ICC – ბიზნესის საერთაშორისო რეგულირება
მარი ნადიბაიძე, თსუ III კურსის სტუდენტი, მარიამ გრიგალავა, თსუ III კურსის სტუდენტი, მაკა მაღლაკელიძე, თსუ III კურსის სტუდენტი
საერთაშორისო სავაჭრო პალატა – ICC უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბიზნესის განვითარებაში საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის გზით. ICC ცდილობს ხელსაყრელი პირობები შექმნას საბაზრო ეკონომიკაში თავისუფალი ვაჭრობის განვითარებისათვის, ბიზნესის თვითრეგულირებისათვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მისი საქმიანობის მიზანია საქონლისა და მომსახურებისათვის ღია ბაზრების შექმნა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC – International Chamber of Commerce) დაარსდა 1919 წელს პარიზში. თავდაპირველად ICC-ის შემადგენლობაში შედიოდა ბელგიის, საფრანგეთის იტალიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს კერძო სექტორები, შემდეგ კი მას შეუერთდა 130 ქვეყნის ათასობით ბიზნეს ორგანიზაცია და ასოციაცია. ICC-ის პირველი ხელმძღვანელი იყო საფრანგეთის ვაჭრობის ყოფილი მინისტრი ეტიენ კლემენტელი.
ICC-ის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კომერციული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიზნით 1980-იან წლებში მან ლონდონში დააარსა სამი ორგანო:
1. საერთაშორისო საზღვაო ბიურო, რომელიც წყვეტს საზღვაო კრიმინალთან დაკავშირებულ საკითხებს;
2. გაყალბების გამომვლენელი ბიურო;
3. ფინანსური გამოძიების ბიურო.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა ცნობილია, როგორც საერთშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს დამფუძნებელი პარიზში. საარბიტრაჟო სასამართლო ემსახურება ბიზნესში დავების მოგვარებას მსოფლიო მასშტაბით. 1923 წლიდან მან განიხილა 1400-მდე შემთხვევა. მარტო 2004 წელს დაფიქსირდა 561 არბიტრაჟის მოთხოვნა. იგი ყველაზე გავლენიანი საარბიტრაჟო ორგანოა მსოფლიოში.
ICC არის მსოფლიოს ლიდერი საერთაშორისო ვაჭრობის წესებისა და სტანდარტების დაწესებაში, რომელსაც იყენებს ბიზნესის ყველა სექტორი ტრანზაქციების განხორციელების დროს. მას საავტორო უფლებები აქვს საერთაშორისო ვაჭრობის ინსტრუმენტების – ინკოტერმსისა და UCP 600-ის შექმნაზე.
ინკოტერმსი საერთაშორისო კომერციული ტერმინების ერთობლიობაა, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო გაყიდვების დროს მსოფლიო მასშტაბით. იგი აადვილებს ვაჭრობას სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ინკოტერმსი შეიქმნა 1936 წელს. მისი ოფიციალური ვერსია ინგლისურ ენაზეა და დამოწმებულია საერთაშორისო ვაჭრობის კანონების შესახებ გაეროს კომისიის მიერ (UNCITRAL). მისი თარგმნა ნებადართულია 31 ენაზე ICC-ის ეროვნული კომიტეტების მიერ.
ინკოტერმსის საშუალებით ერთმანეთისაგან განასხვავებენ გადაზიდვების ხარჯებსა და პასუხისმგებლობას მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. ინკოტერმსი წყვეტს გამყიდველიდან მყიდველამდე საქონლის მიტანასთან დაკავშირებულ საკითხებს. იგი, როგორც წესი, გამოიყენება საერთაშორისო ტრანზაქციების დროს და არა ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში.
ინკოტერმსი დაყოფილია 4 საბაზო კატეგორიად:
კატეგორია, რომელიც მოიცავს EXW, გულისხმობს მყიდველისათვის საქონლის გადაცემას უშუალოდ გამყიდველის შენობაში. ამ შემთხვევაში მყიდველი იხდის ტრანსპორტირების ხარჯებს და საკუთარ თავზე იღებს ყოველგვარ რისკს, რაც საჭიროა პროდუქტის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისატანად.
კატეგორიაში შედის FCA, FAS, FOB.
