ქართული ჩაის ფესტივალი

რედაქციისაგან

27 ოქტომბერს საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბაზისბანკის მხადაჭერით ბამბის რიგში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა. აქციის მიზანი იყო ქართული ჩაის პროდუქტისა და ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა და წახალისება.
მეჩაიეობისა და ქართული ჩაის წარმოების განვითარების მიზნით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია მეჩაიეობის განვითარების კონცეფციის პროექტი, რომელიც განხილვის პროცესშია.

ისეთი უნიკალური თვისებების გამო, როგორიცაა დაბალტენიანობა და ეკოლოგიურობა, ქართულ ჩაის საერთაშორისო და შიდა ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი აქვს, საქართველოში არსებული ბუნებრივი პირობების გამო ქართული ჩაი პესტიციდებისგან თავისუფალია.
უნიკალური თვისებებით გამოირჩევა ქართული მწვანე ჩაიც, რომელიც სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენება: მედიცინაში მას საჭმლის მომნელებელი ორგანოების გასაწმენდად, ონკოლოგიური დაავადებებისა და ჰიპერტონიის პროფილაქტიკისათვის იყენებენ.
ამიტომ ქართულ ჩაიზე კვლავ არსებობს მოთხოვნა შუა აზიის ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულმა ჩაიმ შიდა ბაზარზე პოზიციები ვერ შეინარჩუნა და მისი ჩანაცვლება ხშირად გაურკვეველი წარმოშობის ჩაით ხდება.