ბანკების ახალი მარწუხი

მოამზადა ნინო არველაძემ 

ორი წლის წინ “ლე-ჰმან ბროზერს”-ის კოლაფსმა მსოფლიო ეკონომიკას საშიში პერიოდის დასაწყისო ამცნო. ბანკები ერთი მეორის მიყოლებით კოტრდებოდნენ ან გაკოტრების პირას იმყოფებოდნენ, მარეგულირებლები ღელავდნენ, რომ ბანკომატები აქტივობას შეწყვეტდნენ და კომპანიები ხელფასების გაცემას ვეღარ შეძლებდნენ. მსოფლიოში მეორე, დიდი დეპრესიის ნაბიჯების ხმა ისმოდა. ბანკების დასახმარებლად განსაცვიფრებელი სახსრები გაიღეს, მათ შორის, სახელმწიფო გარანტიები, ნაწილობრივი ნაციონალიზაცია, ნულს მიახლოვებული საპროცენტო განაკვეთები და მასიური ფისკალური დეფიციტები. 

      ბანკების კაპიტალის მოთხოვნების ახალი რეგულაციები, რომელიც ბაზელ III-ის სახელითაა ცნობილი, საზოგადოებამ სექტემბრის შუა რიცხვებში გაიცნო. მას მსხვილი ბანკები ახალ მონოპოლისტურ პოზიციაზე აჰყავს. ახალ ჩარჩოში კაპიტალი, ე.წ ძირითადი კაპიტალი, რამაც, სავარაუდოდ, აქტივები უნდა გაამყაროს, რომელიც ბანკებს უნდა გააჩნდეთ გასესხების აქტივობის პარალელურად, 2004 წელს ბაზელ II-ის მიერ დადგენილი 2%-დან 7%-მდე გაიზრდა. ახალი წესები ძალაში 2019 წლის 1 იანვარს შევა. იმ ფულის დამსახურებით, რომელიც ბანკებმა მთავრობებისგან ფაქტიურად უსასყიდლოდ მიიღეს, მსხვილი ბანკების უმეტესობის ძირითადი კაპიტალის წილი 7%-ია ან ამ მაჩვენებელს აღემატება. აქედან გამომდინარე, რეგულირება უმეტესად მომცრო ინსტიტუტებს შეეხებათ. 14 სექტემბერს Fინანციალ თიმეს-ში აღინიშნა, რომ ბაზელ III ქმნის ძლიერ ბარიერებს მსხვილი ბანკების მონოპოლისტურ პოზიციებზე გასვლის გასაძლიერებლად, რომლებიც შერბილებულ წესებს დაექვემდებარებიან მთელი გარდამავალი ფაზის განმავლობაში 2019 წლამდე. 2007 წლის საკრედიტო ბუშტის კოლაფსმა აჩვენა, რომ მსხვილის სოლიდურთან და უსაფრთხოსთან გათანაბრება სახიფათო შეცდომაა. აშშ-ში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში კრიზისმა სწორედ მსხვილი ბანკებიდან და უმსხვილესი ფინანსური კომპანიებიდან აიღო სტარტი. ბაზელ III-ის მიხედვით, დამცავი ფარია ბანკების ძირითადი კაპიტალის 7%, რომელიც იზომება კაპიტალის წონით ვალების ინსტრუმენტებისა და სხვა რისკიანი აქტივების წინააღმდეგ. ფინანსური კრიზისების მთელი ისტორია ცხადყოფს, რომ აქტივების ღირებულება, რომელიც ძალიან უსაფრთხოდ მოიაზრებოდა, თვალის დახამხამებაში ორთქლდებოდა. “ნორმალურ” დროებაში შესაძლებელია კაპიტალის ვალებისა და რისკიანი პროდუქტებისგან განცალკევება, ფინანსური კრიზისი კი სისტემური პროცესების გარდატეხის მომენტია, სადაც “ნორმალური” დროების აღქმა იცვლება. სტაბილური “ნორმალურობა” არ არსებობს, რის გამოც შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, თუ რას წარმოადგენს უსაფრთხო აქტივი. უფრო მეტიც, ფინანსური სპეკულაციები და არასტაბილურობა ბაზელ III-ის წესებში ბუდობს, რომელიც ნებას რთავს ბანკს მათი ძირითადი კაპიტალის დონის მოცულობასთან შედარებით 33-ჯერ ნაკლები სესხი გასცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ღირებულების სულ რამდენიმე პროცენტიანი ვარდნა ფარს დაადნობს და გაბანკროტებას გამოიწვევს. 
