპეციალობა გვაქვს – ეკონომიკისა და ბიზნესადმინისტრირების. ადრე არსებული ვიწრო სპეციალობები ჯერ-ჯერობით არ გვაქვს, თუმცა მომავლისთვის ვაპირებთ კონცენტრაცია იმ მიმართულებებზე გავაკეთოთ, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა.
– რა სპეციალობას მიიღებს ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული?
– პირველკურსელი ოთხი წლის შემდეგ მიიღებს ეკონომიკისა და ბიზნესადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს.
– ცალკე სპეციალობა, მაგალითად, საბანკო მენეჯმენტი აღარ იქნება?
– ბაკალავრიატში არა, თუმცა თუ მოვახერხებთ გარკვეული სპეციალობების საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებში მოქცევას, რაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობასა და სხვა საკითხებს გულისხმობს, მაშინ ჩვენ რამდენიმე მიმართულება გვექნება.
– ბოლონიის კონვენციის თანახმად, სტუდენტს ორი სპეციალობის მიღება შეუძლია, როგორ მოხდება ეს თქვენთან?
– ეკონომიკის ბაკალავრისთვის მეორე სპეციალობა ბიზნესადმინისტრირება იქნება, თუმცა მას სხვა სპეციალობაც, მაგრამ ჩვენ ბიზნესადმინისტრირებას ვთავაზობთ.
– მაგრამ ეს ხომ ძალიან დიდი მოცულობა იქნება, ბუღალტერია, საბანკო, საერთაშორისო ეკონომიკა, კვლავ ბევრი საგანი გროვდება, რაც ბოლონიის კონვენციას კვლავ დაარღვევს.
– არავითარ შემთხვევაში. ყველაფერი სისტემის ჩარჩოებში ჯდება.
– მაშინ გვითხარით, როგორ არის განაწილებული სავალდებულო და არჩევითი საგნები და რა არის სწავლების საფასური?
– არჩევითი და სავალდებულო საგნები სტანდარტის მიხედვით ნაწილდება, სწავლება 1 500 ლარი ღირს.
– რატომ ღირს ასე იაფი. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელშიც მშობლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ, თსუ მე-4-5 ადგილზეა, ანუ საკმაოდ პრესტიჟულია, პირველ პოზიციებზე მყოფ სასწავლებლებში გადასახადი 4000-5000 ლარია, ზოგ ადგილას კიდევ უფრო მეტი. რა არის ამის მიზეზი – სახელმწიფო სტატუსი?
– კარგი შეკითხვაა. ამ საკითხში სახელმწიფო სტატუსსაც გარკვეული წვლილი მიუძღვის. ჩვენი უნივერსიტეტი რომ მეოთხე-მეხუთე ადგილზეა, ამიტომ მისი სწავლის საფასურიც შესაბამისია, თუმცა შეიძლება ის მალე შეიცვალოს.
– ძალიან კარგია, რომ პროფესორის ხელფასი 700 ლარი გახდა, მაგრამ შესაბამისად არ გაზრდილა ტექნიკური ბაზა. არის თუ არა მისი შეცვლის შანსი უახლოეს მომავალში?
– თუ გადახედავთ კანონს განათლების შესახებ და ნახავთ, რა ხდება უნივერსიტეტში მიმდინარე წელს, მიხვდებით, რომ ფაკულტეტებს მალე დამოუკიდებლობის მაღალი დონე და საკუთარი ბიუჯეტი ექნებათ.
– როდის მოხდება ეს?
– ეს მოხდება არჩევნების შემდეგ, როდესაც რექტორსა და დეკანს ავირჩევთ. ამის საფუძველზე ყველაფერი სწორ მენეჯმენტზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ, უნივერსიტეტს საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ აქვს იმიჯი.
– რამდენი სტუდენტი სწავლობს ბაკალავრიატში?
– დაახლოებით 4 000.
– რას იტყვით მაგისტრატურაზე? აქტიურად საუბრობენ, რომ უნივერსიტეტმა მაგისტრატურა უცხოელებს გადააბარა. ექნება თუ არა ფაკულტეტს ქართულენოვანი მაგისტრატურა და რა ეღირება მაგისტრატურაში სწავლა?
– ქართულენოვანი მაგისტრატურა აუცილებლად იქნება. ჩვენ კვლავ ვცდილობთ, გავაკეთოთ სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მომავალ წელს საერთაშორისო სერტიფიცირებას გაივლის. წელს ტარიფები არ შეიცვლება. რაც შეეხება მაგისტრატურის გადაბარებას, საუბარია Economic School-ზე, თუ არ ვცდები, საუბრობენ, რომ მოლაპარაკების მიხედვით, ეკონომიკის მაგისტრის მიმართულებით უნივერსიტეტს არ უნდა ჰქონდეს ქართულენოვანი მაგისტრატურა, თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხელშეკრულებაზე ჯერ ხელი მოწერილი არ არის, ანუ ჯერ ბოლომდე არაფერი გარკვეულა. ჩვენ შეგვიძლია მაგისტრატურა ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით და სხვა სპეციალობებით გვქონდეს.
– ექნება თუ არა Economic School-ს MBA ხარისხის მინიჭების უფლება?
– Bუსინესს შცჰოოლ-ი ანიჭებს ეკონომიკის სპეციალისტის ხარისხს.
– თქვენც ხომ შეგიძლიათ იგივე ხარისხის მინიჭება?
– არა, თუ აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.
– ვინ აწერს ხელს ხელშეკრულებას?
– უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ის ფირმა, რომელზეც ვსაუბრობთ.
– რატომ რჩება უნივერსიტეტი მაგისტრატურის გარეშე?
– უნივერსიტეტი მაგისტრატურის გარეშე არ დარჩება, სამაგისტრო პროგრამა იქნება ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით.
– მაგრამ არ ექნება თქვენს ფაკულტეტს ეკონომიკის მიმართულებით.
– ჩვენს ფაკულტეტს ექნება.
– მაშინ რას გააკეთებს Economic School-ი?
– ხელშეკრულების მიხედვით, მაგისტრატურა არა ბიზნესის, არამედ ეკონომიკის მიმართულებით არ უნდა შეიქმნას, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირებას ეს არ ეხება. საუბარია წმინდა ეკონომიკურ ფაკულტეტებზე, მაგალითად მაკროეკონომიკაზე.
– საერთოდ აღიარებულია, რომ მაკროეკონომიკა წამგებიანია. ფაკულტეტების გამო აღშფოთებას გამოთქვამდნენ, მაგრამ ჩამოყალიბებული ორი მიმართულებაა მსოფლიოშიც. შეიძლება მენტალურად მივეჩვიეთ, რომ უნივერსიტეტში ბევრი სპეციალობა იყო. რეფორმა ძალიან კარგია, მაგრამ, ჭორების მიხედვით, მაგისტრატურის ნაწილში პრობლემებია.
– ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მალე სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსტეტებთან ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს გამოვაცხადებთ და ხარისხსაც მივანიჭებთ.
– რამდენად შესაძლებელი, რომ MBA ხარისხი საქართველოში მივანიჭოთ და რამდენ ხანში იქნება ეს შესაძლებელი?
– ვფიქრობ, ამ ხარისხის მინიჭებას სამ-ოთხ წელიწადში შევძლებთ.