ქცევითი ფინანსები – ეკონომიკური თეორიის ახალი მეინსტრიმი

ია ვარდიშვილი – ივ. ჯავახიშვილის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, ოლიკო ვარდიშვილი – II კურსის სტუდენტი 

ეკონომიკაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ადექვატურ ახსნას მოითხოვს ეკონომიკური თეორიისაგან. ჩვენთვის, ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ეკონომიკური თეორიის შესწავლისას ძირითადი სახელმძღვანელო იყო გ. მენქიუს ეკონომიკის პრინციპები”, რომელშიც ეკონომიკური თეორიის მთავარ პრინციპად მიჩნეულია, რომ ადამიანები რაციონალური არსებები არიან, მოქმედებენ საკუთარ ინტერესების შესაბამისად მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მისაღებად. ამ შეხედულების დასადასტურებლად წიგნში განხილულია მაგალითი, თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებას პიროვნება, გახდეს დოქტორი თუ დაკმაყოფილდეს მხოლოდ უმაღესი განათლების მიღებით.

აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლის მიხედვით. ჩვენ, სტუდენტთა ჯგუფი რეფერატებზე მუშაობისას მივედით დასკვნამდე, რომ მოსალოდნელი სარგებლის სიმცირის პირობებშიც კი ავირჩევდით დოქტორობას, რადგან უფრო პრესტიჟულია, უფრო ღირსეულია. ე.ი. მოვედით წინააღმდეგობაში ეკონომიკური თეორიის ცნობილ მეცნიერთან. ჩვენი შეხედულება განამტკიცა ცნობილი მოაზროვნის, ფრენსის ფუკუიამას წიგნის გამცნობამ, რომელიც წერს, რომ ნეოკლასიკური შეხედულება დაახლოებით მხოლოდ 80% არის სამართლიანი, რადგან ადამიანის მოქმედება ხშირად განპირობებულია არაუტილიტარული მიზნებით: რწმენით, სამართლიანობით, ღირსებით და ა.შ.  
      ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმაც, რომ 2010 წელს ნობელის პრემიაზე წარდგენილ კანდიდატთა შორის აღმოჩნდა რიჩარდ ტალერი (Richard Thaler) და რობერტ შილერი (Robert Shiller) (იელის უნივერსიტეტის პროფესორი), რომლებიც იკვლევენ ეკონომიკური ქცევის პრობლემებს და ნეოკლასიკოსებისაგან მკვეთრად განსხვავებული თეორია ჩამოაყალიბეს. ეს ფაქტიურად იმის აღიარებად მივიჩნიეთ, რომ 2008 წელს დაწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის მოვლენები ვერ ახსნა ეკონომიკურმა თოერიამ, რომელშიც თითქმის რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში დომინირებდა ნეოკლასიკური შეხედულება და, შესაბამისად, იცვლება კვლევის ძირითადი მიმართულება. 
      ნეოკლასიკური შეხედულების ურთიერთდაკავშირებული ეფექტური ბაზრის და რაციონალური მოლოდინის თეორიები ამტკიცებენ, რომ ადამიანები ყოველთვის რაციონალურად მოქმედებენ, ბაზარი იდეალურად მუშაობს, ყოველთვის ადგენს აქტივების ნამდვილ ფასს, ინფორმაციიის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე და ფინანსური ბაზარი პრინციპულად სტაბილურია. ამ თეორიის2 წარმომადგენლები  მიიჩნევდნენ, რომ ნეოკლასიკური მეთოდოლოგიით გადაწყდა ეკონომიკური თეორიის ძირითადი პრობლემები და შესაძლებელი გახდა ეკონომიკური პროცესების სრული გაკონტროლება. ეკონომისტთა ამ ჯგუფის ერთ-ერთი ძირითდი წარმომადგენელი, ნობელის პრემიის ლაურეატი რობერტ ლუკასი (Robert Lucas) 2003 წელს წერდა: “გადაწყვეტილია დეპრესიის თავიდან აცილების ძირითადი ამოცანა” (პრობლემ ოფ დეპრესსიონ-პრევენტიონ ჰას ბეენ სოლვედ)3. ნეოკლასიკოების რაციონალური მოლოდინის თეორია საფუძვლად დაედო საქმიანი ციკლების და დინამიური წონასწორობის რთულ მათემატიკურ მოდელებს. ეფექტიანი ინვესტიციური საქმიანობის განსაზღვრისათვის დამუშავებულია რიგი თეორიები და მოდელები. ყველაზე ფართო გავრცელება ჰპოვა იუჯინ ფამას (Eugene Fama) ეფექტური ბაზრების ჰიპოთეზამ (Efficient Markets Hypotheses – EMH), უ. შარპის (William Forsyth Sharpe) ფინანსური აქტივების შემოსავლიანობის შეფასების მოდელმა (Capital Asset Pricing Model – CAMP), ფ. ბლეიკსა (Fischer Black) და მ. სქოლის (Myron Scholes) ოფციონების ფასწარმოქმნის თეორიამ (Option Pricing Model – OPM). 