      გამკაცრებული წესების წინააღმდეგ ყველაზე აქტიური ოპოზიცია საფრანგეთში, გერმანიასა და იაპონიაშია. საფრანგეთმა დროს გაუსწრო და ისიც კი მოახერხა, რომ უხვი 33-ჯერ გასესხების ლიმიტი ყველა ბანკისთვის სავალდებულო გახადა. 2009 წელს, ლონდონის დიდი ოცეულის შეხვედრაზე, პარიზი და ბერლინი ენერგიულად ასაბუთებდნენ ახალ გამკაცრებულ დირექტივებს. მათი მთავრობები “პოპულისტურ მოდაში” ჩაებნენ შიდა მოხმარებისთვის, მაგრამ მათ ასევე სწამდათ, რომ მათი კუთვნილი ბანკები, კაპიტალის კუთხით, აშშ-ის ბანკებთან შედარებით უფრო კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მიიჩნევდნენ, რომ გამკაცრებული წესები საფრანგეთისა და გერმანიის ბანკებს გლობალურ უპირატესობას მიანიჭებდა. ლონდონის შეხვედრის შემდეგ, როდესაც კრიზისმა ფრთა გაშალა, აღმოჩნდა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ბანკები ტოქსიკურ აქტივებში იხრჩობიან. ევროპის კავშირის მიერ ახლო წარსულში ჩატარებული რთული აქტივების ტესტი ფარსით დასრულდა: რამდენიმე გერმანულმა ბანკმა ტესტის წარმატებით გავლის მიზნით, ტოქსიკური პროდუქტი დამალა. მნიშვნელოვანია, რომ ბუნდესბანკმა და ბერლინის მთავრობამ დამალეს ბანკების თაღლითობა და განაცხადეს, რომ საკითხი მთავრობას ეკუთვნის. დერივატივების მიერ შექმნილი ტრადიციული ტოქსიკური ნარჩენების გარდა, საფრანგეთისა და გერმანიის ბანკებს საბერძნეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის სახაზინო ვალდებულებების მსხვილი ოდენობა აქვთ, რაც ბერლინის მიერ საბერძნეთის ვალებთან მიმართებაში გატარებულ პოლიტიკაში რისკიან და მყიფე ინსტრუმენტად გადაიქცა, შედეგად კი, მთელს ევროპის კავშირში ფისკალური პოლიტიკების მკვეთრი შეკუმშვა გამოიწვია. ასე რომ, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს აღარ სურთ წესების გამკაცრება, არამედ სურთ ნება დართონ ბანკებს იმოქმედონ სრულ გაურკვევლობაში. ბაზელ III-ის დირექტივები არ შეიცავს სერიოზულ მითითებას, თუ როგორ უნდა გადაწყდეს დერივატივების პროდუქტების საკითხები, რომლებიც აქციათა პაკეტში კვლავ მრავლდება. ბაზელ III მსოფლიო მონოპოლიურ ბანკებს ორი ძირითადი დებულებით აწყნარებს. არ არსებობს ლიმიტი დივიდენდებისა და ბონუსების მოკლევადიან პირობებში მაქსიმალიზაციის პოლიტიკაში, უფრო მეტიც, სწორედ იმიტომ, რომ ის ამყარებს უმსხვილესი ერთეულების ოლოგოპოლიურ პოზიციას, ბაზელ III პრაქტიკულად ახდენს “სისტემური” ბანკების (ძალიან მსხვილი და ამიტომ კრახისგან დაზღვეული) პრინციპის ინსტიტუციონალიზაციას. რაც იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება კერძო ბანკებში საჯარო ფინანსების თავისუფალი გაღება, რადგან კრიზისული მდგომარეობა არ ქრება. 
