ენერგოსაწარმოების მშენებლობაზე განხორციელებული კერძო ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება

დავით ჯაფარიძე – სტუ-ის სრული პროფესორი, ზვიად გაჩეჩილაძე – დოქტორანტი

საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობის ზრდის პირობებში პრინციპულად მნიშვნელოვანია ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასების ოპტიმალური, საქართველოს პირობებთან ადაპტირებული მეთოდოლოგიის შემუშავება. ეს საკითხი დეტალურადაა განხილული [1] ნაშრომში, სადაც ავტორების მიერ შემუშავებულია ენერგეტიკულ საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასების განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებელი ტარიფების, ინფლაციის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსისა და დაგროვების ზრდის პროცენტის ცვალებადობის ფაქტორების გათვალისწინებით. ეს მაჩვენებელი ბაზირებულია დროის ლოკალურ პერიოდზე და დისიკონტირებული მაჩვენებლებისგან განსხვავებით, ადვილად ადაპტირებადია პროცესის დინამიკური განვითარების პირობებთან, ხოლო ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმად მიღებულია განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებლის დროში დადებითი ზრდის სიდიდე.

აღნიშნული სტატია ეძღვნება ექსპლუატაციაში მყოფი ენერგეტიკული საწარმოების მშენებლობაში ჩადებული კერძო ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასების განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებელის მრავალფაქტორიანი მათემატიკური მოდელირების პრობლემის გადაწყვეტასა და მიღებული მოდელების საფუძველზე, აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასებას. საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა ძირითადად ხორციელდება ეროვნული ან უცხოური კერძო ინვესტიციებით, ამდენად, საჭიროა შემუშავებულ იქნეს ინვესტიციების ეკონომიკური შეფასების განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებლის ორი მრავალფაქტორიანი მათემატიკური მოდელი:
1. ენერგეტიკული საწარმოების მშენებლობაზე, ეროვნულ ვალუტაში, განხორციელებული კერძო ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებელის მრავალფაქტორიანი მათემატიკური მოდელი;
2. ენერგეტიკული საწარმოების მშენებლობაზე, უცხოურ ვალუტაში, განხორციელებული კერძო ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებელის მრავალფაქტორიანი მათემატიკური მოდელი.
ენერგეტიკულ საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებლიდან [1] გამომდინარე, გარკვეული გარდაქმნების და ენერგეტიკული საწარმოების მშენებლობაზე ინვესტიციების ათვისების სპეციფიკის გათვალისწინებით, პირველი მათემატიკური მოდელი მიიღებს სახეს:

mecn-1

სადაც Wt – არის წარმოებული ელ.ენერგია; Yt – წარმოებული ელ.ენერგიის ტარიფი; Kt – ინვესტიციების მოცულობა t წელს; Kt – ძირითადი ფონდების ნარჩენი ღირებულება ტ წელს; APt – შემოსავლები არაეკონომიკური საქმიანობიდან t წელს;aH – წლიური ამორტიზაციის ნორმა; Ct – წლიური საოპერაციო ხარჯები ამორტიზაციის გარეშე; At – წლიური საამორტიზაციო ანარიცხები; Rt – დაგროვების რეალური წლიური განაკვეთი; T – ინვესტიციების ეფექტიანობის შეფასების საანგარიშო პერიოდი; Tc – ინვესტიციების განხორციელების პერიოდი; Jt – ინფლაციის წლიური ტემპი; EH.t – აქტივების რენტაბელობის სიდიდე, რომლიც განისაზღვრება ცალკეული ობიექტებისათვის, სემეკ-ის მიერ დადგენილი ფონდამონაგების განაკვეთით [5].
როდესაც ენერგეტიკული საწარმოს მშენებლობა უცხოური ინვესტიციებით წარმოებს, მაშინ ეფექტიანობის შეფასების განზოგადებული მაჩვენებელის განსასაზღვრავად ფულადი ნაკადები საჭიროა გამოითვალოს ეროვნულ ვალუტაში და შემდგომ გადაყვანილი უნდა იქნეს შესაბამის უცხოურ ვალუტაში [12]. გადაყვანის ფორმულას აქვს სახე:

mecn-2<br?
სადაც AIo.I.t არის ფულადი ნაკადები საპროგნოზო ფასებში; IB.K.t – სავაუტო კურსის ცვალებადობის ინდექსიt წელს; IS.t – უცხოური ვალუტის ინფლაციის ინდექსი t წელს; Z0 – ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ბაზისურ პერიოდში.
ფულადი ნაკადები საპროგნოზო ფასებში გამოითვლება გამოსახულებით:
(2) და (3) გამოსახულებების გათვალისწინებით, უცხოური კერძო ინვესტიციებით, ენერგოსაწარმოების მშენებლობის ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებელი გამოითვლება შემდეგი გამოსახულებით:

