ულტრაბგერის დადებითი ზეგავლენა მოსავლიანობის ზრდაზე
დავით სიჭინავა
შემუშავებული მაქვს მეცნიერული სიახლე, რომლიც პირველი სიტყვაა მეცნიერებაში, კერძოდ, სოფლის მეურნეობის დარგში. ამ სიახლის რეალიზებისთვის საჭიროა სულ მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება და ისიც მხოლოდ წელიწადის ვეგეტაციურ პერიოდში.
მინდა ვაღიარო, ყოველი შემთხვევისათვის, რომ პირადი შესაძლებლობის ფარგლებში არ ჯდება ექსპერიმენტთან დაკავშირებული როგორც მცირე დანახარჯი, ისევე ორგანიზების არც თუ ისე რთული პროცესი.
სიახლე ასაბუთებს, რომ ულტრაბგერის რხევითი თვისების ზეგავლენა მოსავლიანობის ზრდასთან უშუალო მჭიდრო კავშირია.
ზემოთ თქმული სიახლის პრაქტიკული შემოწმება ხდება მარტივი გზით, თანდართული მარტივი სქემის შესაბამისად, რომელიც ჩემთვის როგორც ფიზიკურად, ისე მატერიალურად სირთულეს წარმოადგენს. სიახლის პრაქტიკაში წარმატება კი მოვლენაა.
ვერ მივაღწიე თანხმობას კომპეტენტურ პირებთან – მათ რაციონალურ მიდგომას ექსპერიმენტის ჩატარების ორგანიზებაში, რაც არა კერძო, არამედ საერთო შრომითი საშუალების შექმნის ახალ წყაროს ითვალისწინებს.
ექსპერიმენტი ითვალისწინებს მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობის – სირენას მიწის ფართობებზე განლაგებას, ჩაირთვება მხოლოდ 30 წუთით და შემდგომ ისევ უბრუნდება მფლობელს. დანახარჯი მცირეა, ამდენად ექსპერიმენტი მარტივია.
სიახლე ეყრდნობა, 1909-1970 წლების ანალიზიდან გამომდინარე, 1953-1958 წლებში გარეფაქტორით მოსავლიანობის ზრდის მაღალი პროცენტის გამოვლინებას, რომელიც ეკონომიკურ შიდა ფაქტორებს ცილდება.
გვესახება ამოცანა, ვეძიოთ რა უცნობ, ჯერ დაუდგენელ ბუნებრივ პროცესებს შეიძლებოდა გამოეწვია მოსავლიანობის გარეფაქტორებით მაღალი პროცენტით ზრდა 195301958 წლებში; რა ბუნებრივ მოვლენებს შეიძლებოდა ჰქონოდა უშუალო კავშირი ამ წლების მოსავლიანობის ზრდასთან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამ კითხვას პასუხობს ერთადერთი, მეცნიერებაში ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ ბუნებაში არსებული უხილავი, რთული შესამჩნევი საიდუმლო, რომელიც ბუნებაშია, მაგრამ თავს იჩენს, ვლინდება მხოლოდ, ადამიანის მიერ ულტრაბგერის მასიური წარმოების შემთხვევაში. მოსავლიანობის გარეფაქტორით ზრდა 1953-1958 წლებში განაპირობა მასიურმა ულტრაბგერის წარმოებამ – 1953 წლის 9 მარტს – ი. ბ. სტალინის დასაფლავების დღეს, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მასიურად ჩაირთო ეგრეთწოდებული სირენა, ხუთი წუთის განმავლობაში.
სირენა კი ულტრაბგერას გამოასხივებს, ულტრაბგერას კი რხევითი თვისება ახასიათებს, რომელიც ვლინდება ატმოსფერული სივრცის ნაწილაკებზე; ატმოსფერულ ნაწილაკებს კი ახასიათებს თვისება გადასცეს თანამიმდევრობით რხევითი ენერგია ყოველი მომდევნო სივრცის ნაწილაკებზე და ა.შ. მთელ სივრცულ ნაწილაკებში ვრცელდება ურთიერთრხევითი ენერგია. სწორედ, ნაწილაკების ამ რხევითმა თვისებამ განაპირობა მოსავლიანობის ზრდა მოცემულ პერიოდში.