      ბაზელ III-ის შეთანხმების ფორმულირება მოახდინა საერთაშორისო რეგულირების ბანკის საბჭომ, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში. შეთანხმებები, რომელიც ბაზელ I, II და III-ის სახელით არის ცნობილი, უკავშირდება მცდელობას, რომელიც საზღვრავს ფინანსური კრიზისისგან ბანკების დაცვის კრიტერიუმებს. ბაზელ I-ის ფორმულირება 1988 წელს მექსიკის კრიზისის კვალდაკვალ მოხდა, “ყველასთვის გასაგებად” მონათლული ბაზელ II-ის კრიტერიუმები 2004 წელს აზიის, ბრაზილიის, არგენტინის და რუსეთის 1997-2000 წლების კრიზისს და იაპონიის ბანკების მიერ აღმოსავლეთ აზიისთვის “ცუდი” სესხების გაცემას მოჰყვა. “ყველასათვის გასაგები” ბაზელ II-მა მხოლოდ 3 წელიწადს გასძლო და ცხადია, რომ ბანკები ვერ დაიცვა ფასიანი ქაღალდების ფასების დაწევისგან და გაურკვევლობისგან. 
      ევროპელი 
      ანალიტიკოსების შეფასება 
      ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ახალი წესები საბანკო ინდუსტრიას შეაზანზარებს და შესაძლებელია ევროპელი გამსესხებლები აიძულოს ნაღდი ფულის მოცულობა გაზარდონ და დაბრუნებები, დივიდენდები და გადახდები სულ მცირე მომდევნო 2 წლის განმავლობაში შეზღუდონ. ბაზელ III შეიძლება შოკი აღმოჩნდეს. ახალი წესების მიხედვით, შესაძლებელია, ბანკის სიძლიერის მთავარი საზომი – ძირითადი კაპიტალი Lloyds Banking Group-ისათვის 4%-მდე შემცირდეს, Barclays-ათვის 17 მლრდ გირვანქა სტერლინგის კაპიტალის გარღვევა აღმოჩნდეს დაHSBC-ი და BNP Paribas-ი სერიოზულად დააზარალოს. Credit Suisse-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბაზელ III-ის მიერ გამოწვეული ცვლილებები შესაძლებელია ევროპულ ბანკებს 139 მლრდ ევრო (195 მლრდ აშშ დოლარი) დაუჯდეთ და მათი საშუალო სააქციო ძირითადი კაპიტალის წილი 8,1%-მდე დაიყვანოს 9,6%-დან 2012 წლის დასასრულისთვის. ცხადია, რომ კაპიტალის რეგულირების ახალი წესები ინდუსტრიისათვის გადამწყვეტი თამაშია. 
      საგადასახადო კრიზისსა და აშშ-ის მიერ შეთავაზებულ “უოლკერის გეგმას” საბანკო სისტემის შეცვლა შეეძლო, მაგრამ, როგორც სჩანს, ბაზელ III უფრო ძლიერად და ხანგრძლივად შეცვლის ევროპულ ბანკებს. მარეგულირებლებს ბანკების კაპიტალის ხარისხისა და მოცულობის გაზრდა სურთ, რითაც ისინი ბალანსის სირთულეებისა და არათანმიმდევრულობის გამოსწორებას ცდილობენ. იდეალურ შემთხვევაში, კაპიტალი აჩვენებს, თუ რა საყრდენი გააჩნია ბანკს დეპოზიტორების დასაცავად და ბოლო 18 თვის განმავლობაში მათთვის გაღებული სახსრების გადასარჩენად. 
