სიახლე პორტების დაგეგმარებაში
სოფო ჭიჭინაძე
გერმანიის მთავრობა ქვემო საქსონიაში ფართო ტევადობის სატვირთო გემების ასაშენებლად 1,5 მილიარდ გერმანულ მარკას (672 მლნ დოლარი) გამოყოფს. ეს ის თანხაა, რომელიც, იმედია, ჰამბურგისა (Hamburg) და ბრემენის (Bremen) რაიონებისა და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერით გაიზრდება და 2010 წლისათვის მისი საშუალებით ჩრდილო გერმანიის ქალაქ ვილჰემშავენში (Wilhelmshaven) ახალი სატვირთო გემების პორტი აშენდება. აღნიშნული გეგმა მომავალში 400 მეტრი სიგრძისა და ორმაგი რაოდენობის ტვირთის ამტანი სატვირთო გემების მშენებლობას ითვალისწინებს.
ამგვარი სახის გემები ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, მაგრამ არსებობს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. მხოლოდ მსოფლიოს პორტების ერთიან ჯგუფს შეუძლია “მოცურავე გოლიათებს” უმასპინძლოს. ვილჰემშავენი (Wilhelmshaven) ერთ-ერთი მათგანი იქნება.
გასული ათი წლის განმავლობაში, მსოფლიოს სატვირთო გემების წყალწყვა 88 კუბური მეტრიდან 205 კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რამაც პორტების გადატვირთვა გამოიწვია.
“ჩვენ ვიზიარებთ ექსპერტების აზრს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ პორტში ის გემები შემოვა, რომლებიც Gგერმანიის სხვა პორტებისთვის დიდი მოცულობის იქნება”, – აცხადებს ქვემო საქსონიის ეკონომიკის მინისტრი, სუზან კნორი (Susanne Knorre).
“გერმანიის ორი უდიდესი პორტი – ჰამბურგი და ბრემენი (Hamburg and Bremen) უკვე საკმაო სიძნელეების წინაშე დგანან, რაც დაკავშირებულია დიდი სატვირთო გემების მიღებასთან”, – აცხადებს კილში მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის ეკონომისტი, ჰენინგ სიჩელშმიდტი (Henning Sichelschmidt). “ჰამბურგიდან გამავალი დიდი ტევადობის სატვირთო გემები დღეში ორჯერ ნახევარ საათში შეძლებენ პორტიდან გასვლას”, – ამბობს იგი. 8,000 კუბური მეტრი მოცულობის უდიდესი სატვირთო გემებიც თავისუფლად გაივლიან. “ანალიტიკოსების აზრით, სატვირთო გემების ტევადობა 10,000 და 12,000 კუბურ მეტრს მიაღწევს და საკმაოდ დიდი მოცულობის იქნება იმისთვის, რომ ჰამბურგისა და ბრემენის პორტში შეაღწიოს”, – აცხადებს, ბრემენის ეკონომიკისა და საზღვაო პორტების ხელმძღვანელი, ჟოზეფ ჰატიგი (Josef Hattig).
სიჩელშმიდტის განცხადებით, როტერდამს (Sicchelschmidt) ვილჰემშავენის შემდეგ უდიდესი შანსი ექნება, მონოპოლია მოიპოვოს აღნიშნულ სექტორში.
არსებობს სხვა ფაქტებიც, რაც როტერდამის სასარგებლოდ მეტყველებს. “სატვირთო გემები საერთოდ ზღვაში ყოფნისას ევროპის სამ-ოთხ პორტში ჩერდებიან, მაგრამ დღესდღეობით, ცდილობენ მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შეჩერებას”, – აცხადებს სიჩელშმიდტი. როტერდამი, ევროპის უდიდესი პორტი, საკმაოდ ხელსაყრელ ვითარებას შექმნის, თუკი ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება. “გერმანელები ცდილობენ როტერდამი ევროპის პორტად აქციონ”.
ვილჰელმშავენი როტერდამს “ევროპულ ალტერნატივას” შესთავაზებს.
“როტერდამის შესაძლებლობებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მისი შემოსავალი სხვა, არსებულ პორტებთან შედარებით უფრო მაღალი იქნება, რადგან იგი ევროპის ძირითად სახმელეთო ხაზს არ უერთდება. ჰამბურგის პორტის დელეგატის, ოლაფ მეიგერის (Oლაფ Mაგერ) აზრით, მაშინაც კი, თუკი გიგანტი გემები პორტს არ მოადგებიან, გერმანიას მოთხოვნილება მაინც ექნება პორტზე. ტვირთის ზღვით გადაზიდვა უფრო მასშტაბური და განვითარებადი ხდება და ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე თავად ეკონომიკა.