ულტრაბგერის რხევითი ამპლიტუდა ინტენსიურია, რაც ჩვენს მტკიცებას ძალას მატებს, ასაბუთებს. ატმოსფერული ნაწილაკების რხევითი ენერგია ვრცელდება მცენარეთა უჯრედების ნაწილაკებზე, უჯრედის ნაწილაკები მოცემულ დროში გადადის რხევით მდგომარეობაში, რაც ხელს უწყობს სუნთქვას, ჟანგბადის უფრო თავისუფლად შეღწევისათვის ნიადაგის შექმნას.
სწორედ ულტრაბგერისა და ატმოსფერული ნაწილაკების ეს რხევითი თვისება ნიადაგს უქმნის მეტწილი ჟანგბადის შემოსვლას მცენარეთა სამყაროს უჯრედოვან ქსელში, უქმნის პირობას მოსავლიანობის ზრდას, რაც მცენარეთა უჯრედების, ნაწილაკების, ნიადაგის, ერთგვარი პროფილაქტიკის შედეგია.
მასიური ულტრაბგერის წარმოება, ულტრაბგერისა და სივრცული ნაწილაკების რხევითი თვისებები, გარეფქტორით მოსავლიანობის ზრდის აღმოჩენა ემთხვევა ჩვენს მტკიცებას: 1953 წლის 9 მარტს წარმოიქმნა მასიური ულტრაბგერა; 1953-1958 წლებში გარეფაქტორით მიღებული მოსავლიანობის მაღალი პროცენტი.
აქ ზეფაქტორია მნიშვნელოვანი წყარო, ყველა ჩამოთვლილი მტკიცებისა.
რას, რომელ ბუნების მოვლენას მივაკუთვნოთ ზეფაქტორის წარმოქმნა, რომელმა ბუნების მოვლენამ ჩასახა ეს ზეფაქტორი, ყოფილა, თუ პირველია მსოფლიო ეკონომიკაში მსგავსი მოვლენა. ამაში უნდა გავერკვეთ და შევიცნოთ, რომ ეს უკვე მოვლენაა, აღმოჩენაა, პირველი სიტყვაა მეცნიერებაში, რომელიც გვაიძულებს ვეძიოთ რამ შვა ზეფაქტორი, დავამტკიცოთ და ჩავაყენოთ იგი ხალხის სამსახურში. მეცნიერებაში მსჯელობის შემთხვევაში მსგავსი მიდგომა რატომღაც არ აღინიშნება, ხშირად გაურბიან რეალობის დადგენას, გაურბიან მთავარს, ზეფაქტორის წარმოშობის დადგენას, თუმცა, ზეფაქტორის არსებობა 1953-1958 წლებში მოცემულ ნაშრომში უკვე დასაბუთებულია.
გარეფაქტორი და ულტრაბგერის თვისება, აი ეს არის მსჯელობის საგანი მოცემულ სიახლეში, რომელსაც წერტილს დაუსვამს ელემენტარული ექსპერიმენტის ჩატარება, რომლითაც სრულდება სიახლის რეალიზაცია მოცემულ ვარიანტში.
სიახლის დანერგვის სპეციფიკა ართულებს ექსპერიმენტის ჩატარებას, ტექნიკის – სირენის დანადგარების გამოყენების გამო, რომელიც ჩვენი წარმოდგენით, სამხედრო არსენალს მიეკუთვნება, თან ამ ტექნიკის გამოყენება, ამუშავება – ხალხში პანიკას იწვევს და ამიტომ ეს საკითხი უნდა იყოს შეთანხმებული სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებთან. აი ეს არის პრობლემა იდეის დანერგვის, იდეის რეალობის დადგენაში. სიახლის რეალობა აქ თეორიულად ახსნილია და პრაქტიკული შემოწმების ეტაპზეა, რომელიც ითხოვს უმნიშვნელო დანახარჯს და კომპეტენტური პიროვნებების ყურადღებას ექსპერიმენტის ჩატარების ორგანიზებაში.
