ახალი სამაგისტრო პროგრამები ბიზნესში და ეკონომიკაში

რედაქციისაგან
საიდუმლო არ არის, რომ მთელს მსოფლიოში MBA ყველაზე მოთხოვნადი სამაგისტრო პროგრამაა. ბიზნესი და ეკონომიკა არის წარმართველი სწავლების მეორე საფეხურისათვის. ამიტომ საქართველოში მსგავსი პროგრამების ბუმია, მაგრამ ჯერ ძნელად თუ ვინმემ მოახერხა ამ მიმართულებით სრულყოფილი კურიკულუმების და მოდულების შექმნა. ხშირ შემთხვევაში სილაბუსები არ შეესატყვისება ზოგად დასახელებას და არ უწყობს ხელს სტუდენტის მიერ კონკრეტული ცოდნის და პროფესიული უნარ-ჩვევების მიღებას. ამიტომ დღითი-დღე სულ უფრო დეფიციტური ხდება ბიზნეს-ადმინისტრირებაში პროფესიონალების პოვნა, არადა მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში განათლების რეფორმის ფარგლებში კიდევე ერთი სერიოზული სიახლეა – დასავლეთის სტადარტებზე და ანალოგებზე დაყრდნობით შეიქმნა ადაპტირებული სამაგისტრო პროგრამები ბიზნესსა და ეკონომიკაში. ივლისში აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს დარექტორის რეკომენდაციით ხარისხის მართვის სამსახურთან ერთად სულ 14 პროგრამა შეიქმნა ამ მიმართულებით და გამოცხადდა მიღება. საბუთების შეტანა 3 სექტემბრამდე მოხდება. ამასთან ეს საქართველოში პირველად ყველაზე გამჭვირვალე სქემაა. თუ ვინმეს თვითონ უნდა გაერკვეს, ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.tsu.ge.
ეს საქართველოში ყველაზე პროფესიული სამაგისტრო პროგრამის გავლის ახალი შესაძლებლობაა. ერთი რამ – მისაღები კრიტერია არის ბიზნესში ერთიანი გამოცდების ჩაბარება და უცხოენის ცოდნა ბი – 2 დონეზე.
პროგრამის ხარისხში და სიღრმეში თქვენ თვითონ დარწმუნდებით პროგრამების გაცნობის და სილაბუსების დათვალიერების შემდგომ მითითებულ ვებ-გვერდზე. გამოიყენეთ თქვენი შანსი და გახდით თანამედროვე MBA-ს დიპლომის მქონე სპეციალისტი.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
1. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ლ. ყორღანაშვილი);
2. აგრობიზნესის ადმინისტრირება (ხელმძღვანელი: სრული პროფ. ე. ხარაიშვილი);
3. საერთაშორისო მენეჯმენტი (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ლ. ჩაგელიშვილი);
4. ეკონომიკური პოლიტიკა – პარტნიორი: ბერლინის უნივერსიტეტი (გერმანია) (ხელმძღვანელი: პროფ. რ. გველესიანი);
5. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მ. მარგველაშვილი);
6. შრომისა და მოსახლეობის ეკონომიკა (ხელმძღვანელები: პროფ. მ. ტუხაშვილი, ასოც. პროფ. ჯ. ჯანჯღავა);
7. ფინანსები და საბანკო საქმე (ხელმძღვანელი: პროფ. ი. კოვზანაძე);
8. მარკეტინგი (ხელმძღვანელი: პროფ. ნ. თოდუა);
9. ინფორმაციული მენეჯმენტი (პროგრამის ხელმძღ. სრული პროფესორი მ. მაღრაძე);
10. ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა (ხელმძღვანელი: პროფ. ი. ანანიაშვილი);
11. ბუღალტრული აღრიცხვა (ხელმძღვანელი: პროფ. ე. ხარაბაძე);
12. საერთაშორისო ბიზნესი (ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. თ შენგელია, ასოც. პროფ. გ. ერქომაიშვილი);
13. მაკროეკონომიკა (პროგრამის ხელმძ. სრული პროფესორი ნ. ხადური);
14. ზოგადი მენეჯმენტი (პროგრამის ხელმძ. ასოც. პროფესორი თ. ხომერიკი).

