კენკროვნების მწარმოებელთა პირველი კონფერენცია საქართველოში

რედაქციისაგან

კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა ასოციაცია USAID/AgVANTAGE-ის თანადგომით მოეწყო პირველი ეროვნული კონფერენცია, რომელიც საქართველოში კენკროვანი კულტურების წარმოებას მიეძღვნა. კონფერენციას ესწრებოდნენ აშშ-დან მოწვეული ექსპერტები და მკვლევარები, აგრეთვე ადგილობრივი ფერმერები, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე განიხილეს საქართველოში კენკროვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობები.

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო, ფერმერებისთვის მიეწოდებინა კვალიფიცირებული ინფორმაცია კენკროვანი კულტურების წარმოების შესახებ, ხელი შეუწყოს ამ სექტორის განვითარებას საქართველოში და სტიმული მისცეს დაინტერესებული პირების კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა ასოციაციაში გასაწევრიანებლად. პროექტ “ეგვენთიჯის” გამოცდილებით ძლიერი ასოციაციის არსებობა, რომელიც აერთიანებს კენკროვანი კულტურების მწარმოებელ ფერმერებს და შესაბამისი სექტორების სხვა წარმომადგენლებს, ხელს შეუწყობს კენკროვნების წარმოების მდგრად განვითარებას საქართველოში.
კენკროვნების წარმოება მსოფლიოში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე კენკრაზე მოთხოვნილება აჭარბებს მის წარმოებას. კენკრის წარმოება მოითხოვს დიდ შრომას და გამოირჩევა მაღალი ღირებულებით. მცირე ნაკვეთის მქონე ფერმერებისთვის კენკრის წარმოება საკმაოდ მომგებიანია და ქართული აგრო-ბიზნესის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, რაც ითვალისწინებს ქართული სოფლის-მეურნეობის დივერსიფიკაციას და ფერმერების შემოსავლის გაზრდას.
მეტად საინტერესოა ახალი კენკროვანი კულტურა – ლურჯი მოცვი. ამ კულტურის წარმოება უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს ქართველ ფერმერებს. დასავლეთ საქართველოში, ეკონომიკური კრიზისის შედეგად 27000 ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაციები სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. საჭირო ნიადაგური პირობები მოცვის და ჩაის წარმოებისთვის იდენტურია. პროექტ “ეგვენთიჯის” მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ სრული მსხმოიარობის პირობებში ქართული მოცვის წარმოებით მიღებულმა შემოსავალმა ერთ ჰექტარზე შეიძლება 8,000 აშშ დოლარს გადააჭარბოს.
გასული სამი წლის განმავლობაში, პროექტ “ეგვენთიჯის” კენკროვანი კულტურების ინიციატივის ფარგლებში კასპის, ქუთაისის, ახალციხის, სენაკის, ოზურგეთისა და გურჯაანის რაიონებში საცდელად დაირგო ჟოლოს, მაყვლის, მოცხარის, ხურტკმელის, ლურჯი მოცვის პერსპექტიული ჯიშები. წარმოებისა და მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა/დანერგვის მიზნით გაშენდა ორი სადემონსტრაციო ბაღი. გარდა ამისა, განახლდა ორი სანერგე, სადაც დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ კენკროვანი კულტურების სარგავი მასალა. სენაკის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის სტუდენტებისთვის უახლოეს მომავალში შემუშავდება ლურჯი მოცვის მოყვანის სასწავლო პროგრამა.
2007 წლის დასაწყისში, “ეგვენთიჯის” კენკროვანი კულტურების წარმოების ინიციატივის გარშემო გაერთიანებულმა ფერმერებმა და კომპანიებმა ჩამოაყალიბეს ქართული კენკროვნების მწარმოებელთა ასოციაცია. ასოციაციის შექმნის მთავარ მიზანია კენკროვანი კულტურების მწარმოებელ ფერმერთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, კვლევების დაფინანსება, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და საქართველოში ამ სექტორის განვითარების ხელშეწყობა. მოქმედი ასოციაციის არსებობა თავის წვლილს შეიტანს კენკრის წარმოების განვითარების სფეროში.
საქართველოში USAID-ის საქმიანობის შესახებ: ბოლო 15 წლის მანძილზე ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 800 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში – ყოველწლიურად 44 მილიონი აშშ დოლარის 20-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. აღნიშნული პროექტების მიზანია საქართველოს დახმარება თავისუფალი და წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. პროექტები ითვალისწინებს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასავითარებლად, განათლებისა და ჯანდაცვის სექტორების გასაუმჯობესებლად. USAIDუზრუნველყოფს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://georgia.usaid.gov.