არსებობს მეორე ვარიანტი ულტრაბგერის რხევითი თვისების შესაძლო გამოყენების დასაბუთებაში, რომელიც ატმოსფეროში მასიური, კონცენტრირებული გაზომტვეროვანი ნაწილაკების დაშლას ითვალისწინებს, რომლებისაგანაც აირეკლება დიდი ნაწილი მზის სხივების ენერგია და მცირდება დედამიწაზე შემოსული მზის სხივების რაოდენობა. მასიური, გაზომტვეროვანი კონცენტრაციების დაშლის პირობებში მცირდება მზის ანარეკლი სხივების რაოდენობა და მატულობს დედამიწაზე შემოსული სხივების სიმრავლე, რაც იწვევს ფოტოსინთეზის აღდგენას, გაძლიერებას და მასთან ერთად მიკროორგანიზმის აღდგენას, გამრავლებას, აძლიერებს მათ ქიმიურ გარდაქმნას მინერალად. უხვი ბუნებრივი მინერალი კი მოსავლიანობის ზრდის წყაროა და ზუსტად ამის გამო მივიღეთ 1953-1958 წლებში გარეფაქტორებით მოსავლიანობის ზრდის დიდი პროცენტები.
ულტრაბგერის თვისებების ზეგავლენა სივრცული ნაწილაკების მასიურ კონცენტრაციებზე, მათი დაშლის შესაძლებლობა და მათი დაშლის შემდგომი, ეფექტურობა მზის უხვი სხივების შემოსევით დედამიწაზე, მოსავლიანობის ზრდა დასამტკიცებელია პრაქტიკაში ექსპერიმენტის ჩატარებით, რომელიც ბევრად რთულია პირველ ვარიანტზე, ითხოვს ბევრად რთულ სამუშაო პროცესებს და დიდ კაპიტალდაბანდებას.
უკანასკნელი ართულებს ექსპერიმენტის პროცესს იმის გამო, რომ აუცილებელია ტერიტორიული სიდიდე, რის შედეგადაც არა თუ საკმარისია პირველ ვარიანტში მოცემულ სქემაში 2 კმ2 ფართობის სიდიდე, არამედ საეჭვოა საქართველოს 70 ათასი კმ2 ტერიტორიაც კი. აქ ხელს უშლის მეტწილი მთაგორიანი ტერიტორიაც.
საქმე იმაშია, რომ ატმოსფერული სივრცე, მათ შორის ჭარბი რაოდენობით სხვადასხვა ელემენტებისაგან შემდგარი ნაწილაკები, მასიური მტვეროვანი ნივთიერებების კონცენტრაცია იმყოფება მუდმივ მოძრაობაში, გადაადგილებიდან, ამიტომ, როცა ჩვენ ვგულისხმობთ, ულტრაბგერის ზემოქმედებას ატმოსფეროს მტვეროვანი კონცენტრაციის დაშლას, უნდა ვივარაუდოთ, რომ, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს დაშლილი მტვერიანი ნაწილაკები გადაადგილდეს საექსპერიმენტო ტერიტორიიდან პერიფერიაში და პირიქით, დაუშლელი მტვეროვანი კონცენტრაცია შემოვიდეს საექსპერიმენტო ტერიტორიაზე. აქ ტერიტორიულად დიდ ქვეყნებში ექსპერიმენტის შედეგის ეფექტურობა სივრცული მტვრისა და ნაწილაკების მიგრაციულ პროცესში, სასარგებლო კოეფიციენტი ყოველთვის მეტია დანაკარგებზე. ამიტომ ვთვლით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მეორე ვარაინტის ექსპერიმენტის შემთხვევაში – საუკეთესოა როგორც ტერიტორიული სიდიდით (10 მლნ. კმ2), ისე ორგანიზების მაღალი დონით, როგორც აუცილებელი გარანტია ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რეალობის გამოსავლენად.