      ორმაგი დარტყმა ბარკლაისთვის 
      ბანკის მთავარი საზომი რისკიანი აქტივების გასანეიტრალებლად ძირითადი კაპიტალია, ბაზელ III-ის წინადადებით, კაპიტალის წილი ორ ფრონტზე ნაწილდება: ნუმერატორი მცირდება კაპიტალის შემცირებისას და დენომინატორი მკვეთრად იზრდება, როდესაც აქტივების რისკის დონე მატულობს. ბაზელ III-ის მიხედვით, ბანკებს შიდა აქციონერების კაპიტალის, ფინანსურ განყოფილებებში ინვესტიციების, ნეგატიური “ხელმისაწვდომი გაყიდვების მარაგების”, საპენსიო ფონდების და სხვა სფეროების კაპიტალის შემცირება უწევთ. შესაძლებელია აიწიოს რისკიანი აქტივების მოცულობა, რადგან ბაზელ III გაყიდვების პორტფელსა და სუბაგენტების დაუბრუნებელ ვალდებულებებს რისკიანად აფასებს. ამ შემთხვევაში, ბარკლაის ბანკს ძირითადი კაპიტალის წილის გამოსასწორებლად, რომელიც 5%-მდე შემცირდება, 17 მლრდ გირვანქა სტერლინგი დასჭირდება. გაერთიანებული სამეფოს ბანკების კაპიტალი დაახლოებით 11 მლრდ გირვანქა სტერლინგით ნაკლებს შეადგენს ახალი წესების მიხედვით. რისკიანი აქტივების მოცულობა კი 135-165 მლრდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. მთავარი კომფორტი ბანკებისთვის ის არის, რომ ახალი წესები ძალაში 2 წლის შემდეგ შევა, ამიტომ, ბარკლაის შეუძლია შუაზე გაყოს მისი კაპიტალის წილი და ბლექროქში გადაისროლოს. ის, ამ გზით, 20 მლრდ გირვანქა სტერლინგის გამომუშავებას შეძლებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში, ასე ვარაუდობენ ანალიტიკოსები. 
      ფაქტია, რომ ყველა ბანკს ქამრების შემოჭერა მოუწევს, რაც 2012 წლისთვის ბაზელ III-იმ მიერ გამოწვეული შოკის რისკს შეამცირებს. 
      გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ბანკების გასაჭირი 
      ახალი წესები ყველაზე მეტად ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბანკებს გაუჩენს საფიქრალს: Credit Agricolesძირითადი კაპიტალის წილი 5%-ზე დაბალი იქნება, Lloyds – 4.4%, HSBC – 6%. ზოგიერთი ბანკი კი, ცვლილებიდან სარგებელს მიიღებს: Santander, UBS, Standard Chartered, DnB NOR, Nordea, ბაზელ II-ის მიხედვით, მოთხოვნილზე მეტ ძირითად კაპიტალს ფლობენ. 
      ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არც ერთ რეგულატორს და ქვეყანას არ აქვს საბანკო სისტემის მოკვლის სურვილი, მაგრამ მათ სურთ ხმამაღალი გზავნილით გააფრთხილონ ბანკები წინდახედულად მართონ საკუთარი კაპიტალი, მათ მოუწევთ 20-30 წლით უკან დაბრუნება, სწორედ იმ დროში, როდესაც ისინი მიმზიდველ და დაუცველ სესხებს გასცემდნენ, ბაზელ III ბევრ ბანკს მოუტანს სირთულეს გამჭვირვალობის სანაცვლოდ.
ბაზელ III-ის ძირითადი პრინციპების 
      შედარება ბაზელ II-თან 
      ძირითადი კაპიტალი
ა1. ბაზელ II 
      ძირითადი კაპიტალის წილი = 4% 
      მთლიანი ძირითადი კაპიტალის წილი = 2%
სხვაობა მთლიანი 8%-იანი კაპიტალის მოთხოვნასა და ძირითადი კაპიტალის მოთხოვნას შორის შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს ბანკის კაპიტალის ადექვატურობასთან, რომელიც მოიცავს აღიარებულ მარაგებს, საერთო ზარალის მარაგებს და სუბორდინებული პირობის ვალებს. 
      ა2. ბაზელ III 
      ძირითადი კაპიტალის წილი = 4% 
      მთლიანი ძირითადი კაპიტალის წილი (საერთო კაპიტალი გამოქვითვის შემდეგ) = 4,5% 
      მთლიანი ძირითადი კაპიტალის წილი (საერთო კაპიტალი გამოქვითვის შემდეგ) 2013 წლამდე = 2% 
      1 იანვარი 2013 = 3,5%, 1 იანვარი 2014 = 4%, 1 იანვარი 2015 = 4,5% 
      სხვაობა მთლიანი 8%-იანი კაპიტალის მოთხოვნასა და ძირითადი კაპიტალის მოთხოვნას შორის შეიძლება შეთავსდეს ბანკის კაპიტალის ადექვატურობასთან, რომელიც მოიცავს აღიარებულ მარაგებს, საერთო ზარალის მარაგებს და სუბორდინებული პირობის ვალებს.
