გამდიდრება კრიზისის დროსაც შესაძლებელია
რედაქციისგან
ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი კომპანია ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო, ბევრი გაკოტრდა და არსებობაც შეწყვიტა. მაგრამ არის იშვიათი გამონაკლისი კომპანიებისა, რომელთა ბიზნესიც წარმატებულია სწორი მენეჯმენტისა და კარგად გათვლილი სტრატეგიული სვლების წყალობით. ამის საუკეთესო მაგალითია კომპანია Live Nation Entertainment, რომლის შემადგენლობაშიც დღეს უკვე თიცკეტმასტერ-იც შედის. შოუ ბიზნესის სფეროში მომუშავე ორი უმსხვილესი ამერიკული კომპანია ახლა უკვე ერთ ძალად გვევლინება, სულ რაღაც 5 წლის განმავლობაში მისმა მესვეურებმა მოახერხეს და ახლა ისინი ბაზრის 80%-ს აკონტროლებენ. Live Nation Entertainment ცნობილ მომღერალთა სახელებითა და კონცერტების ორგანიზებით სოლიდურ შემოსვალს იღებს.
ყველაფერი არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 2005 წელს დაიწყო. მედიაჰოლდინგ Clear Channel Communications (CCC) მფლობელი, ლესტერ ლორი მეისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობიდან გადადგა და კომპანიის გენერალურ დირექტორად საკუთარი შვილი, მარკი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ 70 წლის მეისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი მხოლოდ ასკი არ ყოფილა. მისი კომპანია ბოლო წლების განმავლობაში კრიზისს განიცდიდა. 1999 წლიდან 2005 წლამდე CCC-ს კაპიტალი 85.5 მილიარდი დოლარიდან 25 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ვალმა კი, 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. მარკ მეისი შეუდგა კომპანიის რესტრუქტურიზაციას, პირველი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც მან კომპანიაში მისვლისას გააკეთა, იყო ის, რომ CCC-დან ცალკე გამოყო საპრომოუტერო კომპანია Clear Channel Entertainment. ასე ჩამოყალიბდა რამდენიმე წლის წინ Live Nation-ი რომელიც ახლა დამოუკიდებლად არსებობს, მისი აქციები განთავსებულია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. მართალია, ახლა Live Nation-ი აღარ ეკუთვნის მეისების ოჯახს, მაგრამ დირექტორის მრჩეველთა საბჭოში შედის მეისების მეორე ვაჟი, პანდალ მეისი.
გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, 5 წლის განმავლობაში Live Nation-მა მოახერხა და შეინარჩუნა ლიდერობა შოუ-ბიზნესსა და გართობის ინდუსტრიაში. დღეისათვის ის ცოცხალი კონცერტების ყველაზე დიდ ორგანიზატორად გვევლინება მსოფლიოში, რომელიც წელიწადში 22 000-მდე კონცერტს უწევს ორგანიზებას და მუშაობს 1.5 ათას მომღერალთან მსოფლიოს 57 ქვეყნაში, იმ ქვეყნებში, სადაც Live Nation-ს საკუთარი წარმომადგენლობა არ აქვს გახსნილი, ჰყავს ადგილობრივი პარტნიორები. ასე რომ, ამერიკული გიგანტი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ოპერირებს. კომპანიის ბაზაში დაახლოებით 50 მილიონი მელომანი რეგისტრირდება, სწორედ ისინი წარმოადგენენ ბიზნესის მამოძრავებელ ძალას და შემოსავლის მთავარ წყაროს.
კომპიუტერიზაცია და ინტერნეტი სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა, მოგებას კი ის ითვლის, ვინც დროს ფეხს უწყობს და ახალ გამოწვევებს ალღოს მალე უღებს. Live Nation-ში მხოლოდ შემსრულებლებთან დადებული ექსკლუზიური კონტრაქტებით, მათ ახალ ალბომებზე უფლებების ფლობით და ტურების ორგანიზებით არ შემოიფარგლებიან, რადგან, როგორც კომპანიის მენეჯერები აცხადებენ, ეს ჯერ კიდევ არ არის წარმატების გარანტია. ახალ გამოწვევებს ახალი სტრატეგია სჭირდება.Live Nation-ში კლიენტებს ხმის ჩამწერ სტუდიებსაც სთავაზობენ, რომლებიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, აქტიურად ეწევიან საორგანიზაციო და საპრომოუტერო საქმიანობას და, ასევე, ახალი ტალანტების ძიებას და აღმოჩენას მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის ტოპ-მენეჯერებმა თავიანთი საქმე ხუთიანზე რომ იციან, მხოლოდ იმ კონტრაქტების ჩამონათვალიც ადასტურებს, რომელიც მათ სხვადასხვა ვარსკვლავთან 2007-2008 წლებში დადეს. მაგალითად,მმადონამ Live Nation-თან 10-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, U2-2 – 12-წლიანს, რეპერმა Jay-Z-იმ და კანადურმა ჯგუფმა Nickelback-მა ასევე 10-10-წლიან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. ამასთანავე, ამერიკულმა ჟურნალმა “ბილბორდმა” 2009 წლის ყველაზე შემოსავლიან შემსრულებელთა სია გამოაქვეყნა, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ Lივე Nატიონ-თან თანამშრომლობს.