ულტრაბგერის გამოყენების შესაძლებლობის სინჯი პირველი ვარიანტით, რა თქმა უნდა, უფრო დადებითია მეორეზე, სირთულის თვალსაზრისით და თან მიგვითითებს, რომ იდეა დამტკიცდა მოცემული ვარიანტით თუ სიახლის რეალობა ვეძიოთ მოცემულ მეორე ვარიანტში. რადგან გარეფაქტორის არსებობა დადგენილია, რა ბუნების მოვლენამ განაპირობა, შვა ზეფაქტორი – დადგენა გარდაუვალია.
შესაძლო ილუზია, რომელიც ყალიბდება მეორე ვარიანტის ექსპერიმენტის ჩატარებისას, რომელიც დიდ დანახარჯს ჩადებასთანაა დაკავშირებული, დრომ თუ მოგვითმინა, რეალური ფაქტის მაჩვენებლები, თანდართული ბოლო ##7 და 8 ცხრილებშია მოცემული, სადაც მკვეთრად გამოიკვეთება – სად დანახარჯი და სად მისი ეფექტი.
ულტრაბგერის მასიური წარმოება 1953 წელს და გარე ფაქტორით მოსავლიანობის მაღალი პროცენტი 1953-1958 წლებში, ემთხვევა ერთი მეორეს. ულტრაბგერის რხევითი თვისება და ატმოსფერული ნაწილაკების თვისება – რხევითი ენერგიის გადაცემა მომდევნო ნაწილაკებზე, რომლის შედეგადაც ყალიბდება სივრცული, გაზმტვეროვანი კონცენტრაციის დაშლის შესაძლებლობა, რის შედეგადაც იცვლება პირობა, მზის სხივების უფრო თავისუფალი შემოჭრა დედამიწაზე, ესეც დასაფიქრებელი დამთხვევაა. შემდგომ, ვეგეტაციურ პერიოდში, როცა მცენარეთა კვირტები იშლება, იღვიძებს მცენარეთა სამყარო ნაწილაკების დიდი რხევითი ამპლიტუდის შედეგად, შემდგომ, მცენარეთა უჯრედებს ექმნებათ ნიადაგი, გარდაქმნის პროდუქტიული პირობა, ნივთიერებათა ფოტოსინთეზის პროცესში. მატულობს მოსავლიანობა. ესეც მთლიანად ემთხვევა გარეფაქტორით მიღებული მოსავლიანობის ზრდის ტექნოლოგიას.
ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულების წყაროები, თანდართული ##1, 2, 3, 4, 5, 6 ცხრილებშია მოცემული. თეორიული მონაცემები, ულტრაბგერის მოსავლიანობაზე ზეგავლენა ეყრდნობა მასიური ულტრაბგერის წარმოებას 9 მარტს 1953 წელს, ხუთი წუთით ამოქმედება – სირენას ჩართვა ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ი. ბ. სტალინის დასაფლავების დღეს; ულტრაბგერისა და ატმოსფერული ნაწილაკების თვისებებს.
მოცემული ნაშრომის პირველი ვარიანტის სასარგებლოდ არსებობს უტყუარი არგუმენტიც. ბგერითი ტალღისა და სივრცული ნაწილაკების რხევადობაში ჩადებული ენერგიის შესაძლებლობა – მოახდინოს ზეგავლენა ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე, დასტურდება ფაქტიური მონაცემებით: აეროდრომზე (კერძოდ ქ. თბილისის), მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული მეფრინველეობის ფაბრიკაში და მეცხოველეობის ფერმაში, ფრინველებმა და ცხოველებმა დაწყდომა-დაცემა განიცადა; ფაბრიკა და ფერმა დაიხურა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა ფიქსირდება თითქმის ნულოვანი დონით, რასაც ადასტურებს, აქ მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკითხული მოსახლეობის 96 %.
