ბრძოლა IMF-ის პრეზიდენტობის პოსტისთვის
რედაქციისაგან
ნიკოლას სარკოზის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტობის ძლიერი კანდიდატია დომენიკ შტრაუს-კანი. საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანელ სოციალისტსა და ყოფილ ფინანსთა მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა. ნიკოლას სარკოზიმ განაცხადა, რომ შტრაუს-კანი მისი ხანგრძლივი პოლიტიკური მეტოქე, აღნიშნული პოსტისთვის ყველაზე შესაბამისი და უნარიანი იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის უკვე ცდილობს აშშ-ის, ბრიტანეთის, იტალიისა და ესპანეთის ლიდერების სიმპათიები და მხარდაჭერა შტრაუს-კანის კანდიდატურისკენ მიმართოს. ყოფილ ფინანსთა მინისტრს მხარს უჭერს გერმანიის ფინანსთა სამინისტროც და მას კარგ ევროპელ კანდიდატად მიიჩნევენ.
გაზეთ Du Dimanche-თან მიცემულ ინტერვიუში ნიკოლას სარკოზიმ განაცხადა: “ამ თანამდებობის მისაღებად აუცილებელია ძლიერი ალღო და შეუდარებელი გამოცდილება, აგრეთვე ამ თანამდებობის პირი პოლიგლოტი უნდა იყოს, დომენიკ შტრაუს-კანი კი ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.”
ივლისის დასაწყისში ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო სურდა თუ არა თვით დომენიკ შტრაუს-კანს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტობა. ის საკუთარ თავს ოპოზიციურად განწყობილი სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობაში მოიაზრებს და 2012 წლის არჩევნებზე ნიკოლას სარკოზის შეცვლა სურს. ზოგიერთი სოციალისტი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ სარკოზის საფრთხის თავიდან აშორება სურს და სწორედ ამიტომ ემხრობა დომენიკ შტრაუს-კანის კანდიდატურას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები კომანტარისგან თავს იკავებენ, ამერიკელი პოლიტიკოსები კი პრინციპს არ ცვლიან – ამერიკა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ირჩევს, ევროპა კი – საერთაშორისო სავალუტო ფონდისას, თუმცა ამერიკელები ევროპელებს ამ საპასუხისმგებლო პოსტზე ცნობილი და ძლიერი პოლიტიკოსის არჩევისკენ მოუწოდებენ.
სოციალ-დემოკრატიულად განწყობილი 58 წლის დომენიკ შტრაუს-კანი 1990 წლებში პატივსაცემი ფინანსთა მინისტრი იყო, თუმცა ის თანამდებობიდან ფინანსური სკანდალის შემდეგ გადადგა.
ფრანგის, გერმანელისა და ესპანელის შემდეგ იტალიელის კანდიდატურაც აქტიურად განიხილება. ან იქნებ მომავალი პრეზიდენტი ბრიტანელი იყოს? იქნებ ისევ ფრანგი? ახალი პრეზიდენტის არჩევა ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მისი პრეზიდენტი. უკანასკნელი ორი პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადადგა, რაც სასიკეთო ნიშანი არ უნდა იყოს.