3

4

5

6

7

8

საქართველოს ენერგეტიკული საწარმოების მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების სამომავლო ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასებისათვის აუცილებელია განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებლით გათვალისწინებული ფაქტორების განვლილი პერიოდის მონაცემების ანალიზი და საშუალოვადიან პერიოდში მათი ცვალებადობის პროგნოზირება. ცხრილ 1-ში წარმოდგენილია აღნიშნული ფაქტორების 2005-2009 წლების დინამიკა.
ცხრილი 1-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ექსტრაპოლაციის მეთოდის გამოყენებით, მიღებულია ინფლაციის, ბანკების სადეპოზიტო განაკვეთის და აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის პროგნოზირების განტოლებები.
ბანკების სადეპოზიტო განაკვეთის პროგნოზირების განტოლებას აქვს შემდეგი სახე:

Y=0.98929(Y-1) – 0.79887(Y-2)+10.379456, (5)

სადაც Y-1 არის წინა წლის მნიშვნელობა; Y-2 – ორი წლის წინა მნიშვნელობა.
ინფლაციის საპროგნოზო პარამეტრები განისაზღვრება ფორმულით:

Y=0.766959ტ-0.8946(Y-1)+200.2029, (6)

სადაც ტ არის შესაბამისი წელი, ხოლო Y-1 არის წინა წლის მნიშვნელობა.
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის პროგნოზირებისათვის მიღებულია შემდეგი განტოლება:

(7)
სადაც t არის საანგარიშო წლის ნომერი.
მიღებული განტოლებების საფუძველზე განსაზღვრულია ინფლაციის, ბანკების სადეპოზიტო განაკვეთებისა და აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის საშუალოვადიანი საპროგნოზო პარამეტრები. ანგარიშის შედეგები ასახულია 1- გრაფიკზე.

ელექტროენერგიის ტარიფების ცვალებადობის ფაქტორის პროგნოზს საფუძვლად სემეკის დადგენილება დაედო [7].
მიღებული მათემატიკური მოდელების (1, 4) პრაქტიკაში გამოყენების მიზნით საქართველში უახლეს წარსულში აშენებული ელექტროსადგურის – სს “ენერჯი ინვესტის” აირტურბინის მაგალითზე შეფასებულია უცხოური ინვესტიციის ეკონომიკური ეფექტიანობა. ანგარიშისათვის აუცილებელი საწყისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ადგილზე შესწავლილ იქნა სადგურის 2005-2009 წლების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ელექტროსადაგურის ძირითადი საპროექტო მახასიათებლები მოცემულია მე-2 ცხრილში.

სემეკის მიერ განსაზღვრულია სს “ენერჯი ინვესტის” აირტურბინის სარეზერვო ენერგიისა და წარმოების ზღვრული ტარიფები საშუალოვადიან პერიოდში [7]. ტარიფები მოცემულია მე-3 ცხრილში.

ადგილზე მოპოვებული ეკონომიკური ინფორმაციის, ასევე ცხრილების (1,2,3) და მე-2 გრაფიკის მონაცემების გათვალისწინებით, შესრულდა სადგურზე განხორციელებული ინვესტიციების ეფექტიანობის გამოსათვლელი საწყისი ეკონომიკური ინფორმაციის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში. საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის თანახმად [13], აირტურბინა მიჩნეულია სასისტემო რეზერვის წყაროდ უახლოეს წლებში, რამაც გავლენა მოახდინა პროგნოზირებისათვის საჭირო საწყის ეკონომიკურ ინფორმაციაზე. (იხ. ცხრილი #4).