რაზე მიგვითითებს უკანასკნელი მონაცემები? როგორც ირკვევა, მივაგენით ბუნებაში არსებულ იმ საიდუმლოს, რასაც ჩვენი კვლევის საგანი ითვალისწინებს, მის უმნიშვნელოვანეს დეტალს – ბგერითი ტალღის ზეგავლენას მცენარეთა სამყაროზე, რაც პირველი სიტყვაა მეცნიერებაში.
აქ ზეგავლენა უარყოფითია, მაგრამ ხომ ზეგავლენის პროცესია: ბგერითი ტალღის სივრცულ ნაწილაკებზე კავშირით, მცენარეთა სამყაროზე, ზემოქმედების ენერგიის არსებობის, უცნობი, ბუნებაში არსებული ძალა ხდება ცნობილი, ჩნდება ახალი სიტყვა მეცნიერებაში, რადგან მსოფლიო მეცნიერებაში არ თქმულა სიტყვა. “დავასხივოთ ბგერითი ტალღა მიწის სავარგულებს და მივიღოთ უხვი მოსავალი”.არ თქმულა ისიც, რომ “ბგერითი ტალღა აყენებს ზიანს, უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობაზე”.
ხაზგასმით აღვნიშნოთ: სიახლეა ბგერათა ტალღის ზემოქმედების (მცენარეთა სამყაროზე) აღმოჩენა; ცხოველთა სამყაროზე – კი, უკვე ცნობილია, როგორც უარყოფითი ზეგავლენა, ეგრეთწოდებული – სტრესფაქტორით; დიდიხანია ცნობილია, ბგერითი ინტენსიური ტალღის უარყოფითი ზეგავლენა ადამიანზე.
უკანასკნელიდან გამომდინარე, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიის მაგალითზე აგებული დასკვნები სიახლეა, ბგერითი ტალღის ზემოქმედების აღმოჩენა მცენარეთა სამყაროზე და არა მეფრინველეობა-მეცხოველეობაზე.
ამავე დროს, აღსანიშნავია, საზოგადოების გაუგებარი მოქმედება, სადაც ვადასტურებთ ბგერითი ტალღის უარყოფითი ზეგავლენის არსებობას ცხოველთა სამყაროზე, როგორც უკვე ცნობილ ფაქტორს, და თან შენდება მეფრინველეობის ფაბრიკაც და მეცხოველეობის ფერმაც; არ არის გამორიცხული “დღესაც” გრძელდებოდეს მშენებლობა მსგავსი დარგის, მსგავს ტერიტორიაზე მსიფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამ თვალსაზრისით, ქ. თბილისის აეროდრომზე მიმდებარე ტერიტორიის შესწავლილი მონაცემები მეცხოველეობის დარგში, როგორც არგუმენტი, მსოფლიოში მსგავსი “ბრმამშენებლობის” გათვითცნობიერებაში მნიშვნელოვანი განძია.
მსოფლიოში, საზოგადოების ყველა კონკრეტული ინდივიდიც – კი მზად არის ახსნას ნებისმიერი ბუნების მოვლენებიც-კი, “ცოდნის ფენომენია”, მაგრამ ხშირად ამას რატომღაც ვერ ვწვდებით და მხოლოდ ამიტომ შესაბამისად ვერ ვითვალისწინებთ მოქმედებაში ობიექტურ კანონზომიერებას, რასაც ადასტურებს თუნდაც, მოცემულ აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ზემოთხსენებულ ობიექტების განლაგება
კვლევითი შედეგი გვიჩვენებს ბგერით ტალღაში არსებულ უტყუარ ენერგიას, მის შესაძლებლობას, ზეგავლენას მცენარეთა სამყაროზე – უარყოფითი შედეგით.
