შეგიძლიათ თუ არა რისკის გაწევა
რედაქციისაგან
ბიზნესი ნაწილობრივ აზარტულ თამაშს წააგავს, ამიტომ მეტ წარმატებას აღწევს ის მეწარმე, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გაითვალოს ან ინტუიციით განსაზღვროს რისკის ხარისხი და მოსალოდნელი წარუმატებლობის მიუხედავად, გამართლებულ რისკზე წავიდეს. ამერიკული სტანდარტებით, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფა – რისკიანები და შედარებით ფრთხილები, რომლებიც გადაწყვეტილებას მხოლოდ მინიმალური რისკის შანსებით იღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ადამიანთა რომელ კატეგორიას განეკუთვნებით თქვენ.
მოცემული ტესტი პირველ რიგში ეხება სახსრების სხვადასხვა პროექტებსა და ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასთან დაკავშირებულ რისკს. მონიშნეთ პასუხის თქვენთვის სასურველი ვარიანტი.
I. თქვენ ხართ სატელევიზიო შოუ-გათამაშების გამარჯვებული. რომელ პრიზს აირჩევდით?
1. 2 ათას დოლარს ნაღდი ანგარიშწორებით (1 ქულა);
2. შემდეგში 4 ათასი დოლარის მოგების 50%-იან შანსს (3 ქულა);
3. 10 ათასი დოლარის მოგების 20%-იან შანსს (5 ქულა);
4. 100 ათასი დოლარის მოგების 2%-იან შანსს (9 ქულა).
II. თქვენ კაზინოში 500 დოლარი წააგეთ. რამდენს დადებდით ფსონს, რომ ამოგეღოთ თქვენი 500 დოლარი?
1. 500 დოლარზე მეტს (8 ქულა);
2. 500 დოლარს (6 ქულა);
3. 250 დოლარს (4 ქულა);
4. 100 დოლარს (2 ქულა);
5. არაფერს – თქვენ შეეგუეთ წაგებას (1 ქულა).
III. თქვენს მიერ აქციების შეძენის ერთი თვის თავზე მათი კურსი მოულოდნელად 15%-ით გაიზარდა. რას გააკეთებთ თქვენ?
1. შევინახავ ამ აქციებს დამატებითი ყიდვისა და გაყიდვის გარეშე (3 ქულა);
2. გავყიდი მათ და მივიღებ მოგებას (1 ქულა);
3. კიდევ ვიყიდი ასეთ აქციას, იქნებ მისი ფასი ისევ გაიზარდოს (4 ქულა).
IV. თქვენს მიერ აქციების შეძენის ერთი თვის თავზე მათი კურსი მოულოდნელად დავარდა, მაგრამ იმ კორპორაციის მაჩვენებელი, რომელთა აქციებიც თქვენ შეიძინეთ, საკმაოდ დამაჯერებელია. რას მოიმოქმედებთ?
1. კიდევ ვიყიდი, თუ ეს აქციები მიმზიდველია ძველი ფასითაც, შედარებით ნაკლები ფასის შემთხვევაში ისინი უფრო მომგებიანი ხდება (4 ქულა);
2. მხოლოდ ეს აქციები მექნება და დაველოდები უფრო მაღალ ფასს (3 ქულა);
3. გავყიდი მათ ზარალის თავიდან ასაცილებლად (1 ქულა);
V. თქვენ ახლახან გახსნილი კომპანიის წამყვანი სპეციალისტი ხართ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი წლიური პრემიის მიღების ორი ხერხი. რომელ მათგანს აირჩევდით?
1. 1500 დოლარი ნაღდი ანგარიშწორებით (1 ქულა);
2. ნაღდი ფულის ნაცვლად ავიღებ ოპციონს (დოკუმენტს), რომელიც პრემიის სახით 150 ათასი დოლარის ღირებულების კომპანიის აქციების შეძენის შესაძლებლობას მომცემს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მომავალ წელსაც წარმატებული იქნება. მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აქციები მე ვერანაირ მოგებას ვერ მომიტანს.
რაც მეტი ქულა მოაგროვეთ, მით მეტია თქვენი რისკისადმი მიდრეკილება.