      ყველა ზემოთ დასახელებული თეორია ეფუძნება დაშვებას, რომ ბაზრებზე ინვესტორები რაციონალურად მოქმედებენ. მაგრამ, უკანასკნელ წლების მრავალრიცხოვანი თეორიული გამოკვლევებით და თვით პრაქტიკით დასტურდება, რომ მათი საშუალებით, შეუძებელია საკმარისი ხარისხის სიზუსტით აღწერილ იქნეს ინვესტორთა ქცევა ბაზარზე. ბაზარზე რისკისა და გაურკვევლობის პირობებში ადამიანები ექცევიან ბრბოს”, ილუზიებისა და ემოციების გავლენის ქვეშ. არასწორად აღიქვამენ მიღებულ ინფორმაციას, შესაბამისად მათი ქცევა არ არის რაციონალური. 
      არარაციონალურობას ყურადღების გარეშე არც ნეოკლასიკოსები ტოვებდნენ, მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ არარაციონალურობა მხოლოდ მოკლევადიანი პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი და გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი თვის ადგილს უბრუნდებოდა. 
      რობერტ ლუკასი, რომლის თეორიის ქვაკუთხედია სიტყვა – რაციონალურობა,  წერს, რომ ადამიანები რობოტები არ არიან, ისინი უშვებენ შეცდომებს, მაგრამ საბოლოოდ ისინი ახდენენ თავიანთი მოქმედებების კორექტირებას. 
      ცნობილმა ეკონომისტმა ალან გრინსპენმა, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი, 2004 წელს, ამ თეორიის გავლენით, უარყოფდა უძრავი ქონების ბაზარზე ბუშტების” არსებობას და ამტკიცებდა, რომ ფასების ზრდა ასახავდა ეკონომიკურ მაჩვენებელთა დინამიკას. 
      ხაზგასასმელია ერთი გარემოებაც, ჩვენ ნეოკლასიკური თეორიის კანონები და კონცეფციები ისე შევისწავლეთ, რომ არ ყოფილა განხილული მათ მოქმედებისა და გამოვლინების თავისებურებები საქართველოში. ე.ი შევისწავლეთ, როგორც უნივერსალური მეცნიერება, რომლის კანონები ერთნაირად მოქმედებენ ყველა ქვეყანაში, მათი უზარმაზარი კულტურული ტრადიციების მიუხედავად. მაგრამ, როდესაც ვხედავდით უნივერსიტეტისაკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს მარმარილოთი მოპირკეთებულ სასაფლაოებს და ვადარებდი არლინგტონის სასაფლაოს უბრალო ქვებს, მიჩნდებოდა კითხვა, თუ რა იყო ჩვენი სასაფლაოების ასეთი მოწყობის ეკონომიკური ქცევის მოტივი, ეკონომიკური სარგებლის მიღება? ასეთ ეკონომიკურ ქცევას განსაზღვრავს ჩვენს ტრადიციებში გამჯდარი წარსულებისადმი უანგარო პატივისცემა, პირადი ღირსება. 
      ჯერ კიდევ ადამ სმიტი წერდა: “ეკონომიკური ცხოვრება ღრმად დაკავშირებულია სოციალურ ცხოვრებასთან და შეუძლებელია მათი შეცნობა განცალკევებით საზოგადოების ჩვევების, ზნეობის, ტრადიციებისა და კულტურის გარეშე. კულტურა გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე საერთოდ და კერძოდ ეკონომიკურ ქცევაზე.” 
      ამერიკელი მეცნიერი და პოლიტოლოგი სამუელ ჰანთიგტონი4 კი წერს, რომ გლობალიზაციის პირობებში იზრდება კულტურის როლი, ცივი ომის” დროს ადამიანის იდენტიფიკაციისათვის იდეოლოგია იყო პირველადი, ახლა მის ადგილს იკავებს კულტურა. კულტურულ თავისებურებათა მნიშვნელობა უფრო გაიზრდება და, შესაბამისად, ამ რიგის პრობლემებისადმი ყველა ქვეყანაში ყურადღება გაძლიერდება.” 