მაგისტრატურაში მიღების წესები
1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება
1.1. სამაგისტრო პროგრამის დაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და უნივერსიტეტის არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე.
1.2. მაგისტრატურაში სწავლება ფასიანია. საფასურის ოდენობა განისაზღვრება თითოეული სასწავლო წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად.
1.3. მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთაგან 10% მიიღებს სრულ საუნივერსიტეტო დაფინანსებას.
1.4. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა წახალისების მიზნით იქმნება მაგისტრატურის სტუდენტთა სტიპენდიის ფონდი.
2. კონკურსზე დაშვება
2.1. თსუ მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან უმაღლესი განათლების მქონე ბაკალავრები და ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები, მაგისტრატურაში მიღების წესების 2.2.2-2.2.3 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
2.2. მაგისტრატურაში სწავლების უფლება აქვს ბაკალავრს და მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს. უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.
2.3. მაგისტრატურის საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები (იხ.4).
2.4. უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სათანადო საკონკურსო ადგილების დასაკავებლად ყველა კონკურსანტი აბარებს ორ საკონკურსო გამოცდას: უცხო ენასა და სპეციალობაში. სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია დამატებით ჩატარდეს ზეპირი გამოცდაც.
3. კონკურსი. ჩარიცხვა
3.1. მაგისტრატურაში ჩარიცხვა წარმოებს კონკურსის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც ტარდება ორი გამოცდა: 1. წერითი გამოცდა სპეციალობაში და 2. გამოცდა უცხო ენაში.
3.2. სპეციალობაში საკონკურსო გამოცდა ტარდება წერითი სახით. საკონკურსო გამოცდის წერითი ნამუშევარი შეფასდება 100-ბალიანი სისტემით.
გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას, ანუ მინიმუმ 61 ქულას.
სპეციალობაში გამოცდას ატარებს საკონკურსო-საფაკულტეტო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.
3.3.
უცხო ენის გამოცდა ჩატარდება გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაში;
უცხო ენაში გამოცდას ატარებს თსუ ენების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.
3.4. მაგისტრატურაში საკონკურსო გამოცდების შედეგების შესაბამისად სამაგისტრო პროგრამაზე დაშვებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან ის კონკურსანტები, რომლებიც გამოცდებში მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს.
3.5. კონკურსანტები, რომლებიც სპეციალობაში მიიღებენ 61 ქულაზე ნაკლებს, მოიხსნებიან კონკურსიდან და არ ჩაირიცხებიან მაგისტრატურაში.
3.6. ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლის სემესტრულ საფასურს იხდიან რეგისტრაციის დროს.
4. საბუთები და მათი მიღება
4.1. მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
1. პირადი განცხადება რექტორის სახელზე, სამაგისტრო პროგრამის მითითებით (ფორმა#69 გაიცემა მიმღებ კომისიაში);
2. უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი შესაბამისი თითო ასლი;
3. მაგისტრატურის კონკურსანტის ანკეტა (ფორმა#39მ გაიცემა მიმღებ კომისიაში);
4. სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3სმ X 4სმ.;
5. მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
6. სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისათვის).
4.2. კონკურსზე დაშვებული კონკურსანტები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ საკონკურსო გამოცდაზე დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კონკურსანტის გამოცდაზე დაშვება არ მოხდება.
5. მისაღები გამოცდების ჩატარების უზრუნველყოფის პროცედურა
5.1. კონკურსის ჩატარების მიზნით იქმნება საფაკულტეტო დარგობრივი კომისია. თითოეული ფაკულტეტი წარმოადგენს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების კომისიის შემადგენლობას, რომელთა საფუძველზეც დგება ერთიანი საუნივერსიტეტო დარგობრივი კომისია. ამ კომიისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
5.2. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება მეთვალყურეთა ჯგუფი.
5.3. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის მიზნით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. საპრეტენზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ან საგამოცდო კომისიის წევრი.
5.4. საგამოცდო კომისიის მუშაობას ზედამხედველობას უწევს სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყვნენ საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიის წევრები.
5.5. მაგისტრატურაში მიღების მსურველთა რეგისტრაციისა და კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს.

სასწავლო დეპარტამენტი შეიმუშავებს შესაბამის ნორმატიულ აქტებს და კონკურსის ჩატარების გრაფიკს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს 2007 წლის 15 სექტემბრამდე.
საბუთების მიღება იწარმოებს 3-12 სექტემბერს.
საბუთების მიღება იწარმოებს თსუ სასწავლო დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილებაში.
მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება 24-28 სექტემბერს.