მთავარი მოვლენები ციფრებში

რედაქციისგან 

      აშშ-ის სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის იანვარში გასულ თვესთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა, ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა აშშ-ის შრომის სამინისტრომ. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,3%-ით გაიზრდებოდა. დაზუსტებული მონაცემებით, აშშ-ის სამომხმარებლო ფასები გასული წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაიზარდა 0,4%-ით და არა 0,5%-ით, როგორც ადრე იუწყებოდნენ. თვიური გამოთვლით, საკვები პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის იანვარში გაიზარდა 0,2%-ით. დაზუსტებული მონაცემებით, როგორც ადრე იუწყებოდნენ, 2010 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასები, კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, გაიზარდა 0,1%-ით. 

      მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, სამრეწველო ფასები გაიზარდა 0,8%-ით, რასაც პროგნოზირებდნენ ანალიტიკოსები. 2010 წლის დეკემბერში აშშ-ის მწარმოებელთა ინდექსი, თვიური გაანგარიშებით გაიზარდა 0,9%-ით. სამრეწველო ფასები, კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,5%-ით, ხოლო 2010 წლის დეკემბერში, ეს მაჩვენებელი, თვიური გაანგარიშებით იყო 0,2%. 
      აშშ-ის წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორები 2011 წლის იანვრის შედეგებით გასულ თვესთან შედარებით გაზრდილია 0,1%-ით. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა კვლევითმა ორგანიზაციამ Conference Board. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს ინდექსი 0,2%-ით გაიზრდებოდა. 2010 წლის დეკემბერში აღნიშნული მაჩვენებელი, დაზუსტებული მონაცემებით გასულ თვესთან შედარებით გაიზარდა 0,8%-ით და არა 1%-ით, როგორც ადრე, წინასწარი მონაცემების მიხედვით იყო ცნობილი. 
      აშშ-ში ფასები იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე მიმდინარე წლის იანვარში გასულ თვესთან შედარებით 1,5%-ით არის გაზრდილი. ასეთი მონაცემები ქვეყნის შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა. ანალიტიკოსები აკეთებდნენ პროგნოზს, რომ ამ მაჩვენებლის ზრდა 0,8%-ით შემოიფარგლებოდა. გასული წლის დეკემბერში თვიური გაანგარიშებით იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები დაზუსტებული მონაცემების მიხედვითYგაზრდილია 1,2%-ით. აშშ-დან ექსპორტზე ფასი 2011 წლის იანვაში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1,2%-ით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,7%-ს ფარგლებში ელოდნენ. გასული წლის დეკემბერში, დაზუსტებული მონაცემებით, თვიური გამოთვლით, ექსპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები გაზრდილია 0,6%-ით. 
      აშშ-ში სამრეწველო წარმოების მოცულობა, ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,1%-ით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას ვარაუდობდნენ 0,5%-ით. გასული წლის იანვართან შედარებით სამრეწველო წარმოების მოცულობა მიმდინარე წლის იმავე პერიოდში გაიზარდა 5,2%-ით. სამრეწველო სიმძლავრეების გამოყენების კოეფიციენტი მიმდინარე წლის იანვარში შემცირდა 0,1 პროცენტული პუნქტით და 76,1% შეადგინა, ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 72,3% იყო. 2010 წლის დეკემბერში სამრეწველო წარმოების მოცულობა, გადასინჯული მონაცემებით, თვიური გამოთვლით გაზრდილია 1,2%-ით, მაშინ, როცა ადრე იუწყებოდნენ, რომ ეს ზრდა 0,8%-ის ფარგლებში იქნებოდა, ხოლო გამოყენებული სიმძლავრეების კოეფიციენტმა შეადგინა 76,2% (ადრე იუწყებოდნენ, რომ ეს მაჩვენებლი 76,0% იქნებოდა). 
      ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ში საცალო გაყიდვები 2011 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებითYგაიზარდა 0,3%-ით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,5%-ით გაიზრდებოდა. გასული წლის იანვართან შედარებით აშშ-ში საცალო გაყიდვები გაზრდილია 7,8%-ით. 2010 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი, გადასინჯული მონაცემებით, თვიური გათვლით გაზრდილია 0,5% (ადრე იუწყებოდნენ 0,6%-ს). 
      ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა 2011 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 14,6%-ით 596 ათას ერთეულამდე. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნულ პერიოდში ეს მაჩვენებელი იქნებოდა 540 ათასი სახლი. გასული წლის ინვარს თუ შევადარებთ მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდს, ვნახავთ, რომ 2,6%-იანი კლება შეინიშნება. გადასინჯული მონაცემების თანახმად, 2010 წლის დეკემბერში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა იყო 520 ათასი ერთეული და არა 529 ათასი, როგორც ადრე ვარაუდობდნენ. ახალი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით შემცირებულია 10,4%-ით 562 ათას ერთეულამდე. 2010 წლის იანვარში გაცემულ ნებართვებს თუ შევადარებთ მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდთან, ვნახავთ, რომ 10,7%-იანი კლება შეინიშნება.
ევროზონა 
      Eurostat-ის წინასწარი მონაცემებით, ევროზონის მშპ 2010 წლის IV კვატალში წინა კვარტალთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,4%-ით გაიზრდებოდა. 2009 წლის IV კვარტალთან მიმართებაში ევროზონის მშპ, წინასწარი მონაცემებით, გაიზარდა 2%-ით. ევროკავშირის 27 სახელმწიფოში 2010 წლის IV კვარტალში, კვარტალური გამოთვლით მშპ გაიზარდა 0,2%-ით. ამასთან, 2009 წლის IV კვარტალთან შედარებით მშპ-ის ზრდამ შეადგინა 2,1%. ევროზონის ქვეყნებში 2010 წლის IV კვარტალში კვარტალური გამოთვლით მშპ შემცირებულია ორ ქვეყანაში – საბერძნეთში (-1,4%) და პორტუგალიაში (-0,3%). შედარებისთვის: აშშ-ის მშპ 2010 წლის IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 0,8%-ით, იაპონიისა – შემცირდა 0,3%-ით (Eurostat-ის მონაცემები). 
      Eurostat-ის მოხსენების თანახმად, ევროზონის სამრეწველო წარმოების მოცულობა 2010 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით შემცირებულია 0,1%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვიური გაანგარიშებით მაჩვენებელი არ შეიცვლებოდა. წლიური გამოთვლითYსამრეწველო წარმოების მოცულობა ევროს ზონაში 2010 წლის დეკემბერში გაიზარდა 8,0%-ით. გადასინჯული მონაცემების თანახმად, 2010 წლის ნოემბერში სამრეწველო წარმოების მოცულობა თვიური გაანგარიშებით ევროზონაში გაიზარდა 1,4%-ით. ევროკავშირის 27 ქვეყანაში სამრეწველო წარმოება 2010 წლის დეკემბერში თვიური გაანგარიშებით შემცირდა 0,1%-ით, ხოლო წლიური გაანგარიშებით გაიზარდა 7,7%-ით. 
      Eurostat-ის მონაცემებით, ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2010 წლის დეკემბერში განისაზღვრა 0,5 მილიარდი ევროთი. ანალიტიკსოები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 1,1 მილიარდი ევრო იქნებოდა. 2010 წლის ნოემბერში გადასინჯული მონაცემებით, ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 1,5 მილიარდი ევრო, ადრე იუწყებდონენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,4 მილიარდი ევრო იქნებოდა. 2009 წლის დეკემბერში ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი იყო 3,2 მილიარდი ევრო. ევროზონაში შემავალი 16 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა 2010 წლის დეკემბერში წლიური გაანგარიშებით გაიზარდა 20%-ით, ხოლო იმპორტისა კი – 24%-ით. თვიური გამოთვლით, ევროზონის ექსპორტი, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, დეკემბერში შემცირდა 0,4%-ით, ხოლო იმპორტი – 1,1%-ით. მთელი 2010 წლის განმავლობაში ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა მიაღწია 0,7 მილიარდ ევროს. ევროზონაში შემავალი 16 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობამ 2010 წელს წლიური გამოანგარიშებით მოიმატა 20%-ით, ხოლო იმპორტისა – 22%-ით. ევროკავშირის 27 ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 2010 წლის დეკემბერში, წინასწარი მონაცემებით, შეადგინა 10,5 მილიარდი ევრო, მაშინ, როცა 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში დეფიციტი შეადგენდა 2,9 მილიარდ ევროს. ამასთან, 2010 წლის დეკემებერში 2009 წლის დეკემბერთან მიმართებაში ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის 27 ქვეყანაში გაიზარდა 23%-ით, ხოლო იმპორტისა – 29%-ით. თვიური გაანგარიშებით, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, 2010 წლის დეკემბერში ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტი შემცირებულია 0,3%-ით, ხოლო იმპორტი – 0,4%-ით. 
      გერმანია 
      გერმანიის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მშპ, 2010  წლის IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია 0,4%-ით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გერმანიის მშპ გაიზრდილია 0,7%-ით, ხოლო წლიური გამოანგარიშებით, 2010 წლის III კვარტალში მშპ გაიზარდა 3,9%-ით. 