(4) გამოსახულებაში მე-4 ცხრილის მონაცემების შეტანის შემდეგ ეფექტიანობის განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებლის ანალიზი დინამიკაში ნაჩვენებია მე-2 გრაფიკზე. როგორც გრაფიკიდან ჩანს, სადგურის მშენებლობისას განხორციელებული ინვესტიცია ეფექტურად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც 2010 წლისათვის ინვესტიცია სრულად გამოსყიდულია და ეფექტიანობის მაჩვენებელი აგრძელებს დადებითი ზრდის ტენდენციას.

9

10

11

12

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობის საბოლოო პროექტი მოიცავდა კომბინირებული ციკლით მომუშავე ატდ-ის მშენებლობას (იხ. ცხრილი 1). ამჟამად მოქმედ აირტურბინებზე, საქვაბე დანადგარის დამონტაჟების შემთხვევაში, გაზის იგივე დანახარჯის პირობებში, დადგმული სიმძლავრის მატება მიიღწევა ატდ-ის მიერ ჰაერში გამოტყორცნილი ნამწვი აირების ბოილერში მაღალი ტემპერატურული ორთქლის მიღებით. საქვაბე დანადგარის დაყენების შეფერხება იმან გამოიწვია, რომ სადგური ამჟამად უზრუნველყოფს სასისტემო რეზერვს და წლის მანძილზე ძირითადად გაჩერებულია მარქაფში. 2013 წლისათვის გარდაბანი-ახალციხე-თურქეთის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის მიზანშეწონილია მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე სათბობზე მომუშავე ელექტროსადგურის ბაზისურ რეჟიმში მუშაობა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ინტერესმოკლებული არ იქნება ატდ-ის საქვაბესთან კომბინირების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება, განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებლის გამოყენებით.
საქვაბის დამატება მოქმედ ატდ-ზე მოითხოვს დაახლოებით 55 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას. ეფექტიანობის გამოთვლისათვის საწყისი საპროგნოზო ეკონომიკური ინფორმაცია მოცემულია მე-5 ცხრილში. გაანგარიშებას საფუძვლად უდევს წარმოების მოცულობის, ძირითადი ფონდების ღირებულებისა და საექსპლუატაციო ხარჯები, აგრეთვე საინვესტიციო ბიზნეს-გეგმის პროგნოზული მონაცემები.

ფორმულაში (4) მე-5 ცხრილის მონაცემების შეტანის შემდეგ კომბინირებულციკლიანი ატდ-ის საინვესტიციო პროექტის ეფექტიანობის შეფასების განზოგადებულ ინტეგრალურ მაჩვენებელს მთლიანობაში ექნება მე-3 გრაფიკზე წარმოდგენილი სახე, საიდანაც ჩანს, რომ 2012 წელს განხორციელებული რეინვესტიციის გამო, ეფექტიანობის მაჩვენებელს აქვს ჩავარდნა, თუმცა შემდეგ კვლავ სწორხაზოვნად იზრდება.

როგორც ცნობილია, საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფის განსაზღვრის ამოსავალ პრინციპად მიჩნეულია მწარმოებლის მიერ გაწეული მომსახურების სრული ღირებულება. გრაფიკ #4-ზე მოცემულია მოქმედი ატდ-სა და ორთქლაირული კომბინირებული ელ.სადგურის მიერ ერთობლივ შემოსავალის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების (თვითღირებულება) შედარებითი ანალიზი ერთეულ კვტ.სთ-ზე.

შესრულებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მიუხედავად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტისა, კომბინირებულციკლიან ატდ-ის ტარიფის სტრუქტურაში ძირითადი წილი უკავია ბუნებრივი გაზის საფასურს. ამიტომ, ტარიფის ოპტიმალური სტრუქტურის განსაზღვრისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყოველი გამომუშავებული ერთეული ელექტროენერგიის მინიმალური პირობითი საწვავის ოდენობის დადგენას უმცირესი შესაძლო ღირებულებით. აქედან გამომდინარე, მაღალი მქკ-ს მქონე თბოსადგურისათვის ბუნებრივი გაზის შეღავათიან პირობებში მიწოდების შემთხვევაში ბაზისურ რეჟიმში მომუშავე კომბინირებული ატდ-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, სხვა თბოსადგურებთან შედარებით, დაბალი დანახარჯების, ელექტროენერგიის დანაკარგების არარსებობის, უმნიშვნელო საკუთარი მოხმარებისა და მაღალი საიმედოობის (0.98 – 0.99%) გამო კონკურენტუნარიანი იქნება ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიმართ. ამასთან, ასეთი მახასიათებლების მქონე თბოელექტროსადგურის ფუნქციონირება ბაზისში გაზრდის საქართველოს ელექტროსისტემის მდგრადობას.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან საქართველოში გაზის იმპორტი, გარდა რუსეთისა, დაიწყო აზერბაიჯანიდანაც, რომლის ფასი რუსულ გაზთან შედარებით მნიშვნელოვანად დაბალი იყო – B120 $/1000მ3-ზე ძველი მილსადენით და 55 $/1000მ3-ზე, შახდენიზის საბადოდან, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით. სემეკ-ის მიერ განისაზღვრა რუსული და აზერბაიჯანული გაზის საშუალო შეწონილი ფასი – 167$/1000მ3-ზე და თბოელექტროსადგურებისათვის 143$/1000მ3-ზე (დღგ-ს გამოკლებით) [7,15], მაგრამ რუსული გაზის იმპორტი მალევე გამოირიცხა ენერგეტიკული ბალანსიდან, თუმცა დადგენილი საფასური უცვლელი დარჩა.
საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის პროგნოზზე დაყრდნობით, როდესაც სრულად ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, 2012 წლიდან საქართველოს ექნება ჯამში 500 000 მ3 ბუნებრივი გაზის შეღავათიან ფასებში (64.2$) მიღების შესაძლებლობა [13], რასაც დაემატება დაახლოებით ამავე მოცულობის უსასყიდლო ბუნებრივი გაზი და დაახლოებით 200 – 250 მლნ მ3 ბუნებრივი გაზი ჩრდილო-კავკასიური მილსადენიდან. ზემოთ მოყვანილი ანალიზიდან ჩანს, რომ სადგურის ბაზისურ რეჟიმში მუშაობა შესაძლებელია სემეკის მიერ დადგენილი წარმოების ტარიფთან შედარებით დაბალ ტარიფში.
მე-5 გრაფიკზე წარმოდგენილია კომბინირებულციკლიანი atd-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის თვითღირებულების ანალიზი გაზის სხვადასხვა ფასის მიხედვით.

კომერციული და შეღავათიანი პირობებით შესყიდული, ასევე ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი გაზის მოცულობის რაციონალური მართვით შესაძლებელია ქვეყნის შიგა ბაზარზე მოწოდებული ბუნებრივი გაზის გასაშუალებული საბითუმო ღირებულების მნიშვნელოვანი შემცირება. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალეფექტური თბოელექტროსადგურისათვის ბუნებრივი გაზის 143 $/1000მ3-ის ნაცვლად 80 $/1000მ3-ად მიწოდების შემთხვევაში ქვეყანა გაზის რეალიზაციიდან შემოსავლის დანაკლისს სრულად აინაზღაურებს მოგების გადასახადიდან მიღებული დამატებითი შემოსავლებით და ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდით.
ჩატარებული კვლევის შედეგად:
1) შემუშავებულია საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში ჩადებული ეროვნული და უცხოური კერძო ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასების განზოგადებული ინტეგრალური მაჩვენებლის მრავალფაქტორიანი მათემატიკური მოდელები.
2) მიღებული მოდელების საფუძველზე შეფასებულია საქართველოში უახლესი მაღალტექნოლოგიური აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობა.
როგორც ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, ამჟამად მოქმედ აირტურბინულ ელექტროსადგურში ჩადებული ინვესტიციების მაღალი ეფექტიანობის მიღწევა ძირითადად მოხერხდა სემეკის მიერ სარეზერვო სიმძლავრისა და ელექტროენერგიის წარმოების მაღალი ზღვრული ტარიფის დაწესებით. ამასთან, მოქმედი ატდ-ს კომბინირებული ციკლით მუშაობის შემთხვევაში 1 კვტ.სთ ენერგიის თვითღირებულება მცირდება დაახლოებით 2 თეთრით, ბუნებრივი გაზის იგივე საფასურის პირობებში. შესრულებული კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ სადგურის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციის მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტიანობა მიიღწევა ატდ-ისა და საქვაბის კომბინირებული ფუნქციონირებით ბაზისურ რეჟიმში.