CA გულისხმობს თავისუფალ ჩატვირთვას ანუ გამყიდველის მიერ საქონლის მიტანას მყიდველის მიერ დანიშნულ ადგილზე. ეს არის ადგილი, სადაც რისკი და ტრანსპორტირების ხარჯები გამყიდველიდან გადადის კლიენტზე. ეს ინკოტერმსი გამოიყენება ყველა ტიპის ტრანსპორტთან დაკავშირებით.
S გულისხმობს დასახელებულ პორტში პროდუქტის ჩატვირთვას გემზე. ამ შემთხვევაში გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების ხარჯებს პროდუქტის პორტში მიტანამდე. მყიდველი კი ვალდებულია გადაიხადოს დაფრახტულ გემზე საქონლის ჩატვირთვის ხარჯები, დაზღვევისა და ტრანსპორტირების ხარჯები, რაც აუცილებელია პროდუქციის მის კომპანიაში მიტანამდე.
OB კლასიკური საზღვაო ვაჭრობის ტერმინია და გულისხმობს, რომ მყიდველი ტვირთავს საქონელს კლიენტის მიერ დასახელებულ გემზე. ამ შემთხვევაში გამყიდველი პასუხიმგებელია საქონელზე მანამ, სანამ იგი გადავა მყიდველის საკუთრებაში, ხოლო თუ საქონელი ბარდება ტერმინალში გემის ჩამოსვლამდე, ეს ტარმინი არ გამოიყენება, რადგან გამყიდველი ვეღარ აკონტროლებს ტვირთს და არ რისკავს.
C კატეგორია მოიცავს: CTR, CIF, CPT, CIP.
ამ დროს გამყიდველმა გარიგება უნდა დადოს სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგრამ იგი თავის თავზე არ იღებს საქონელთან დაკავშირებულ რისკს და დამატემით ხარჯებს. CIF და CIP შემთხვევაში გამყიდველმა დამატემით უნდა უზრუნველყოს დაზღვევა და მისი ხარჯები.
D კატეგორია მოიცავს: DAF; DES; DEQ; DDU; DDP.
D კატეგორიის შემთხვევაში გამყიდველი იღებს უმეტეს რისკს და ხარჯს, რომელიც საჭიროა საქონლის დანიშნულების ადგილზე ჩასატანად.
UCP არის საერთაშორისო ანგარიშსწორების უნიფიცირებული წესები, რომელსაც იღებს საერთაშორისო სავაჭრო პალატა. საერთაშორისო ხასიათის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განხორციელების პროცესში იდება მრავალი ხელშეკრულება. საერთაშორისო გარიგებებში მონაწილე მხარეები კი ზოგჯერ არ არიან გათვიცნობიერებული იმ თავისებურებებში, რაც ახასიათებს უცხო ქვეყნის სავაჭრო პრაქტიკას. ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობები და საარბიტრაჟო გარჩევები. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება უნიფიცირებული წესები, რომელიც მოიცავს იმ ტერმინებს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება საერთაშორისო სავაჭრო და ანგარიშსწორებით პრაქტიკაში. ოპერაციის მონაწილე მხარეები თავიდანვე ხელშეკრულებაში განსაზღვრავენ კონკრეტულად უნაღდო ანგარიშსწორების რა ფორმით განხორციელდება გარიგება. ყველაზე ხშირად კი, როგორც წესი, აკრედიტივი გამოიყენება.
წლების მანძილზე კომერციული გარიგების მონაწილეებმა, განსაკუთრებით კი ბანკებმა განავითარეს საერთაშორისო ფინანსურ ვაჭრობაში აკრედიტივის გამოყენების მეთოდები და ტექნოლოგიები. ყოველივე ამას კი სტანდარტული სახე მისცა საერთაშორისო სავაჭრო პალატამ, რომელმაც 1933 წელს გამოაქვეყნა UCP500. UCP 500-ის დანამატი, რომელიც ცნობილია eUCP 500-ის სახელწოდებით, მიიღეს 2002 წელს ელექტრონულ და ნაწილობრივ ელექტრონულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ეს წესები გამოიყენებოდა მთელს მსოფლიოში აკრედიტივით ანგარიშსწორების დროს ბანკებს, იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს შორის. ბოლო 15 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა საერთაშორისო სავალუტო ურთიერთობებსა და ვაჭრობაში, ამიტომაც საერთაშორისო სავაჭრო პალატამ შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც გადაამუშავა ადრე მოქმედი წესები და შექმნა ახალი ვარიანტიUCP600, რომელიც დაამტკიცა ICC-ის საბანკო კომისიამ 2006 წლის 25 ოქტომბერს პარიზში, ხოლო ოფიციალურად ძალაში შევიდა 2007 წლის 1 ივლისს. UCP600-ით სარგებლობენ 175-ზე მეტი ქვეყნის ბანკი და კომერციული გარიგების მონაწილე.
ICC თავისი საქმიანობის პროცესში იყენებს ასევე გარანტიების მოთხოვნის უნუფიცირებულ წესებს, რომელიც მიიღეს 1991 წელს. მისი მიზანია აპლიკანტს, ბენეფიციარს და თავდებს შორის ინტერესთა კონფლიქტის დაბალანსება. ეს წესები გამოიყენება, როგორც სტანდარტული მოდელი მსოფლიო საგარანტიო პრაქტიკაში.
ამდენად, ICC-ის მიერ შემოღებული კანონები თუ სტანდარტები, უნივერსალურად ერგება ოპერაციებს, რომლებიც ყოველდღიურად სრულდება მსოფლიო ბიზნეს სივრცეში.
ICC აერთიანებს ათასობით სხვადასხვა ზომის კომპანიას მსოფლიოს 130 ქვეყნიდან. ეს კომპანიები წარმოადგენენ სხვადასხვა ბიზნესსექტორებს. ICC-ის პირდაპირი წევრები იყოფა ორ კატეგორიად, მათი წლიური შენატანების მიხედვით:
1. ადგილობრივი წევრები, რომელშიც შედის ადგილობრივი სავაჭრო პალატა და ადგილობრივი კომპანიები იხდიან 1500 ევროს წელიწადში.
2. ეროვნული წევრები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო პალატებს, სავაჭრო ასოციაციებს, ბიზნეს ორგანიზაციებს, ასევე კომპანიებს, რომელთაც უკავიათ დომინირებული ადგილი როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის მასშტაბით, იხდიან 3000 ევროს წელიწადში.
ICC-ის წევრობით ორგანიზაციები ზრდიან თავიანთ გავლენას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ბიზნეს და სავაჭრო ასოციაციებს შეუძლიათ გახდნენ ICC-ის წევრები და საკონსულოსგან მიიღონ ეროვნული კომიტეტის შექმნის უფლება, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. ორგანიზაციები, რომელთაც სურთ მიიღონ ეს სტატუსი, უნდა წარმოადგენდნენ მათ ქვეყანაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძალას. თავის მხრივ, ეს ქვეყნებიც უნდა იცავდნენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
2. ამ ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ რეგულარული და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ICC-ის მუშაობაში.
ICC-საქართველო
2008 წლის თებერვლის დასაწყისში საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატა ახალი ფორმატით დაარსდა.ICC-საქართველო წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნულ კომიტეტს. მისი ინაუგურაცია გაიმართა 2008 წლის 1 მაისს “თბილისი-მარიოტში”, რომელსაც დაესწრნენ წამყვანი ბიზნესმენები, ხელისუფლების ლიდერები და უცხოელი დიპლომატები.
ორგანიზაცია შეიქმნა საქართველოს სავაჭრო პალატისა და საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის მხარდაჭერით. იგი საშუალებას მისცემს საქართველოს სახელი დაიმკვიდროს საერთაშორისო არენაზე და დაარწმუნოს ინვესტორები, რომ საკუთარი კაპიტალი სწორედ ამ ქვეყნაში დააბანდონ.
ICC-საქართველო შემდეგი ძირითადი მიმართულებებით მუშაობს:
1. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რადგან კარგად განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობა ქვეყანის მყარი ეკონომიკის შექმნის აუცილებელი პირობაა;
2. ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება;
3. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს დაარსება, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ადგილი უკავია საერთაშორისო ბიზნეს დავების მოგვარების საკითხში. ამჟამად ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს საქართველოში დაარსებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო სავაჭრო პალატამ საქართველოში აქტიურად მუშაობა 3 თვის წინ დაიწყო და გამართა მრავალი შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებსა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ეს ორგანიზაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესებში, რაც ბიზნესის საკეთილდღეიოდ იქნება მიმართული. ICC-ის წევრობა კომპანიებს საშუალებას მისცემს ერთის მხრივ, დიდი წვლილი შეიტანონ ICC-საქართველოს ორგანიზაციის ზრდასა და განვითარებაში და მეორე მხრივ, ისარგებლონ მნიშვნელოვანი უპირატესობებით.
ICC-საქართველოს წევრები ბიზნესის სხვადასხვა სექტორს წარმოადგენენ, კერძოდ: საკონსულტაციო, მენეჯმენტის, ღვინის ბიზნესის, საბანკო სექტორის და სხვა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნულ კომიტეტში გაწევრიანება შეუძლა ყველა კომპანიას და ბიზნესორგანიზაციას, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს. წევრობის მსურველებმა უნდა შეავსონ წევრობის სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც განიხილავს და ამტკიცებს დირექტორთა საბჭო. წევრობის წლიური გადასახადია 1600 ლარი. ICC-საქართველოში გაერთიანებისას ორგანიზაციები ავტომატურად უერთდებიან ICC – მსოფლიო ბიზნეს ორგანიზაციას.
ICC-საქართველოს დამფუძნებელი წევრები არიან:
ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაცია (საქართველოს ოფისმა მუშაობა 2005 წელს დაიწყო);
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია;
საფრანგეთის ბიზნეს საკონსულო (FBC);
საქართველოს სავაჭრო პალატა;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია;
საქართველოს ბანკების ასოციაცია;
დამფუძნებლების გარდა ICC-საქართველოს ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა:
აგროსამრეწველო ჰოლდინგი;
ბანკი რესპუბლიკა;
BGI საქართველოს საკონსულტაციო მომსახურების ჯგუფი;
Booz Allen Hamilon – Georgia
Capital Vostok
ჩarre Aviation Georgia Ltd.
კოკა-კოლა
CoolZone
DLA Piper
Ernst & Young
Hotel Betsy’s
HSB Bank Georgia JSC
Multiplex Solutions
ნიკორა
McDonalds Georgia
Tav Urban Georgia LLC
თელიანი ველი
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ძირითადი მისიაა კომერციული და საინვესტიციო საქმიანობის პრომოუშენი; იგი ეხმარება ბიზნეს კორპორაციებს დაძლიონ პრობლემები მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს კომიტეტის მმართველ ორგანოს წარმოადგენს დირექტორთა საბჭო, რომელიც შვიდი წამყვანი ბიზნეს-ორგანიზაციისაგან შედგება. საბჭო აერთიანებს კერძო სექტორის წარმომადგნელ ორგანიზაციებს, რომელთაც საშუალება ეძლევათ ჩაერთონ ICC-ის საერთაშორისო კომისიების მუშაობაში. საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს ფადი ასლი.
2008 წლის 19 მარტს ICC-საქართველოს ეროვნული კომიტეტის დირექტორთა საბჭოს ორი ახალი წევრი – საქართველოს ბანკების ასოციაცია და საფრანგეთის ბიზნესსაბჭო შეუერთდა. საქართველოს ბანკების ასოციაციის მთავარ მისიას ბანკების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა წარმოადგენს. საფრანგეთის ბიზნესსაბჭო კი ხელს უწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას კომერციული და საინვესტიციო საქმიანობის გაფართოების გზით.
ICC-საქართველოს ფარგლებში ფუნქციონირებს კომისიები, რომლებსაც სათავეში დირექტორთა საბჭოს წევრი პროფესიული ორგანიზაციები უდგანან.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს კომიტეტი შედგება შემდეგი კომისიებისგან: საარბიტრაჟო კომისია; კომერციული კანონისა და პრაქტიკული პროცედურების კომისია; საბანკო კომისია; ფინანსური მომსახურებისა და დაზღვევის კომისია; ვაჭრობისა და ინვესტიციების კომისია; ბიზნესისა და საზოგადოების კომისია; ანტიკორუფციული კომისია, რომელიც შეიქმნა 2001 წელს; საგადასახადო საკითხებზე მომუშავე კომისია. აღნიშნული კომისიების საშუალებით, კერძო სექტორის წარმომადგენელებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სტრატეგიული დაგეგმვის პროცესებში მსოფლიო მასშტაბით.