      ფრენსის ფუკუიამა, გლობალური კონკურენციის პრობლემების ფორმულირებას კულტურის ტერმინებით ახდენს: “ყველაზე მნიშვნელოვან პირდაპირ გავლენას ცალკეული ქვეყნის მეთოდოლოგიებზე და საერთშორისო წესრიგზე ახდენს კულტურა”. 
      ნეოკლასიკოსები მიიჩნევდნენ, რომ მათი თეორიით შეიძლება აგებულიყო უნივერსალური მეცნიერება ადამიანის შესახებ. ცნობილმა ნეოკლასიკოსებმა ნობელის პრემიის ლაურიატებმა,  გ. ბეკერმა (Gary Becker) და ჯეიმს ბიუკენენმა (J. Biukenen) თვიანთი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური მეთოდების გამოყენების გაფართოებას მიუძღვნეს, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პოლიტიკა, ადმინისტრირება, ოჯახი, რასიზმი, შობადობა… (ჰარი ბეკერის ნაშრომები ოჯახი”5, “დანაშაულის და სასჯელის ეკონომიკა”6 და სხვ.) გარდა ამისა, მრავალ ცნობილ უნივერსტეტებში დღესაც დომინირებენ რაციონალური არჩევანის (Rational choice) თოერიის მიმდევრები, რომლებიც პოლიტიკას პრინციპულად ეკონომიკური მეთოდებით ხსნიან. 
      ეკონომიკური კრიზისის ფონზე მკვეთრად შეიცვალა თვით ამ ეკონომიკური თეორიების მიმდევართა შეხედულებაც. 2008 წელს ალან გრინსპენმა აღიარა, რომ   შოკირებული იყო, რადგან დაინგრა მისი ინტელექტუალური შეხედულებების შენობა”. პრესაში გაჩნდა მრავალი სტატია, ჩიკაგოს სკოლის ინტელექტუალური კოლაფსის შესახებ. მათ შორის ყველაზე რეზონანსული იყო ნობელის პრემიის ლაურიატის, პოლ კრუგმანის New York Times-ში 2009 წელს გამოქვეყნებულ სტატია  “How დიდ economists get it so wrong”7, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნეოკლასიკოსები დემონსტრაციულად ვერ ამჩნევენ ადამიანურ არარაციონალურობას, რაც ხშირად ბუშტებს” და გაკოტრებას იწვევს. ფუჭია იმაზე ფიქრიც, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ეკონომიკა სწორ გზას არ ასცდება, რომ ბაზარი დაარეგულირებს და გადაწყვეტს ყველა პრობლემას. 
      როგორც აღვნიშნეთ, 2010 წელს ნობელის პრემიაზე წარდგენილ კანდიდატთა შორის იყო რ. ტალერი და რ. შილერი, რომლებიც დაახლოებით ოცდაათი წლის მანძლზე იკვლევდნენ ეკონომიკური ქცევის პრობლემებს. მათი აზრით, ეკონომიკას მართავს ე.წ ირაციონალური საწყისი” ე.ი ჩვენი ემოციები. როდესაც რაიმე გადაწყვეტილების სარგებლიანობა მაღლი ხარისხით განუსაზღვრელია, რეალურად, ეკონომიკური გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი მიიღება ინტუიციით. 
      უფრო მეტიც, შილერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეკონომიკური მეცნიერებების მჭიდროდ დაკავშირება ტვინის ფუნქციონირების შემსწავლელ მეცნიერებებთნ. დაიწყეს შესწავლა ტვინის სტრუქტურისა და მისი მუშაობის ეკონომიკურ საქმიანობებზე გავლენის მექანიზმზე. მომავალში ამ კვლევის შედეგებმა ასახვა უნდა ჰპოვონ ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში8. 
      საბაზრო სიტუაციების გამოკვლევისა და ადამიანთა საქმიანობაში ირაციონალური ბუნების დამადასტურებელი მაგალითების გაანალიზების შედეგად წარმოიშვა ეკონომიკური მეცნიერების ახალი მიმართულება – ქცევითი ფინანსები, რომელიც შეისწავლის ბაზარზე საფინანსო-საინვესტიციო ხასიათის გადაწყვეტილებების მიღებისას ადამიანთა ირაციონალურ ქცევას. 
      ქცევითი ფინანსების თეორია ( Behavioral Finance )9 აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ინვესტორები ვერ მოქმედებენ რაციონალურად, როგორც ეფექტური ბაზრის თეორიული მოდელები განიხილავენ. ქცევითი ფინანსების თეორია ხსნის ფსიქოლოგიის გავლენას ფინანსურ საქმინობაზე. ეს მიდგომა აღმოცენდა იმ სირთულეების დასაძლევად, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ (ნეოკლასიკურ) პარადიგმასთან. 
