რუსი ქალების რეექსპორტი და რუსი ცოლების იმპორტი
თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია
http://www.regnum.ru/news/fd-abroad/abxazia/1337004.html#ixzz13Hqq16mx
ნამდვილად ვიცოდი, 21-ე საუკუნეში ეკონომიკურ თეორიში გადატრიალება რომ იქნებოდა, მაგრამ ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურას და საგადამხდელო ბალანსს ასე სასტიკად თუ შეცვლიდა ვინმე, ვერ წარმოვიდგენდი. ამას წინათ აფხაზეთის ეკონომიკურ სიტუაციაზე ვმუშაობდი და გავხსენი პორტალი, ალბათ ოფიციალური,www.abxazia.comდა საოცრებავ, სტრატეგიულ საექსპორტო რესურსებს შორის, ორი ახალი დეტალი აღმოვაჩინე – ერთი სტატია საექსპორტო ეკონომიკაში – რუსი ქალები და რუსი ცოლები… ალბათ, უპრიანი იქნებოდა დაეწერათ “რუსი ქალების რეექსპორტი და რუსი ცოლების იმპორტი”.
რადგან ამ საქონლების მოძრაობა საბაჟოზე სხვადასხვა რეჟიმით ხდება, მაგრამ მეორე მხრივ, სასაქონლო ნომენკლატურის ჰარმონიზირებულ სისტემაში ასეთი საქონელი ადრე არ იყო, ეტყობა, ახალი რეჟიმით არის შემოტანილი. ან მეორე, რუსეთი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი არ არსებობს, არამედ მხოლოდ სოხუმის გუბერნიაა და თითქოს ეს უცხო ქვეყნის ნაწილი არ იყოს. თუმცა, გასაკვირი არაა, რადგან ერთ საინფორმაციო პორტალზე ისევ ვკითხულობ – სვერდლოვსკაია ობლასტ ი აბხაზია პოდპისალი სოგლაშენიე ო სოტრუდნიჩესტვე! მაგარია! რას ერჩი, ოლქი ოლქთან აწერს ხელშეკრულებას, აბა, ქვეყანა ქვეყანასთან ხომ არ მოაწერს. მომწონს რუსული მიდგომა მისი ოლქი საქართველოს ოლქთან თუ ახდენს ხელმოწერას, როგორც უცხო ქვეყნის შესაბამის ნაწილთან. მაგრამ, თუ თავის ოლქი მეორესთან აწერს, მაშინ აფხაზები დიდ საგონებელში უნდა იყვნენ ჩავარდნილნი ქართველებთან ერთად.
ისე, ადრეც, ჩემს ჯეეელობაში ეს ექსპორტის მუხლი რეექსპორტად კი არ უნდა განეხილათ, მაგას პროსტიტუციის ბიზნესს და ტრეფიკინგს ეძახდნენ, მაგრამ ცოლების ექსპორტ-იმპორტს რა ერქვა ვერაფრით ვიხსენებ. და საერთოდ, ეს ეკონომიკური ტერმინია თუ რუსული-პოლიტიკური და ჰქვია რუსიფიკაცია.
ინებეთ რუსი ცოლი იაფად CIF-ის პირობით ან დროებითი შეტანის რეჟიმით. თუმცა, ტურისტულ პოტენციალში რუსი ქალების სტატია სულ იყო ალბათ, მაგრამ ასე ოფიციალურად არ იხილებოდა, როგორც ეკონომიკური კატეგორია. ეტყობა, ესაა 21-ე საუკუნის ახალი პარადიგმა! ისე, ალბათ, თვითონ ახალი იდეა საინტერესოა. რას არ იზამ კაცი კრიზისის დროს, ცოლსაც კი გაუშვებ ექსპორტში. უსაზღვროა ეკონომიკის შესაძლებლობები და უკიდეგანო. უბრალოდ, იმდენად ახალია, ბევრი კითხვა ჩნდება. მაგალითად, მიმართება მონეტარულ პოლიტიკასთან და ინფლაციასთან, WTO-ს ნორმები და GAAT-ის შეთანხმების პარაგრაფების დაცვა, კონკურენციის კანონთან მიმართება და დემოგრაფიული საკითხები, რადგან ეს თითქმის უნარჩენო წარმოებაა.
ისე, ჯამში, ალბათ კარგი სტატიაა ექსპორტისათვის ან იმპორტისათვის, გაჩნია რომელი მხრიდან მიუდგები!