დავუსვათ წერტილი მოცემულ აღმოჩენისას, როგორც ამ მოვლენის მხოლოდ ერთადერთ მავნე თვისებას, თუ ავხსნათ მიზეზი, რატომ მხოლოდ უარყოფითი და არა დადებითი ზეგავლენა ამ ბუნების პროცესში; ცვალებადია თუ უცვლელი რჩება უარყოფითი ზეგავლენა, პირობის ცვალებადობაშიც კი.
თუ ამავე აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი ერთეული დღე-ღამური და წელიწადში ასეული გაფრენა, ჩაინაცვლება, წელიწადში 1-დან 5-მდე გაფრენით, აქ ჩამოყალიბდება საუკეთესო მოსავლიანობის ზრდის პირობა, მივიღოთ, უარყოფითი შედეგის ნაცვლად მაღალ დადებით მაჩვენებელს; რასაც გვიჩვენებს თანდართული ცხრილების მონაცემები. უარყოფითი შედეგი ავხსნათ დღე-ღამური მრავალჯერადი გაფრენით გამოწვეული შედეგით და არა ბგერითი ტალღის დიდი ინტენსიურობით. გაფრენის შემცირება – გადიდებით, ტექნიკური დანადგარების – სირენას ინტერვალების შემჭიდროვება – გაფართოებით რეგულირდება ხელსაყრელი დასხივების განმეორება – გაფრენისა თუ ინტერვალების გადანაცვლებით. აქვე შეუთავსოთ, მსგავსი ხალხური ემპირიული გამოთქმებიც: “მრავალი ჭექა-ქუხილი წელიწადის უხვი მოსავალია”. მრავალჯერ ჭექა-ქუხილი, ხალხის წარმოდგენაში განისაზღვრება, წელიწადში ჩვეული, რეალურად არსებული, ამ ბუნების მოვლენის განმეორებით 5-დან 10-მდე მოვლენით, აეროდრომზე მოცემულ მაგალითზე, ასობით გაფრენასთან განსხვავებით.
ჭექა-ქუხილის ბგერითი ტალღების ინტენსიურობა დიდია, მაგრამ განმეორების პროცესი – მცირეა 5-დან 10-მდე წელიწადში, რაც ჩვენ მტკიცებას ემთხვევა და ჩვენი კვლევის – ბგერითი ტალღის ფიზიკური ბუნების შემადგენელი ნაწილია.
ბუნების გლობალური პროცესების ახსნაში ხელყოფა და აეროდრომზე მიმდებარე ტერიტორიით მათი ახსნა, ჩანაცვლება, შეუთავსებლობის ერთგვარი ილუზიით გვევლინება, მაგრამ ერთის მხრივ, კვლევის საგნის სპეციფიკიდან გამომდიანრე კანონზომიერია და მეორე, ეს მხოლოდ სიახლეში ჩვეული, უცნაურობით ხედვის მომენტია და სინამდვილეში კი, ჩვენი ლოგიკური დასკვნების რეალურად არსებობის ცოცხალ სახეს გვიჩვენებს. ქ. თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული შედეგები, ჩვენი კვლევის საგნის აღმოჩენის მაუწყებელია, ლოგიკური დასკვნები მთლიანად, უშეცდომოდ ემთხვევა ფაქტს. უკანასკნელიდან გამომდინარე, საექსპერიმენტო ფართზე მიღებული მონაცემებისა და ჩვენ დასკვნას შორის გარღვევა – უმსგავსობა გამორიცხულია.
რა თქმა უნდა, უარყოფითი შედეგია მიღებული კვლევის პროცესში და არა დადებითი, მაგრამ არ უნდა შეგვეშალოს – კვლევის საგანი, რაც ითვალისწინებს – არსებობს თუ არა ურთიერთკავშირი, ბგერითი ტალღისა და მცენარეთა სამყაროს შორის – ვასაბუთებთ, რომ არსებობს. აღმოჩენილია ჩვენ იდეაში ჩადებული, ბგერითი ტალღის ბუნებაში არსებული შესაძლებლობა, ძალა, ენერგია, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა მოახდინოს ზეგავლენა მცენარეთა სამყაროზე, მიუხედავად იმისა დადებითია თუ უარყოფითი.