როგორც ექსპერტები და ანალიტიკოსები Live Nation-ის საქიმიანობაზე დაკვირვებისას აცხადებენ, გამოკვეთილია კომპანიის სტრატეგია – ისინი უპირატესობას ცოცხალი კონცერტების ორგანიზებასა და იქიდან მიღებულ შემოსავლებს ანიჭებენ, რადგან მსგავსი ღონისძიებები დაცულია გაყალბებისა და ე.წ. ინტერნეტმეკობრეობისაგან, რადგან, რაც არ უნდა ბევრი ეცადონ საავტორო უფლებების დაცვას, ეს ჩაწერილ სიმღერებსა და ალბომებზე ძირითადად ვერ ხერხდება, რადგან ინტერნეტ-საიტების “გატეხვა” და იქიდან სიმღერების ჩამოწერა პრობლემა აღარაა. ამიტომაც, Live Nation-ი ამ წელსაც ბევრ კონცერტს ჰპირდება მელომანებს ცოცხალი შესრულებით, მათ შორის, ისეთი ცნობილი ვარსკვლავების, როგორებიც არიან სტინგი, შაკირა, ავრილ ლავინი, კრისტინა აგილერა, Maroon 5 და სხვა.
კონცერტები კონცერტებად, მაგრამ არც მარტო ამაზე გაჩერება ღირს, მიიჩნევენ კომპანიის მენეჯმენტში. ამიტომაც, მათი კიდევ ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება არის ინტერნეტვაჭრობა. ინტერნეტ-კომერცია სულ უფრო წამყვანი ხდება Live Nation-ის საქმიანობაში, მას შემდეგ, რაც მან მიიერთა კომპანია თიცკმასტერ-ი, რომელიც ბილეთების გამყიდველი ნომერ პირველი ვებ-გვერდია და ნომერ მესამე მთლიანად ელექტრონულ ვაჭრობაზე ორიენტებულ საიტებს შორის. Live Nation-მა დაიკავა 37-ე ადგილი ელექტრონული საშუალებებით მოვაჭრე კომპანიებს შორის, ასევე, შედის ყველაზე პოპულარული მუსიკალური საიტების ათეულში. კომპანიის მესვეურები უნივერსალური ინტერნეტ მაღაზიის შექმნას გეგმავენ, როგორც მენეჯერები აცხადებენ, მხოლოდ მათ ვებ-გვერდზე განთავსებული ინტერნეტ რეკლამიდან უკვე მიიღეს 7 მილიონი დოლარის შემოსავალი და ელიან, რომ ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე სულ უფრო გაიზრდება.
2010 წლის იანვარში, Live Nation-მა და Ticketmaster-მა შერწყმის შესახებ გააკეთეს განცხადება. Ticketmaster-ი ბილეთების ბიზნესის ფლაგმანია, მისმა მოგებამ 2009 წელს 6 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაერთიანებულ კომპანიას Live Nation Entertainment-ი ეწოდა, ის მოგვევლინა, როგორც მუსიკალური ინდუსტრიის ახალი ლიდერი, მაშინ, როცა სხვა კომპანიები ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობენ, თუ რა სტრატეგია აირჩიონ და როგორ გაიტანონ თავი გლობალური ეკონომიკური რეცესიის დროს.
ეს, რაც შეეხება ერთი წარმატბული კომპანიის მაგალითს. როგორც სჩანს, კრიზისზე ხელი სხვა ბევრმაც “მოითბო””. როგორც World Wealth Report-ის მოხსენებაშია ნათქვამი (რომელსაც კომპანიების ჯგუფი Cap Gemini და საინვესტიციო ბანკი Merrill Lynch ყოველწლიურად ამზადებს), 2009 წელს მსოფლიოში მილიონერების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა და კრიზისამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
კვლევის ავტორებმა მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი აღმოაჩინეს, რომლებსაც მილიონ დოლარზე მეტი ქონება აქვთ. კრიზისულ 2008 წელს კი, მსოფლიოში მხოლოდ” 8.6 მილიონი მილიონერი იყო. ქონების შეფასებისას მკვლევარები მხოლოდ ინვესტირებულ აქტივებს” ითვალისწინებენ, რომლებსაც მიეკუთვნება, მაგალითად, ანგარიშებზე არსებული თანხები და ფასიანი ქაღალდები. ძირითადი საცხოვრებელი ადგილისა და კერძო კოლექციების ღირებულება მხედველობაში არ მიიღება.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება ჯამურად, 2009 წელს წინა წელთან შედარებით 18.9%-ით გაიზარდა და 39 ტრილიონ დოლარს მიაღწია. მილიონერების ყველაზე დიდი ნაწილი – 2.87 მილიონი ადამიანი აშშ-ში ცხოვრობს, მეორე ადგილზე 1.65 მილიონი ადამიანით იაპონიაა, მესამეზე კი, გერმანია, სადაც 861.5 ათასი მილიონერი ცხოვრობს.
კეთილდღეობის ყველაზე დიდი ზრდა World Wealth Report-ის მონაცემების მიხედვით, აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონის ქვეყნებში მოხდა, სადაც 3 მილიონი მილიონერი ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი შარშანდელ მონაცემს 26%-ით აღემატება და ევროპულ დონეს უტოლდება. ასეთი ნახტომი აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონმა, ძირითადად, ინდოეთისა და ჰონგკონგის წყალობით გააკეთა. შეგახსენებთ, რომ იგივე კვლევის თანახმად, 2008 წელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო – მაშინ მილიონერების რაოდენობამ 15%-ით დაიკლო, მათი ქონება კი, ჯამურად 20%-ით შემცირდა.