ბ. კაპიტალის შენარჩუნების ბუფერი
ბ1. ბაზელ II 
      არ არსებობს კაპიტალის შენარჩუნების ბუფერი
ბ2. ბაზელ III 
      ბანკებს მოეთხოვებათ კაპიტალის შენარჩუნების ბუფერი 2,5%-ზე შეინარჩუნონ, რათა გაუძლონ მომავალ მძიმე პერიოდებს, რომელიც მთლიანი საერთო კაპიტალის მოთხოვნებს 7%-მდე ჩამოიყვანს. 2,5%-იანი კაპიტალის შენარჩუნების ბუფერი ძირითადი კაპიტალის ზედა ნაწილში შესაბამისობაში მოვა საერთო კაპიტალთან შემცირების შემდეგ. 
      კაპიტალის შენარჩუნების ბუფერი 2016 წლამდე = 0%, 1 იანვარი 2016 წელი = 0,625%, 1 იანვარი 2017 წელი = 1,25%, 1 იანვარი 2018 წელი = 1,875%, 1 იანვარი 2019 წელი = 2,5% 
      კაპიტალის შენარჩუნების ბუფერის იდეა და მიზანია ბანკებმა შექმნან კაპიტალის დაცვის მარაგი, რომელიც ფინანსური და ეკნომიკური დაძაბულობის პირობებში დანაკარგების მშთანთქმელად იქნება გამოყენებული. როდესაც ბანკებს უფლება აქვთ მსგავსი დაძაბულობის დროს ბუფერი გამოიყენონ, მათი მინიმალური კაპიტალის წილი მით უფრო უახლოვდება მინიმალური მოთხოვნის მიდგომას და მით უფრო შეზღუდულია აქციების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვიდან შემოსავალზე დამოკიდებულება.
გ. ანტიციკლური კაპიტალის ბუფერი
გ1. ბაზელ II 
      არ არსებობს ანტიციკლური კაპიტალის შენარჩუნეის ბუფერი
გ2. ბაზელ III 
      ანტიციკლური ბუფერი დიაპაზონით 0%-2,5% მთლიანი აქციების ან სხვა სრული დანაკარგების მშთანთქმელი კაპიტალი დაინერგება ეროვნული ვითარების მიხედვით. 
      ბანკებს, რომელთა კაპიტალის წილი 2,5%-ზე ნაკლებია, გაუმკაცრდებათ დივიდენდების გადახდა, წილის გამოსყიდვა და ბონუსები. 
      ბუფერები ეტაპობრივად დაინერგება 2016 წლიდან და სრული ეფექტი ექნებათ 2019 წლის იანვარში. 
      ანტიციკლური კაპიტალის ბუფერი 2016 წლამდე = 0%, 2016 წლის 1 იანვარი = 0,625%, 2017 წლის იანვარი = 1,25%, 2018 წლის იანვარი = 1,875%, 2019 წლის 1 იანვარი = 2,5%.
დ. მხოლოდ სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების კაპიტალი
დ1. ბაზელ II: 
      არ არის კაპიტალი სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის.
დ2. ბაზელ III: 
      სისტემურად მნიშვნელოვან ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანაკარგების შთანთქმის ისეთი უნარი, რომელიც დადგენილ სტანდარტებს აღემატება. ბაზელის კომიტეტი და ფინანსური სტაბილურობის კორპუსი ავითარებენ კარგად ინტეგრირებულ მიდგომას სისტემურად მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტებისათვის, რომელშიც შესაძლებელია გაერთიანდეს კაპიტალის გადახარჯვა, კონტიგენტური კაპიტალი და გირაოშეფარდებითი ვალები. 
      მინიმალური კაპიტალის წილი = [ძირითადი კაპიტალის წილი] + [კაპიტალის კონსერვაციის ბუფერი] + [ანტიციკლური კაპიტალის ბუფერი] + [კაპიტალი სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკებისათვის].