2 აპრილის ლონდონური სერობის საიდუმლოებები

მოამზადა ნატალია ბიკაშვილმა

მსოფლიო კრიზისს ბოლო არ უჩანს. მეტიც, მიუხედავად ბიზნესისთვის მილიარდობით გაწეული დახმარებისა, სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიები საზეიმოდ კოტრდებიან. 2 აპრილს 20 წამყვანი ეკონომიკის ქვეყანა იკრიბება ლონდონში და კიდევ ერთხელ განიხილავს საკითხს – დარჩება თუ არა ამერიკა ერთპიროვნულ ლიდერად მსოფლიო ბაზარზე, იქნება თუ არა დოლარი ისევ სარეზერვო ვალუტა, სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს მისცემენ თუ არა პოლიციურ ფუნქციებს, მათ მმართველობაში გაძლიერდება თუ არა აზიური ზეგავლენა.

აშკარაა ევროპის სურვილი (ინგლისის გარდა), ჩინეთთან ერთად, ზეგავლენა მოახდინოს ამერიკაზე, რათა მან პოზიციები დათმოს. ჩინეთისა და სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი განცხადებები ახალი სარეზერვო ვალუტის შექმნაზე მხოლოდ ამ ზეწოლას ემსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე მხარემ კარგად იცის, რომ მსოფლიო მზად არ არის ჩამოაბრძანოს დოლარი ტახტიდან. რისთვის იკრიბებიან 2 აპრილს? რომ მოხაზონ მომავალი მსოფლიოს ფინანსური წესრიგის ჩარჩოები? ჯერ არა, არც ამისთვის არიან მზად. ჯერ მხოლოდ ძალებს სინჯავენ.
2008 წლის ოქტომბრიდან, 2009 წლის თებერვლამდე ბიუჯეტის დეფიციტმა, აშშ-ში 765 მლრდ. დოლარი შეადგინა. ფინანსათა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვალში ბიუჯეტის დეფიციტმა 192,8 მლრდ. დოლარი შეადგინა.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის იანვარში საბითუმო ვაჭრობის საწყობებში სასაქონლო მარაგის მოცულობა, 2008 წლის დეკემბერთან შედარებით, სეზონური მერყეობის გათვალისწინებით, 0,7%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 1%-ით კლებას ვარაუდობდნენ. წლიური გამოთვლებით, მიმდინარე წლის იანვარში საბითუმო ვაჭრობის საწყობებში საქონლის მარაგის მოცულობა 1%-ით გაიზარდა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 1,5%-ით შემცირდა.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2009 წლის თებერვალში იანვართან შედარებით საცალო გაყიდვების მოცულობა 0,1%-ით შემცირდა და 346,81 მლრდ. დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,5%-ით შემცირდებოდა. წლიური გამოთვლებით, 2009 წლის თებერვალში საცალო გაყიდვები 8,6%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ამ მაჩვენებლების შემცირებაზე აღნიშნულ თვეს, ავტომობილებისა და მათი სათადარიგო ნაწილების, ასევე საკვები პროდუქტების გაყიდვების მოცულობის შემცირებამ მოახდინა. იმავდროულად გაიზარდა ბენზინისა და ტანსაცმლის გაყიდვების მაჩვენებელი. თუ არ ჩავთვლით ავტომობილების გაყიდვებს, მაშინ საცალო გაყიდვების მოცულობა თვიური გამოთვლების მიხედვით 0,7%-ით გაიზარდა, წლიური გამოთვლებით კი – 5%-ით შემცირდა, იანვარში საცალო გაყიდვების მოცულობა გაიზარდა 1,8%-ით და არა 1,0%-ით, როგორც მანამდე იყო გამოცხადებული.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2009 წლის იანვარში, 2008 წლის დეკემბერთან შედარებით, წარმოებული საქონლის, მაკომპლექტებელი პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატების მარაგი აშშ-ს საწყობებში 1,1%-ით შემცირდა. 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ანალიტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელი იყო ამ მაჩვენებლის შემცირება 1%-ით. ამერიკული საწარმოების გაყიდვები 2009 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 1%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით შემცირდა.
აშშ-ს შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2009 წლის თებერვალში იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურეობაზე ფასები 0,2%-ით დავარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 0,8%-ით კლებას ვარაუდობდნენ. 2009 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით აშშ-ში იმპორტის ფასები 1,1%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ექსპორტის ფასები 0,1%-ით დაეცა. 2009 წლის იანვარში ფასების ზრდამ ექსპორტირებულ საქონელსა და მომსახურეობაზე 0,5 % შეადგინა.
ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, 2009 წლის იანვარში აშშ-ს სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2008 წლის დეკემბერთან შედარებით 9,7%-ით შემცირდა და 36,03 მლრდ. დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდებნენ, რომ მიმდინარე წლის სავაჭრო ბალანსის სალდოს დეფიციტი 38,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2009 წლის იანვარში, აშშ-ში იმპორტის მოცულობამ 160,94 მილიარდი დოლარი შეადგინა, ექსპორტმა – 124,91 მილიარდი დოლარი. გადამოწმებული მონაცემების თანახმად, 2008 წლის დეკემბერში სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ 39,90 მლრდ. დოლარი შეადგინა.
აშშ-ს შრომის სამინისტროს მონაცემებით, მარტის პირველი კვირის შედეგებით, უმუშევართა პირველადი დარხმარებისთვის მიმართვების რაოდენობა წინა კვირისგან განსხვავებით 9 ათასით გაიზარდა და 654 ათასი შეადგინა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ამ მონაცემებს 645 ათასი უნდა შეედგინა. თებერვლის ბოლო კვირის შედეგებით, უმუშევართა პირველადი დარხმარებისთვის მიმართვების რაოდენობა 645 ათასი იყო. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ შტატები კვლავ რჩება მსოფლიო ლიდერ ეკონომიკად და ობამას ნობელიანტი მრჩეველი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას გვპირდება.

ევროზონა
ევროპის სტატისტიკური სააგენტოს (Eurostat) მოხსენების თანახმად, 2009 წლის იანვარში ევროზონაში სამრეწველო ფასები, წინა თვესთან შედარებით, 0,8%-ით შემცირდა, რაც ანალიტიკოსთა მოლოდინს არ შეესაბამება, რომლებიც თვიური გამოთვლებით ფასების 0,2%-ით შემცირებას ვარაუდობნენ. 2009 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამრეწველო ფასები ევროზონაში 0,5%-ით შემცირდა.
Eurostat-ის განცხადებით ევროზონაში, 2009 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საცალო გაყიდვების მოცულობა 0,1%-ით გაიზარდა. 2009 წლის იანვარში, წლიური გამოთვლით საცალო ვაჭრობამ 2,2%-ით იკოლო. მიმდინარე წლის იანვარში შედარებით საგრძნობლად გაიზარდა გაყიდვების მოცულობა რუმინეთსა (+13,3%) და პორტუგალიაში (+4,1%), და შემცირდა ლიტვაში (-19,8%), ლატვიასა (-8,5%) და სლოვაკეთში (-4,9%).
ფედერალური სტატისტიკური სამსახურის საბოლოო მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში, წლიური გამოთვლებით, გერმანიაში ინფლაციამ 1% შეადგინა. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0,6%-ით გაიზარდა. წლიური გამოთვლებით, 2009 წლის იანვარში გერმანიის სამომხმარებლო ფასებმა 0,9%-ით იმატა.
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სააგენტოს განცხადებით 2009 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო ფასები 1,2%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 0,1%-ით დაიწევდა. 2009 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით სამრეწველო ფასებმა 2%-ით მოიმატა. 2008 წლის დეკემბერში გერმანიაში სამრეწველო ფასები წლიური გამოთვლით 4%-ით გაიზარდა, თვიური გამოთვლით კი 0,8%-ით შემცირდა.
მიმდიმარე წლის იანვარში, 2008 წლის დეკემბერთან შედარებით, გერმანიაში სამრეწველო წარმოების მოცულობა 7,5%-ით შემცირდა. ასეთი მონაცემებია ქვეყნის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოხსენებაში. 1990 წლის შემდეგ იგი სამრეწველო წარმოების მოცულობის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნაა. 2009 წლის იანვარში საწარმოო შეკვეთების მოცულობა 8%-ით დაეცა 2008 წლის დეკემბერთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 7,6%-ით იყო შემცირებული. ასეთი ინფორმაცია გამოქვეყნებულია გერმანიის ეკონომიკისა და შრომის სამინისტროს მიერ. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ მაჩვენებლის შემცირება შეადგენდა 2,2%-ს. ადრე გამოცხადებული იყო, რომ სამეწარმეო შეკვეთების მოცულობა 6,9%-ით დავარდებოდა.
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო 2009 წლის იანვარში სეზონური მერყეობის გათვალისწინებით 16,4%-ით გაიზარდა 2008 წლის დეკემბერთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 7,3 მლრდ. ევრო იყო, და 8,5 მლრდ. ევრო შეადგინა. მიმდინარე წლის ექსპორტის მოცულობამ კი 66,6 მლრდ. ევრო შეადგინა, რომელიც 2008 წლის დეკემბერთან შედარებით 0,9%-ით შემცირდა, იმპორტმა კი 3,2%-ით იკლო და 58,1 მლრდ. ევრო შეადგინა.
საფრანგეთის ნაციონალური სტატისტიკური ბიუროს (Inee) მონაცემებით, 2009 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0,4%-ით გაიზარდა. წლიური გამოთვლებით, 2009 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასებმა 0,9%-ით მოიმატა. სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით, 2009 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი ყოველთვიური გამოთვლებით 0,3%-ით, ხოლო წლიურით – 0,9%-ით გაიზარდა.
Iნეე-ის მონაცემებით, 2009 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, სამრეწველო წარმოების მოცულობა 3,1%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარში, წლიური გამოთვლით სამრეწველო წარმოების მოცულობამ 10.9%-ით იკლო.
საფრანგეთში, 2009 წლის იანვარში, სეზონური მერყეობის გათვალისწინებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 54,2%-ით გაიზარდა და 4,55 მლრდ. ევრო შეადგინა, 2008 წლის დეკემბერის დეფიციტის იმ მაჩვენებელთან შედარებით, რომლითაც 2,95 მილიარდი ევრო შეადგინა. ასეთი მონაცემები იყო წარდგენილი საფრანგეთის მთავარი საბაჟო სამმართველოს მოხსენებაში. ამასთანავე, მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტის მოცულობამ 28,74 მლრდ. ევრო შეადგინა, იმპორტის მოცულობამ – 33.28 მლრდ. ევრო.

დიდი ბრიტანეთი
2009 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, სამეწარმეო წარმოების მოცულობა 2,6%-ით შემცირდა, რაც 2002 წლის შემდგომი პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება გახდა. ასეთი მონაცემები გამოქვეყნებულია ქვეყნის ნაციონალური სტატისტიკური ბიუროს მიერ. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო წარმოების მოცულობა 1,2%-ით შემცირდებოდა. 2008 წლის იანვართან შედარებით, სამოხსენებო პერიოდში 11,4%-ით შემცირდა. აღნიშნული შემცირება, წლიური გამოთვლით, 1981 წლის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა.
ჩინეთი
2009 წლის თაბარვალში, ჩინეთში სამომხმარებლო ფასები 2002 წლიდან პირველად შემცირდა, ჩინეთის ნაციონალური სტატისტიკური ბიუროს განცხადებით, სამომხმერებლო ფასების ინდექსი უარყოფითამდე დაეცა და მინუს 1,6%-ი გახდა. მიმდინარე წლის იანვარში, ჩინეთში სამომხმარებლო ფასების ზრდა 1%-ით შეინიშნება. მიმდინარე წლის თებერვალში, ქვეყანაში მეწარმეების ინდექსი, წლიური გამოთვლის მიხედვით 4,5%-ით შემცირდა. 2008 წლის თებერვალში, ინფლაციამ ჩინეთში თორმეტწლიან პიკს მიაღწია და 8,7%-ი შეადგინა. მაგრამ წინა წლის შემდგომ თვეებში ქვეყანაში, ეკონომიკის შეჩერების ფონზე, ფასების ზრდის ტემპის კლება შეინიშნება, რამაც ჩინეთის ხელისუფლების დეფლაციის შიში გამოიწვია. 2009 წლის შედეგებით იგი ინფლაციას 4%-ის დონეზე გეგმავს.
იაპონია
ეზონური მერყეობის გათვალისწინებით, 2009 წლის იანვარში, სამრეწველო შეკვეთების საერთო მოცულობა 2008 წლის დეკემბერთან შედარებით 18,5%-ით შემცირდა. ასეთი მონაცემები გამოქვეყნებულია ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის მიერ. ამასთანავე, კერძო სექტორში სამრეწველო შეკვეთების მოცულობა, არასტაბილური და ხშირად მაღალვოლატირული შეკვეთების გამოკლებით (საზღვაო ხომალდებსა და შეკვეთეზე ელექტროენერგეტიული კომპანიებისგან), თვიური გამოთვლებით, 3,2%-ით შემცირდა.
სასაქონლო ბაზარი
აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს მოხსენების თანახმად, ნედლი ნავთობის კომერციული მარაგი 2009 წლის 28 თებერვლიდან 6 მარტამდე 0,7 მლნ. ბარელით გაიზარდა. ანალიტიკოსების ვარაუდით, აღნიშნულ კვირაში მარაგი 1-1,3 მლნ. ბარელით უნდა შემცირებულიყო. ენერგეტიკის სამინისტროს მოხსენების შესაბამისად, 6 მარტის მდგომარეობით ნედლი ნავთობის მარაგმა და წარმოებულმა ენეგომატარებლებმა კვირის განმავლობაში შემდეგი ცვლილებები განიცადეს:
ნედლი ნავთობის მარაგი – გაიზარდა 0,7 მლნ. ბარელით და 351,3 მლნ. ბარელი შეადგინა, რაც 15,8%-ით მეტია ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი.
ბენზინის მარაგი – 1,4 მლნ. ბარელით შემცირდა და შეადგინა 212,5 მლნ. ბარელი, რაც 8,3%-ით ნაკლებია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.
მძიმე დისტილატების მარაგი – 1,5 მილიონი ბარელით გაიზარდა და 145,4 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 26%-ით აღემატება.
9-14 მარტს სტრატეგიული ნავთობის მარაგი 0,1%-ით- 704,9-დან 705,7 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.
აშშ-ში ერთ კვირაში საკუთარი ნავთობის მოპოვება დღეში 5,373 მილიონი ბარელიდან, 5,401 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.
ნავთობის გადამუშავება შემცირდა 14,345 მილიონი ბარელიდან/დღეში 14,116 მილიონ ბარელამდე/დღეში ნავთობგადამუშავების სექტორში სიმძლავრის დატვირთულობა 81,3%-დან 82,7-მდე.
ნავთობის იმპორტი 9,028 მილიონ ბარელიდან/დღეში 9,121 მილიონ ბარელამდე/დღეში გაიზარდა.
აშშ-ს ბიუჯეტი რეკორდებს ამყარებს
შშ-ს ბიუჯეტის დეფიციტმა 2008 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლამდე 765 მლრდ. დოლარი შეადგინა. ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვალში ბიუჯეტის დეფიციტმა 192,8 მლრდ. დოლარი უჩვენა, რაც ყოველთვიური გამოთვლებით, დეფიციტისთვის რეკორდული მაჩვენებელია. მითუმეტეს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2008 წლის თებერვალში, აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტი 175,6 მლრდ. დოლარად იყო შეფასებული.
წლიური გამოთვლებით, აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტი ქვეყნის მშპ-ს 5,5%-ს შეადგენს. აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტი 2009 წლის დეფიციტს 1,2 ტრლნ. დოლარად აფასებს, რაც მშპ-ს 8,3%-ს შეადგენს. გარე შეფასებით, აშშ-ს ბიუჯეტი 2008-2009 ფინანსურ წელს, რომელიც 2009 წლის 30 სექტემბერს დასრულდება, შეიძლება ქვეყნის მშპ-ს 12,3%-იც კი შეადგინოს, რაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ს ბიუჯეტის ყველაზე დიდი დეფიციტია.
თუმცა, ეს ციფრები პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის შეფერხებას არ წარმოადგენს, იგი მზადაა ქვეყნის ეკონომიკაში ნებისმიერი რაოდენობით ფული ჩაუშვას, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია ნაწილობრივ მაინც მოახერხოს. ობამას ეკონომიკის გადარჩენის გეგმა მართლაც რომ შთამბეჭდავია. შეგახსენებთ, 2009 წლის 17 თებერვალს ხელი მოაწერა კანონს ეკონომიკის სტიმულირების შესახებ, რომლის საერთო თანხა 787 მლრდ. დოლარს შეადგენს. ოფიციალურად ამ კანონს “აქტი ამერიკის აღდგენისა და რეინვესტრების შესახებ” ეწოდება. აშშ-ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ასეთი ზომები ეკონომიკის გამოცოცხლებასა და დაახლოებით 4 მლნ. სამუშაო ადგილის შექმნას დაეხმარება.
გარდა ამისა, იფინანსური სექტორისთვის 250 მლრდ. დოლარის ოდენობით სახსრების გამოყოფა TARP (Trouble Asset Relief Program) ფარგლებში იგეგმება.
მეტიც, აშშ-ს ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიზნით მიღებული ზომების პაკეტის რეალიზაციაზე გასაწევი დანახარჯების გათვალისწინებით, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით მიღებული ფედერალური ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი 2013 წლისთვის შემცირდება. და ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტში დანახარჯები შემოსავლებს ბევრად აჭარბებს.
აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის პროგნოზით, 2009 წელს საბიუჯეტო შემოსავლები წლიური გამოთვლებით 6,6%-ით შემცირდება, ხოლო დანახარჯები პირიქით, 19%-ით გაიზრდება. კერძოდ, ასახავს რა უმუშევრობის მატებასა და კორპორატიულ სექტორში არსებულ პრობლემებს, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს საგადასახადო შემოსულობები.
როგორ მოხერხდება ასეთ პირობებში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება? ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტს იმედი აქვს – ბიუჯეტის დეფიციტს მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდის გზით შეამცირებს, ასევე სახელმწიფო დანახარჯების შემცირებით ერაყში განთავსებულ აშშ-ს ჯარებზე. შეიძლება სხვა ინსტრუმენტებიც – საგარეო და შიდა სესხები იქნას გამოყენებული.
რა თქმა უნდა, ეკონომიკის სტიმულირებისა და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გეგმების ერთდროული რეალიზაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს მთავრობა მშპ-ს ვარდნის შეჩერებას მოახერხებს, ან მცირეოდენ იმპულსს მისცემს ამაღლებისკენ, მისი გადაწყვეტილება საკმაოდ რეალური გახდება. მაშინაც კი თუ სახსრების მოზიდვა არა მარტო გადასახადების, არამედ საგარეო ვალის გაზრდის გზით მოუწევთ, მომავალში შესაძლებელი იქნება მისი დაფარვა.

იაპონია კრიზისის პიკს 2009 წლის I კვარტალში გადალახავს
აპონიის მთავრობის ეკონომიკური და სოციალური გამოკვლევების ინსტიტუტის საბოლოო მონაცემებით, ქვეყნის მშპ-ს ზრდის ტემპი 2008 წლის IV კვარტალში 3,2%-ით შემცირდა, იმავე წლის III კვარტლის მონაცემებთან შედარებით. წლიური გამოთვლებით, იაპონიის მშპ-ის ვარდნამ 12,1% შეადგინა. ამრიგად, კვარტალური საბოლოო მონაცემები წინასწარ მონაცემებთან შედარებით უკეთესი აღმოჩნდა, რომელთა მიხედვით ეს რიცხვი 3,3% უნდა ყოფილიყო (წლიური გამოთვლებით ეს მაჩვენებელი 12,7% უნდა ყოფილიყო).
როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადი ფაქტორი, რომელმაც ქვეყნის მშპ-ზე უარყოფითი გავლენა იქონია, კვლავ ექსპორტის შემცირება გახდა 13,8%-ით 2008 წლის III კვარტლის მონაცემებთან შედარებით, იმპორტის 3%-ით ზრდის პირობებში. აგრეთვე გაურკვეველი დარჩა შიდა მოთხოვნის დინამიკა, რაც არარეზიდენტი პირების მხრიდან ინვესტიციების ნაკადების 5,4%-ით შემცირებასთან, 2008 წლის III კვარტლის მონაცემებთან შედარებით, და სამომხმარებლო დანახარჯების კლებასთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტორებს განსაკუთრებულად ნეგატიური შედეგი არ მოუტანიათ, რადგან მათი მოქმედება სახელმწიფო დანახარჯების ზრდისა და მარაგების დიდი მოცულობით დაგროვების დადებითი გავლენით იყო ნიველირებული.
სტატიტიკური მონაცემების მიხედვით, ანალოგიური სიტუაცია იქნება იაპონიის ეკონომიკაში მიმდინარე წლის I კვარტალის განმავლობაში. მსოფლიოში იაპონური წარმოების საქონელზე მოთხოვნის შემცირების გამო (იანვარი – მარტი) მისი ექსპორტიც დაცემის გზაზეა.
იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის 2009 წლის იანვრის საგადასახადო ბალანსის მიმდინარე მუხლების დეფიციტმა, რომელმაც ბოლო 13 წლის განმავლობაში უარყოფითი მნიშვნელობა პირველად მიიღო, რეკორდულ თნხას – 172,8 მლრდ. იენს (1,8 მლრდ. დოლარი) მიაღწია. წლიური გამოთვლებით, იაპონიის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარში ერთბაშად 46,3%-ით დაეცა – 3,28 ტრლნ. იენამდე (34,2 მლრდ. დოლარი), მაშინ, როცა იმპორტი შემცირდა 31,7%-ით – 4,13 ტრლნ. იენამდე (43 მლრდ დოლარი). ამგვარად, სავაჭრო დეფიციტმა 844,4 მლრდ. იენი (8,6 მლრდ. დოლარი) შეადგინა.
ექსპორტის შემცირების შედეგად პრობლემები სამრეწველო სფეროშიც გაგრძელდა. იაპონიაში საწარმოო შეკვეთების საერთო მოცულობა 2009 წლის იანვარში სეზონური მერყეობის გათვალისწინებით 8,5%-ით შემცირდა 2008 წლის დეკემბერთან შედარებით. ამასთანავე, თვიური გამოთვლებით, კერძო სექტორში საწარმოო შეკვეთების მოცულობაც, გარდა არამდგრადი და ხშირად მაღალვოლატორული შეკვეთებისა (საზღვაო ხომალდებზე; ელექტროენერგეტიკული კომპანიების შეკეთები), 3,2%-ით შემცირდა.
ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ პირველი (და შესაძლოა მეორე) კვარტლის განმავლობაში იაპონიის ეკონომიკაში რთული სიტუაცია შეიქმნას. თუმცა, იაპონიამ, შესაძლოა სწორედაც პირველ კავრტალში გადალახოს კრიზისის პიკი. მშპ-ს ვარდნა 2009 წლის I კვარტალში შეიძლება მაქსიმალური აღმოჩნდეს, რის შემდეგაც ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული სტაბილიზაცია დაიწყება.
ჯერ ერთი, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში იაპონიის ექსპორტის გავლენა ქვეყნის მშპ-ზე იმპორტის კლებით, ნაწილობრივ შერბილებული იქნება. მეორეც, უნდა შენელდეს უცხოური ინვესტიციების გადინება. მესამე ის, რომ ქვეყნის ეკონომიკას მხარდაჭერა შიდა მოთხვნამ უნდა გაუწიოს – ამ დროს მომხმარებელთა აქტიურობის ზრდას ხელს შეუწყობს ინფლაციური ზეწოლის შემცირება. დაბოლოს, იაპონიის ეკონომიკის აღდგენას მოსალოდნელი გლობალური სტაბილიზაცია დაეხმარება, რომელიც იმ მასტიმულირებელი ზომების შედეგი იქნება, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები იღებენ. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ის ფაქტიც, რომ იაპონიის რეალური და ფინანსური სექტორები საკმაოდ ძლიერად არის განვითარებული, ამიტომაც, როგორც კი მოთხოვნა იაპონური წარმოების პროდუქციაზე განახლებას დაიწყებს, ეკონომიკის ზრდაც მაშინვე აღდგება.

ევროპელი მეწარმეები ფასებს იძულებით შეამცირებენ

ვროზონაში სამრეწველო ფასები მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმავე ტემპებით ვარდნას განაგრძობენ. თუ ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციური ზეწოლის ყოველთვიურად შესუსტება ევროპის რეგიონის მაკროეკონომიკური სტატისტიკის აუცილებელი ატრიბუტი გახდა, იანვარში საწარმოო ფასების შემცირება თვიური გამოთვლებით 2004 წლის შემდეგ პირველია, რაც ექსპეტებისთვისაც მოულოდნელია. ლუქსემბურგში ევროპული სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, სამრეწელო ფასების ინდექსი (PPI) ევროზონაში 0,8%-ით დაეცა მაშინ, როდესაც მისი მხოლოდ 0,2%-ით კლება იყო ნავარაუდევი. წლიური გამოთვლებით PPI ინდექსი 0,5%-ით შემცირდა, მაშინ, როდესაც ნავარაუდევი იყო მისი 0,5%-ით ზრდა.
ინფლაციური ზეწოლის ასეთი ძლიერი შემცირება ევროს მიმოქცევის სფეროში მართალია, მოლოდინს არ ემთხვევა, მაგრამ საკმაოდ გასაგებია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საწარმოო შეკვეთების მოცულობის შემცირება გავლენას ევროპელ მწარმოებლებზე ახდენდა, რომლებიც იძულებულები არიან, მოთხოვნის მოსაპოვებლად, თავიანთი პროდუქციის ფასი ნებისმიერ შემთხვევაში დაწიონ.
მოთხოვნის შემცირება – ეკონომიკური კრიზისის აუცილებელი ატრიბუტი – შეეხო არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო ეკონომიკის ყველა დარგს, რაც პირველ რიგში სასაქონლო ბაზრებზე აისახა. გლობალური ეკონომიკის ვარდნამ ენერგომატარებლებზე ფასების უპრეცედენტო კლება გამოიწვია – ნავთობის ფასების ივლისის პიკის შემდეგ, ორი მესამედით შემცირდა. ევროს მიმოქცევის ზონაში სამომხმარებლო ფასები ათწლიანი მინიმუმების დონეზე იმყოფებიან. ყოველივე ეს კი ევროპის რეგიონში დეფლაციის საშიშროებას აძლიერებს და მონეტარულ ხელისუფლებას აიძულებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უმძიმესი რეცესიის პირობებში, ეკონომიკის მხარდასაჭერი ახალი ზომების მიღებაზე დაფიქრდეს.
გრძელდება უარყოფითი ფინანსური შედეგების გამოქვეყნება ევროპული კომპანიების მიერ. უღრმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კომპანიები იძულებულნი არიან, შეამცირონ სამუშაო ადგილები, რადგან ევროპის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები უახლოესი რამდენიმე წლის განმავლოპბაში საკმაოდ გაურკვეველია. როგორც ცნობილია, გერმანიის უმსხვილესმა ავტომრეწველობებმა (Volkswagen AG და Bayerische Motoren Werke AG) 86000 მუშაკის სამუშაო დროის შემცირება გამოაცხადეს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იმ პირველი კვარტალის შემდეგ, როდესაც ზარალი დაფიქსირდა, სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვნისთვის ევროპაში სიდიდით მეორე ავტომანქანებისთვის ნაწილების მწარმოებელი კომპანია – Continental AG ემზადება. ანალოგიური პერსპექტივა აქვს სატვირთო მანქანების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ კომპანია Man AG-ს, რომელის შემოსავალი გასული წლის IV კვარტალში ორჯერ შემცირდა. გაყიდების 31%-ით კლების შესახებ განაცხადა იტალიურმა საავტომობილო კონცერნმაც – Fiat SpA-მ. ავტომანქანების უმსხვილესი იტალიური მწარმოებელი, რომლის საწარმოებში 78000 ადამიანი მუშაობს, იძულებულია, თითქმის ნახევარი პერსონალი შეამციროს მანამ, სანამ ქვეყნის ეკონომიკას სტაბილიზაციის ნიშნები არ დაეტყობა. ბიზნეს-პროცესების მართვისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანია SAP-მა იანვრის ბოლოს 3000 თანამშრომლის შემცირებისა და ხელფასების გაყინვის შესახებ განაცხადა, ხოლო ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების სფეროში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ევროპულმა კომპანია Infineon Technologies AG-იმ თქვა, რომ მისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იქნება. ამრიგად, მინიმუმ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, კლებადი მაჩვენებლების ფონზე, ფასების შემცირება მოვლენათა განვითარების ყველაზე მოსალოდნელი სცენარია.
