ეკონომიკის მთის ანარეკლი

რედაქციისგან

1996 წელს, ვერმონტის მიდლბურის კოლეჯიდან დავიდ ქოლანდერმა უკმაყოფილება გამოთქვა დეკადის ეკონომიკის თეორიაზე. მისი აზრით, მაკროეკონომისტები მთის მწვერვალისკენ მხოლოდ ღრუბლების მისაწვდომად მიიწევდნენ და ფიქრობენ, რომ მეზობელი მთა მათ უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანდა.

პოლანდერი 8-10 აპრილს ბევრ უკმაყოფილო ეკონომისტს შეუერთდა კინგსის კოლეჯში და კემბრიჯში, სადაც ახალი ეკონომისტთა შეხედულებების უნივერსიტეტი კონფერენციას ატარებდა. ინსტიტუტს ცნობილი ინვესტორი ჯორჯ სოროსი აფინანსებდა. მან პირობა დადო, რომ დახარჯავდა 50 მლნ დოლარს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ ეკონომისტებს მართებულ მთაზე ასვლაში დახმარებოდა.
კონფერენციაზე ნაცნობი საჩივრები გაისმა, რითაც თავდასხმას ახორციელებდნენ რაციონალური მოლოდინის ჰიპოტეზაზე (რომლის მიხედვითაც, ეკონომიკურ მოდელში ადამიანები მოდელიორის შეხედულებებს იზიარებენ ეკონომიკის მუშაობის შესახებ), ასევე ეფექტური ბაზრების ჰიპოთეზაზე (რომელიც ამტკიცებს, რომ აქტივის ფასები ყველა ხელმისაწვდომ ინფომაციაზე აისახება). მოვლენა შეუსაბამობის, ინდივიდუალისტებისა და პიონერების პირველი წვეულება იყო, თუმცა, დამსწრე საზოგადოებაში მთავარი მიმდინარეობის მომხრე მოაზროვნეებიც მოიპოვებოდნენ, კარგად აღზრდილი ეკონომისტები კი, ნაზად უწევდნენ წინააღმდეგობას დისიდენტებს. ქოლანდერის მაგალითი არ ნიშნავს, რომ ეკონომისტები გზააბნეულნი არიან: მათ შეუძლიათ არჩეული პიკისკენ მიმავალ გზაზე პროგრესული ნაბიჯები გადადგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა მთები თავისკენ უხმობენ. მაგალითად, მაკროეკონომიკის მთავარი მიმდინარეობა დღეს უფრო გაჯერებულია გამოცდილებით, ვიდრე ადრეულ დროში, ისინი ადრეული ეკონომისტებისგან განსხვავდებიან, სხვადასხვა სახის შოკის განსაცდელად მზად არიან. პროგრესი მძიმე თეორიტიკულმა მუშაობამ გამოიღო, რომელიც კრიტიკის დასამარცხებლად გახდა საჭირო. კრიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მთაზე აცოცება არ ღირს, ვერ აფასებენ ეკონომისტების მიერ დაპყრობილ სიმაღლეებს.
მთის ორმაგ გამოსახულებას უფრო შორს მიმავალი და შემაშფოთებელი მნიშვნელობა აქვს. ერთი მთის მწვერვალიდან მეორეზე გადასვლისას ეკონომისტები მრავალ სიმაღლეს დაკარგავენ. შესაძლებელია, ისინი იძულებულნი გახდნენ გვერდზე გადადონ მათი საყვარელი მეთოდები და კითხვები. ალბათ, ეს პერსპეტივა ხსნის ახალი ეკონომიკური აზროვნების მიმართ გაწეულ წინააღმდეგობებს. ეკონომისტები ყველა გზით ცდილობენ ჩაებღაუჭონ ყველა შეხედულებას და მხოლოდ ის გამოიყენონ, რომელსაც თვითონ აღიარებენ.
მაგალითად, პრეზუმპცია, რომ ეკონომიკური სიცოცხლე მეორდება, საფეხურეობრივად იმ მოსაზრებაში გადაიზარდა, რომ სტატისტიკური სამუშაოები იოლია. როდესაც ეკონომისტი ემოციებს აბალანსებს, მთავარი მიმდინარეობის მიმდევარი ეკონომისტი მის მისაღებად მზადაა, მაგრამ ისინი ღელავენ, რომ არაკონკრეტულ გზაზე ჩამოვარდნა მანამდე მოუწევთ, სანამ კარგად დაეუფლებიან ალტერნატიულ ილეთებს და ტაქტიკას.
ზოგიერთ აპლიკანტს აინტერესებს, თუ როგრო გამოძვრება ეკონომიკა ამ ხეობიდან. თუ ეკონომიკას ისტორიული შემთხვევები მართავს და არა სამარადისო კანონები და რისკების გამოთვლა, მაშინ ეკონომისტებს ღირებული სათქმელი ძალიან ცოტა რჩებათ.