აღნიშნული უარყოფითი ზეგავლენაც დადებითი შედეგია იდეაში. რადგან ულტრაბგერა, თუ მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს, მაშინ აღიკვეთება მისი ხმარება, გამოყენება, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რაც შემდგომ, საზოგადოებას მოუხსნის ზიანს, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს.
აეროდრომის ტერიტორიაზე, ბგერითი რხევადობის უარყოფითი ზეგავლენა, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროზე, გამოწვეულია თვითფრინავების არა მაღალი ბგერითი გამოსხივების ინტენსიურობით (რაც ნიშნავს ბგერითი დიდი ამპლიტუდას ბგერით ტალღაში), არამედ მათი მრავალჯერად გაფრენით. უარყოფითი შედეგი, მხოლოდ მრავალჯერადი გაფრენის შედეგია და არა მისი დიდი რხევითი ამპლიტუდის. 1-დან, რამოდენიმე ერთეული რხევითი დიდი ამპლიტუდა წელიწადში, პირიქით, საუკეთესო დადებითი პირობაა მოსავლიანობის ზრდისათვის.
როგორც ირკვევა, ძლიერმა ამპლიტუდამ გაფრენის სიხშირის გამო დააზიანა მცენარეთა უჯრედები, შეაფერხა ნიადაგისა და მცენართა ურთიერთკავშირი მიუღებელი რხევადობათა მცენარეთა უჯრედოვან ქსელში, განსაკუთრებით, ვეგეტაციურ პერიოდში, როცა იშლება მცენარეთა კვირტები, მუდმივი, დიდი ამპლიტუდით რხევით ნაკადი აღმოჩნდა უარყოფითი, მეფრინველეობაში და მეცხოველეობაში გამოიწვია ეგრეთწოდებული სტრესფაქტორი.
ზემოთხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, დიდი ამპლიტუდის ძალა, ზეგავლენა ცვალებადია, მისი თვისების – ამპლიტუდის, ზეგავლენა მცენარეთა და ცხოველთა სამყაროზე დამოკიდებულია პროცესების, დროს მონაკვეთში განმეორების სიხშირეზე; ბგერის გამომსხივებელი – სირენას რხევითი თვისების ზეგავლენა კი დამოკიდებულია დანადგარების – სირენას ინტერვალების შემცირება – გადიდება – გაფართოებაზე. ეს ნიშნავს, რომ ბგერითი ტალღის ზეგავლენა და შედეგები “დოზირებადია”, რეგულირებადია.
ექსპერიმენტის ჩატარების შემთხვევაში, უარყოფითი შედეგის მიღებაც კი არ არის საგანგაშო, რადგან უკანასკნელი – “დოზირებადია”, რეგულირებადია და პირველ საექსპერიმენტო მიწის მონაკვეთზე, პირიქით, ხელსაყრელია, ტექნიკური დანადგარების – სირენას თავმოყრა, უფრო მჭიდრო ინტერვალით, უარყოფითი ზეგავლენის მიღებით, რაც მიგვითითებს, შემდგომ ინტერვალის გაფართოებაზე, გადიდებაზე (გვიჩვენებს, რომ აქ მჭიდროა ინტერვალი, ამიტომ დიდია ინტენსიურობა, უარყოფითი შედეგი: საჭიროა ინტენსიურობის შემცირება – ინტერვალების გადანაცვლებით, გადიდებით), ინტენსიურობის რეგულირების მიზნით, რათა მივაგნოთ და დავამკვიდროთ ინტენსიურობის ის ოპტიმალური, მაქსიმალური, წერტილი, რომელიც გვიჩვენებს საუკეთესო ეფექტურ ვარიანტს, რაც დაუსვამს წერტილს ბგერითი რხევითი ამპლიტუდის რეგულირების შესაძლებლობის არსებობას, უარყოფითი ზეგავლენის დადებითად გარდაქმნის შესაძლებლობის არსებობის დასაბუთებას.