იმავდროულად, ევროპული ცენტალური ბანკის მმართველობითი საბჭოს წევრები ჯერჯერობით საკმაოდ მცირედ მიიჩნევენ დეფლაციის რისკს. ამაში დარწმუნებულია ეცბ-ს პრეზიდენტი ჟან-კლოდ ტრიშე, რის შესახებაც 5 მარტს განაკვეთების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. მმართველობითი საბჭოს კიდევ ერთი წევრი Deutsche Bundesbank-ის პრეზიდენტი აქსელ ვებერი თვლის, რომ ცენტრალურმა ბანკმა აუცილებლად უნდა მიიღოს დამატებითი ზომები იმ შემთხვევაში, თუ დეფლაციური რისკების მნიშვნელოვანი ზრდის ნიშნები გაჩნდება. თუმცა, ევროპის რეგიონის მონეტარული ხელისუფლების ოპტიმისტურ განწყობას ყველა არ იზიარებს, კერძოდ, ანალიტიკოსი ლუიჯი სპერანცა,BNP Paribas-ის ლონდონის ფილიალიდან, თვლის, რომ დეფლაციის რისკები საკმაოდ მნიშვნელოვანია და ევროპის ცენტრალური ბანკი მათ არასაკმაროსად აფასებს. იმავდროულად ეკონომისტი კოლინ ელისი, Daiwa Securities SMBC Europe Ltd-დან, იზიარებს იმ აზრს, რომ გერმანიაში წარმოების მოცულობის შემცირება, რომელიც გერმანელ მწარმოებლებს აიძულებს, რომ ფასებს დაუწიონ, წარმოადგენს ნათელ დადასტურებას იმისა, რომ ევროპელი მწარმოებლების მიერ ფასების შემცირების პროცესი შეიძლება საკმაოდ ხანგრლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს.

ბრიტანეთში სამრეწველო წარმოების მოცულობა
ბოლო 40 წლის მანძილზე რეკორდულად ეცემა

დიდ ბრიტანეთში ეკონომიკური აქტივობის კლება გრძელდება, რაც მთავრობამ 10 მარტის ანგარიშგებით დაადასტურა.
ამ მხრივ, ლონდონის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გამოაქვეყნებული მონაცემების მიხედვით, შემდეგი გარემოებაა.
ამ ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს სამრეწველო სექტორში აქტიურობა მცირდება რა მნიშვნელოვანი ტემპებით, ყველაზე დაბალ დონეს ბოლო 40 წლის განმავლობაში მიაღწია. მაგალითად, სამრეწველო პროდუქციის მოცულობა (Industrial Production) 2009 წლის იანვარში 2,6%-ით დაეცა მაშინ, როდესაც ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 1,2%-ით კლებას ვარაუდობდნენ. წლიური გამოთვლებით, სამრეწველო პროდუქციის მოცულობა იანვრის თვეში 11,4%-ით დავარდა მაშინ, როცა მხოლოდ 9,9%-ით იყო მოსალოდნელი. რაც შეეხება გადამამუშავებელი მრეწველობის წამროების მოცულობას (მანუაცტურინგ Pროდუცტიონ), ყოველთვიური გამოთვლებით 2,9%-ით შემცირდა (მოსალოდნელი კი იყო მისი კლება მხოლოდ 1,4%-ით), ხოლო წლიური გამოთვლებით კი – 12,8%-ით (პროგნოზით ეს კლება 11,7% უნდა ყოფილიყო). იანვარში სამრეწველო წარმოების ცამეტი დარგიდან ბრუნვა ცხრა დარგმა შეამცირა და ზრდა მხოლოდ ოთხმა აჩვენა.
ბრიტანეთის სამრეწველო წარმოება უკვე ზედიზედ მეთერთმეტე თვეა, რაც ვარდნას განიცდის, რაც 1980 წლიდან ინგლისის ეკონომიკის რეალურ სექტორში აქტიურობის ვარდნის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. რა თქმა უნდა, სამრეწველო წარმოების მოცულობის ასე ძლიერ შემცირება ძირითადად გლობალური ეკონომიკის ვარდნით აიხსნება, რაც მოთხოვნის სრულ შემცირებას იწვევს, მათ შორის ბრიტანულ პროდუქციაზეც. სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდა იანვარში, გაერთიანებულ სამეფოში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის კლებას მის ფარგლებს გარეთაც ადასტურებს. 11 მარტს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ ლონდონში წარმოადგინა მონაცემები, რომელთა თანახმად, სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა (Total Trade Balance) 2009 წლის იანვარში ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა და 3248-დან 3858 მლნ. ფუნტი-სტერლინგამდე გაიზარდა, ხილული სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა (Visible Trade Balance) აიწია – 7232-დან 7745 მლნ. ფუნტ-სტერლინგამდე. იანვარში ბრიტანეთის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 4340-დან 5704 მლნ. ფუნტ-სტერლინგამდე გაიზარდა, რაც რეკორდულია იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროს მიმოქცევის ზონაში არ შედიან.