      ტრადიციული ფინანსური პარადიგმა დაფუძნებულია იმ პოსტულატზე, რომ ინდივიდები რაციონალურები არიან. რაციონალურობის ქვეშ კი იგულისხმება ორი თვისება: პირველი, ახალი ინფორმაციის სწორად” გაგების და შემდეგ ადექვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი. ქცევითი პარადიგმა კი ამტკიცებს, რომ ფინანსური მოვლენების ახსნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მივიჩნევთ, რომ რაციონალურობას აქვს თვისი საზღვრები, ყველა მონაწილე არ არის სრულად რაციონალური და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ შეესაბამებიან მოსალოდნელი სარგებლიანობის თეორიას. 
      ქცევითი ფინანსების თეორია შედარებით ახალი თეორიაა, მაგრამ ის საშუალებას გვაძლევს ავხსნათ ბაზრის ზოგიერთი თვისება და ქცევა, რომელსაც ვერ ხსნის ეფექტური ბაზრების ჰიპოტეზა. 
      მიუხედავად იმისა, რომ ტალერმა და შილერმა ვერ მიიღეს 2010 წელს ნობელის პრემია, დღეს ფიქრობენ, რომ ქცევითი თეორია გახდება მეინსტრიმი, დომინირებული სკოლა. 
      ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეკონომიკაში საგრძნობია ირაციონალურობა” და საერთოდ, ქცევითი ფინანსების მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ლიბერალური ფინანსური პოლიტიკის ყველა ძირითად ასპექტში – აქტივებზე ფასწარმოქმნა, კორპორაციული ფინანსები, დერივატივები – მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოლოგიური ფენომენი. ირაციონალური ინვესტორები ე.წ noise traders – მოთამაშეები, რომლებიც ფუნდამენტალურ ფაქტორებს ყურადღებას არ აქცევენ და მოქმედებენ მხოლოდ ბრბოს ინსტიქტებით, გრძნობებით. 
      პირობითად შეიძლება გამოყოფილი იქნეს ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ინვესტორის არარაციონალურ ქცევაზე: 
      1. ხშირად ადამიანები შეზღუდულ ინფორმაციას მიიჩნევენ საკმარისად და ამომწურავად; 
      2. ხშირად ინფორმაციის მნიშნელობა არასწორედ არის გაგებული; 
      3. აუცილებელი და საკმარისი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაშიც მათ შესაფასებლად იყენებენ არასწორ მეთოდებს; 
      4. ადამიანები კანონზომიერებას ხედავენ იქ, სადაც სინამდვილეში ადგილი აქვს შემთხვევითობას; 
      5. ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ, რომ გარკვეულ მოვლენებს შორის არსებობს კანონზომიერი კავშირი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. 
      ეკონომიკური პოლიტიკა საზოგადოების განვითარების მძლავრი ბერკეტი რომ გახდეს, იგი ადექვატური უნდა იყოს საზოგადოების სოციო-კულტურული მდგომარეობისა, ვინაიდან ეკონომიკური გადაწყვეტილებები დაკავშირებულია საზოგადოების სოციალურ სტრუქტურასთნ, ადამიანის ქცევასთნ და მის ფსიქიკასთან. 
      ფაქტობრივად, ნეოკლასიკური იდეოლოგიის მიხედვით იგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ბაზრის სრულყოფილებასა და მოქალაქეთა რაციონალურ ქცევას ეფუძნება. არადა, საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის თავისებურებას განაპირობებს ის, რომ საზოგადოება ნაკლებად სოციალიზებულია, კარგად არ იცნობს საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებს, თავის სამოქალაქო უფლებებს. ლიბერალური ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია დინამიურად განვითრებადი სამოქალაქო საზოგადოება, რათა ადამიანმა შეიძინოს ლიბერალურად არსებობის კულტურა, ჩვევები, გამოცდილება და ფასეულობები. ამიტომ, აუცილებელია, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნას ქართული სოციო-კულტურული თვისებურებები ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, რადგან არ არსებოს კულტურის ისეთ ნიშნები, რომლებიც მხოლოდ პოზიტიურია ან უარყოფითი.  როგორც ფუკუიამა შენიშნავს, თნამედროვე ნეოკლასიკური ეკონომიკური პოსტულატები მესამე სამყაროს მრავალი ქვეყნისთვის გამოუსადეგარია. ვინაიდან ის მძლავ კულტურულ წინააღმდეგობების გავლენას განიცდის.