აეროდრომზე დღე-ღამური, მრავალჯერადი გაფრენის შედეგად, გამოსხვივებული ბგერის მუდმივი რხევადობისაგან განსხვავებით, ჩვენი დასკვნით, ექსპერიმენტის ჩატარება, ეფექტური უნდა იყოს მხოლოდ წელიწადის ვეგეტაციურ პერიოდში – მარტი, აპრილი, მაისი; ყველა კონკრეტულ თვეში – ერთი ექსპერიმენტით; შემდგომ გადაინაცვლება სხვა კონკრეტულ ფართზე არა ნაკლებ 5-კმ-ით დაშორებით, ამით თავიდან ავიცილებთ მოსალოდნელი შეცდომების დაშვებას. რამოდენიმე ექსპერიმენტი ერთ და იმავე ფართზე გზას აგვიბნევს, შეცდომაში შეგვიყვანს – რომელ ექსპერიმენტს მივაკუთვნოთ ესა თუ ის ზეგავლენა, ცვალებადობა, ექსპერიმენტის ჩატარების წელს იჩენს თავს ზეგავლენა თუ მომდევნო წლებში.
ყველა მომდევნო ექსპერიმენტისთვის საჭიროა კონკრეტული ფართი – ეს ექსპერიმენტის ჩატარების აუცილებელი პირობაა. ყველა ექსპერიმენტჩატარებული ფართი უნდა იყოს დაკვირვების ობიექტი 1-დან 5 წლამდე, – მსგავს მოვლენებსაც გვიჩვენებს ზემოთაღნიშნული ცხრილების ანალიზი.
ხაზგასმით აღვნიშნოთ: აუცილებელია, ყველა კონკრეტული ექსპერიმენტი “ფლობდეს” კონკრეტულ ფართს, მასში მხოლოდ ერთი ექსპერიმენტის ჩატარებით, რადგან ჯერ ვერ დაგვიდგენია, ზეგავლენის პროცესების არც დასაწყისისა და რც მისი ხანგრძლივობის პოტენციალური მარაგი.
ულტრაბგერის გამომასხივებელი დანადგარების – სირენას, განლაგების ინტერვალის ოპტიმალური წერტილის დადგენით, დასრულდება რთული საექსპერიმენტო პროცესი; მზა ტექნოლოგია მოცემული ვარიანტით იმოქმედებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში; რთული საექსპერიმენტო პროცესი ჩაინაცვლება მარტივი ტექნოლოგიით, მისი პრაქტიკული გამოყენების მიზნით. აქამდე შრომატევადი მეურნეობა ჩაინაცვლება შრომისმაღალი პროდუქტიულობით.
თუ პირველმა ვარიანტმა ვერ დაამტკიცა, დაასაბუთებს მეორე; თუ მეორე ვარიანტის ექსპერიმენტის ჩატარება ვერ გადაწყვიტა დღევანდელმა ქართველმა ინტელიგენციამ, გადაწყვეტს მომავალი ინტელეგენცია, რათა დაამტკიცონ, რომ მოცემული მტკიცებულება მიეკუთვნება ქართველს და არა ვინმე სხვა ერს, სხვა ქვეყანას, რაც მოსალოდნელია.
საჭირო დროს მოცემული ნაშრომი გამოდგება რეალური ავტორის დასადგენად.
მოცემულ სქემაში მჭიდრო ინტერვალი საექსპერიმენტო მომენტია, თუ სიახლე დამტკიცდა, დანერგვის პროცესში, მოცემული ინტერვალი გადაინაცვლებს, გადიდდება ასჯერ, 1953 წლის 9 მარტის მაგალითზე. ეს ნაშრომი რეგისტრირებულია საქპატენტში და მაქვს საავტორო უფლება.