ჯერჯერობით, სამწუხაროდ ინგლისის ბანკისა და ბრიტანეთის მთავრობის ქმედებებს არ გამოუღიათ საგრძნობი შედეგი. მონეტარულმა ხელისუფლებამ მარტის დასაწყისში საპროცენტო განაკვეთი 50 პუნქტით შეამცირა მინიმალურ წლიურ 0,5%-მდე და ბრიტანული ეკონომიკის ეფექტური მხარდაჭერის შესაძლებლობები ამოწურა. ინგლისის ბანკს არსებობის სამასი წლის მანძილზე არასოდეს განუხორციელებია საპროცენტო განაკვეთების ასეთი გეგმაზომიერი აგრესიული დაწევა. მეტიც, ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთები ბანკის დაარსების დღიდან (1694) არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა არაორდინალურია ასეთი აგრესიული მოქმედებების მიზეზი: ნისლიანი ალბიონის ეკონომიკა არა მხოლოდ რეცესიას განიცდის, არამედ ყველაზე დიდი შენელების დემონსტრაციას ახდენს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე სწრაფი ტემპებით ეცემა.
მრავალი ანალიტიკოსი იზიარებს იმ აზრს, რომ მიუხედავად იმ ზომებისა, რომლებსაც მთავრობა და მონეტარული ხელისუფლება უმკაცრესი კრიზისის პირობებში იღებს, დაკრედიტების პირობები საკმაოდ მძიმე რჩება. ექსპერტები მოუწოდებდნენ კინგისა და ბრაუნის უწყებებს, ყურადღება სწორედ ამ პრობლემაზე გაემახვილებინათ. ხელისუფლება ექსპეტების მოწოდებას გამოეხმაურა. 11 მარტს სასესხო სახსრების ღირებულების შემცირების მიზნით, ინგლისის ბანკმა სახელმწიფო ვალების გამოსყიდვის უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო. ჩართო რა საბეჭდი მანქანა ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, პირველივე დღეს შეიძინა 2 მლრდ. ფუნტი-სტერლინგის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები. უახლოესი თვეების განმავლობაში ინგლისის ბანკი საერთო ჯამში 75 მლრდ. ფუნტი-სტერლინგის მოცულობის ფასიანი სახელმწიფო ქაღალდების გამოსყიდვას გეგმავს. პროგრამა ბრიტანეთის მთავრობის სავალო ქაღალდების გამოსყიდვას 150 მლრდ ფუნტი-სტერლინგის მოცულობით ითვალისწინებს.
როდესაც კომპანიებისა და კერძო პირებისთვის კრედიტები ხელმისაწვდომი გახდება, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ეკონომიკაზე დადებითი ზემოქმედების მოხდენა და მისი აღდგენის დაწყების მოლოდინი.
აშშ-ს სავაჭრო ბალანსის სალდოს დეფიციტი 2009 წლის იანვარში შემცირდა
შშ-ს ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 2009 წლის იანვარში 2008 წლის დეკემბრის მნიშვნელობასთან (30,39 მლრდ. დოლარი) შედარებით 9,7%-ით შემცირდა და 36,03 მლრდ. დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების პროგნოზით, სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო მიმდინარე წლის იანვარში 38,1 მლრდ. დოლარი უნდა ყოფილიყო. აშშ-ს იმპორტის მოცულობამ ამავე პერიოდში 160,94 მლრდ. დოლარი შეადგინა, ექსპორტისამ კი – 124,91 მლრდ. დოლარი. იმავდროულად, აშშ-ს სავაჭრო ბალანსის სალდო, ნავთობის მდგენლების გარდა, თითქმის უცვლელი დარჩა და გაიზარდა მხოლოდ 21,3 მლრდ. დოლარამდე, როცა დეკემბერში 21,1 მლრდ. დოლარს შედგენდა. სავაჭრო ბალანსის სალდო საქონლის მიხედვით უარყოფითი დარჩა და 50,0 მლრდ. დოლარი შეადგინა, ხოლო მომსახურების მიხედვით, 10,9 მლრდ. დოლარის ოდენობით (დადებითი) შეადგინა.
ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკა ნავთობის აუცილებელი მოცულობის 60%-ის იმპორტს ახორციელებს, შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდოს მოცულობა აშშ-ში ძირითადად ნავთობის ფასების შემცირებით აიხსნებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ ნავთობზე ფასი ჯერჯერობით სტაბილურია და ბარელის ფასი 45 დოლარია, მომდევნო თვეში მსგავსი ეფექტი მოსალოდნელი არ არის. აშშ-ის ექსპორტიცა და იმპორტიც დაახლოებით ერთნაირი ტემპებით მცირდება, რაც შედეგად ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიციტის რიგ-რიგობით ზრდასა და შემცირებას გამოიწვევს. შესაძლოა, ექსპორტის მოცულობა უფრო სწრაფადაც დაეცეს, თუმცა, აბსოლუტური მნიშვნელობების გათვალისწინებით, არსებითი გავლენა სავაჭრო ბალანსზე, შესაბამისად, აშშ-ს მშპ-ს დინამიკაზეც არ ექნება.