ერთი მომხსენებლი ამტკიცებდა, რომ ეკონომისტებმა თავი უნდა დაანებონ წინასწარმეტყველებას და ახსნაზე გადავიდნენ, რათა მოახდინონ იდენტიფიკაცია, თუ სად და როდის არის მოსალოდნელი მიწისძვრა.
მაგრამ ოპტიმისტები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია მიღწევების დაკარგვის თავიდან აცილება, თუ აშენდება ხიდი, რომელიც დააკავშირებს იმ მთის მწვერვალს, სადაც ეკონომისტები არიან იმ მთის მწვერვალთან, სადაც მათ სურთ ყოფნა. მარკუს ბრუნერმაიერი პრისტონის უნივერსიტეტიდან, რომელიც ახალ ეკონომისტთა შეხედულებების უნივერსიტეტის საკონსულტაციო ჯგუფის წევრია, ცდილობს გააერთიანოს ფინანსური წესრიგის რღვევის უფრო მდიდარი მოდელი სტანდარტულ მაკროეკონომიკურ მოდელთან კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორ უაიულაი სანიკოვთან ერთად. რადიკალური იდეების მქონე ჯოზეფ სტიგლიტსი, რომელიც ასევე, საკონსულტაციო საბჭოს წევრია, წინააღმდეგია დააკონსერვონ, რაც შეიძლება მეტი კრიტერიუმი. ის ამტკიცებს, რომ შესაძლებელია კრიზისის დროს ბევრი სირთულის მიზეზის ახსნა რაციონალური მოლოდინის მოდელზე დაყრდნობით, სადაც ყველამ იცის თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ყველამ იცის.
გამოაქვეყნე, თორემ შეგაჩვენებ
ინსტიტუტის დაარსებამდე, მისმა დირექტორმა, რობერტ ჯონსონმა, შეისწავლა ის სტიმულები, რომლებიც პროფესიას მართავენ. წარმატება დამოკიდებულია რამდენიმე პრესტიჟულ ჟურნალში გამოქვეყნებაზე. ნობელის პრემიის ერთმა მფლობელმა, რომელიც ინსტიტუტის წევრია, დირექტორს უთხრა, რომ მან მაკროეკონომიკის სწავლება შეწყვიტა, რადგან ფიქრობდა, რომ არასტანდარტული მიდგომა მის სამსახურეობრივ პერსპექტივას დააზიანებდა.
ქოლანდერი მიიჩნევს, რომ გამოქვეყნების მუდმივობა ახალგაზრდა ეკონომისტებს უბიძგებს მოაგვარონ სერიოზული პრობლემები, იმის მაგივრად, რომ შორიდან დასვან დიდი კითხვები და მიიღონ არასწორი პასუხები. ერთ სტუდენტს, რომელსაც წიგნზე მუშაობა სურდა, უთხრეს, რომ ერთი წიგნი მას ზიანს არ მოუტანდა, მაგრამ მან არ უნდა იმუშაოს მეორე წიგნზე. ამბიციური ახალგაზრდა ეკონომისტები მოვალენი არიან დაამტკიცონ, რომ ისინი მათ მეტოქეებზე უკეთესი მცოცავები არიან, ხოლო თუ რაზე ცოცდებიან ისინი, ეს მეორეხერისხოვანი კითხვაა.
სოროსი იმედოვნებს, რომ მისი თავდებობა სტიმულების შეცვლის საწინდარი იქნება. არის საკმარისი ფული სხვაობის გასაკეთებლად? ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც ფედერალური კვლევის გრანტებს ანაწილებს, დაახლოებით 20-ჯერ მეტს ხარჯავს სოციალურ კვლევებთან შედარებით. ჩიკაგოს უნივერსიტეტში 19,6 მლნ დოლარი დაიხარჯა 2007 წელს სოციალური საკითხების კვლევებზე. 1988 წელს რაიმონდ სოერმა კლემსონის უნივერსიტეტიდან გამოითვალა, რომ წამყვან ჟურნალებში პუბლიკაციების განთავსება დღევანდელი ფასებით, 3600 დოლარს ჰმატებდა ეკონომისტის წლიურ ხელფასს, ახლა კი 30 წლის ეკონომისტი ერთ სტატიაში 108,000 დოლარს იღებს.
სტანდარტების მიხედვით, სოროსი ძალიან ბევრს ხარჯავს 463 ახალგაზრდა ეკონომისტის დასარწმუნებლად, შეისვენონ და უფრო მეტი დრო დახარჯონ ეკონომიკაზე ფიქრში.