რა არის რეიტინგი და რეიტინგების ახალი ეტაპის დასაწყისი საქართველოში

რედაქციისაგან

საქართველოში რეიტინგების და ინდექსების თემა ჯერჯერობით მხოლოდ გართობისა და პიარის საგანია. რამდენიმეჯერ ეცადნენ ეკონომისტები და ჟურნალისტები შეექმნათ დასავლეთის ანალოგების მსგავსად საქართველოს კომპანიების რეიტინგები, დაედგინათ ეკონომიკური ინდექსები, მაგრამ ეს ინიციატივა კრახით დასრულდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, ამ კომპანიების გაუმჭვირვალობა და არატრანსფერაბელურობაა.

იდეის ავტორები მუდმივად მიმართავდნენ საგადასახადო ორგანოებს მონაცემთა ბაზისათვის და ეს არასწორი გზა იყო, რადგან მათ ხშირად თვითონ არ ჰქონდათ ეს მონაცემები ან ეს სავსებით საკმარისი არ იყო. რადგან ბიუჯეტში გადახდილი თანხები სულ არ ასახავს კომპანიის ლიკვიდურობის თუ მენეჯმენტის ხარისხს. ამას ისიც დაემატა, რომ ფირმები საგადასახდო ორგანოებში უკვე ბალანსს კი არ აბარებენ, არამედ მოგება-ზარალის მონაცემებს და აქ ბევრი რამ, რაც რეიტინგისათვის საჭიროა, არ ჩანს. პრობლემაა – რეალური აუდიტის თითქმის არარსებობაა, იმიტომ კი არა, რომ აუდიტორები არ არიან, არამედ ფირმებს არ სურთ რეალური ინფორმაციის გამჟღავნება და ისინი უკვეთავენ იმ დასკვნას, რაც გაალამაზებს მათ საქმიანობას. ამასთან არ ითხოვენ ყოველწლიურ საფინანსო მონაცემთა აუდიტს (როცა კი მოითხოვდნენ, მაშინ სუფთა ფორმალობა იყო და არ ჰქონდა რაიმე მნიშვნელოვანი დატვირთვა, გარდა მუქთა ფულის კეთებისა) და ფირმები არ აქვეყნებდნენ “ანუალ რაპორტებს” ანუ წლიურ ანგარიშგებებს. მესამე არხი არის საფონდო ბაზრის მონაცემები კომპანიების აქციათა შესახებ. ჩვენთან ამ ბაზარს მეტად სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან იქ გარიგება ხშირად ფორმალურად კეთდება წილების გადაფორმებისათვის და თითო-ოროლა კომპანია მიმართავს რეალურ კოტირებას და ისინიც არ იცავენ მონაცემთა რეალობის და გამჭვირვალობის პრინციპს, რაც ასე სჭირდება ინვესტორს. არადა საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ და ინვესტორების სურვილია სულ უფრო მეტი იცოდნენ ჩვენი კომპანიების შესახებ. ამას წინათ დაგვიკავშირდა ორგანიზაცია – “ინტერნეტ სეკურიტი”, რომლის საიტი და მონაცემთა ბაზის ძირითადი მომხმარებლები არიან დასავლეთის ინვესტორები და განსაკუთრებით აშშ-დან. მათ განთავსებული აქვთ ჩვენი ჟურნალი მათ ბაზაში და ითხოვენ უფრო მეტ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესზე, დარგების და მიმართულებების მიხედვით, მიუხედავად საკუთრებისა. ამან განაპირობა ჩამოგვეყალიბებინა სტანდარტებისა და რეიტინგების ქართული სააგენტო – საქართველოს ეკონომიკის ინდექსები, რეიტინგები GERI -georgian economic reitings and Index. ამ სააგენტოს ამოცანაა ჩამოაყალიბოს მაჩვენებელთა სისტემა საქართველოში ეკონომიკური ინდექსების დასადგენად მაკროეკონომიკის მასშტაბით და ასევე კომპანიების, ბანკების რეიტინგისა და და სხვადასხვა მიმართულებით ინდექსების მონაცემებზე. ეს მეთოდოლოგიები მთლიანად ეყრდნობა მსოფლიოს წამყვანი ინდექსებისა და რეიტინგების მეთოდიკას, მაგრამ გათვალისწინებულია მაქსიმალურად ის რეალობა რაც საქართველოშია ამ პერიოდისათვის.
მსოფლიოში საუკუნის წინ აშშ-ში შეიქმნა რეიტინგები და დღემდე ამ ქვეყნის ინდექსები არიან წამყვანები და ტონის მიმცემები – Moody’s Investors Service (1900), Sdandard&poor’s Corporation (1941), Duff&Phelps, Fitch Investors Service, McCarthy, Crisanti&Maffei, DJ(usa), International Bank Credit Analysis, FT-500(UK)Agence Evaluation Financiere (FRA)JAPAn Credit Reiting Agency, Mikuni &Co, Nippon Investors Service(JAP)Canadian Bond Rating Service(CBRS), Dominion Bond Rating Service(DBRS)-კანადა და ა.შ. მათ გარდა, უამრავი სპეციალიზებული კომპანიებია დარგობლივი მიმართულებების მიხედვით, მაგალითად, “მორგან სტენლი”, “კაპიტალ ინტერნეიშენალი”, რომელიც მსოფლიოს 1000 წამყვანი ფირმის ლისტინგს აკეთებს, “ეი ემ ბესტ კომპანი”, რომელიც სადაზღვევო ბიზნესზეა ორიენტირებული, ჟურნალი “ფორჩუნი”, რომელიც მომსახურეობის სფეროს რეიტინგითაა დაკავებული, ტომსონი – საბანკო რეიტინგი და ა.შ. მათი სტანდარტები და შეფასების სისტემების სქემა იხ. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.
რეიტინგები კეთდება ქვეყნებისა და ბიზნესის ცალკეული სფეროების მიხედვით, ბუნებრივია, ასევე კომპანიების მიხედვით. ჩვენ ვიწყებთ ჯერ საქართველოს საბანკო სფეროს რეიტინგით და მას მომავალ ნომერში გამოვაქვეყნებთ. შემოდგომისათვის მზადდება საქართველოს კომპანიების მიხედვით ტოპ-50.
მესმის, ძალიან თამამი განცხადებაა, მაგრამ ამ საინვესტიციო ბუმის პირობებში, რაც ახლა საქართველოშია, ეს დროის მოთხოვნაა. ჩვენ ვიქნებით მიუკერძოებულნი, ობიექტურები და კომპეტენტურები. არ მოვწყდებით არც დასავლეთში კარგად აპრობირებულ მეთოდოლოგიას და არც საქართველოს სინამდვილეს, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ბუნებრივია, ყველა თქვენთაგანის აზრი და შენიშვნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ოღონდ გვისურვეთgood luke!