      ქვეყნის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებითვე, გერმანიაში სამრეწველო ფასები 2011 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1,2%-ით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ მაჩვენებლის ზრდა 0,6%-ის ფარგლებში იქნებოდა. 2010 წლის იანვართან შედარებით გერმანიის სამწრეველო ფასები 5,7%-ით გაიზარდა, ხოლო ამავე წლის დეკემბერში თვიური გამოთვლით, დაზუსტებული მონაცემებით, გაზრდილია 0,7%-ით, ხოლო წლიურით – 5,3%-ით. 
      ეკონომიკური კვლევითი ცენტის ZEW-ის მონაცემებით, გერმანიის საქმიანი მოლოდინის ინდექსმა 2011 წლის თებერვალში შეადგინა 15,7 პუნქტი იანვრის 15,4 პუნქტთან მიმართებაში. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს ინდიკატორი 20 პუნქტს მიაღწევდა. გერმანიაში მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდექსმა მიმდინარე წლის თებერვალში შეადგინა 85,2 პუნქტი წინა თვის 82,8 პუნქტის საპირისპიროდ.
საფრანგეთი 
      საფრანგეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის Insee-ის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2010 წლის IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 0,3%-ით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 0,6%-ით გაიზრდებოდა. ამასთან, 2010 წელს საფრანგეთის მშპ 1,5%-ით გაიზარდა 2009 წელთან შედარებით. 2009 წელს კი ქვეყნის მშპ შემცირდა 2,5%-ით. საფრანგეთის სტატისტიკურმა სამსახურმა არ გადახედა მშპ-ის 2010 წლის III კვარტლის დინამიკას და დატოვა ძველ ნიშნულზე (ზდრა 0,3%). 
      სტატისტიკური ბიუროს მონაცემებითვე, საქმიანი განწყობის ინდექსი სამრეწველო სექტორში 2011 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 106 პუნქტამდე. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 109 პუნქტს. 2011 წლის იანვარში ეს პუნქტი იყო 108 პუნქტის ნიშნულზე, როგორც ადრე იუწყებოდნენ. 
      იაპონია 
      იაპონიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2010 წლის IV კვარტალში რეალურ გამოხატულებაში წინასწარი მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით შემცირდა 0,3%-ით. წლიურ გამოხატულებაში ამ მაჩვენებლის შემცირებამ შეადგინა 1,1%. ამასთან, ანალიტიკოსები ელოდნენ უფრო მკვეთ შემცირებას, კვარტალურად – 0,5%-ის, ხოლო წლიურად – 2,1%-ის დონეზე. დაზუსტებული მონაცემებით, იაპონიის მშპ 2010 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 0,8%-ით და არა 1,1%-ის დონეზე, როგორც ადრე იუწყებოდნენ. 2010 წლის III კვარტალში ქვეყნის მშპ წლიური გაანგარიშებით გაიზარდა 3,3%-ით და არა 4,5%-ით, როგორც ადრე იუწყებოდნენ.  
დიდი ბრიტანეთი 
      დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ქვეყნის სამომხმარებლო ფასები 2011 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4%-ით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 4%-იანი ზრდა რეკორდული გახდა 2008 წლის ნოემბრის შემდეგ. მიმდინარე წლის იანვარში თვიური გაანგარიშებით სამომხმარებლო ფასების ზრდამ შეადგინა 0,1%. სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი (ენერგომატარებლების კვების პროდუქტებისა და ალკოჰოლზე ფასების გამოკლებით), მიმდინარე წლის იანვარში წლიური გაანგარიშებით 3,0%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში სამომხმარებლო საბაზისო ინდექსი თვიურ გამოხატულებაში შემცირდა 0,4%-ით, ხოლო 2010 წლის დეკემბერში – გაიზარდა 0,7%-ით. 
      სტატისტიკური ბიუროს ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მოცულობა 2011 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1,9%-ით. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს ზრდა 0,5% იქნებოდა. საცალო გაყიდვების ამ მაჩვენებელს გასული წლის იანვართან თუ შევადარებთ, ზრდა არის 5,3%. 
      დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 2011 წლის იანვარში წინა თვის გადასინჯულ მონაცემებთან შედარებით არ შეცვლილა და ისევ 4,5%-ის დონეზე დარჩა. ამ შემთხვევაში, ანალიტიკოსების ვარაუდი გამართლდა.
      დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის გამო შემწეობისთვის სახელმწიფოსადმი მიმართვები მიმდინარე წლის იანვარში 2010 წლის დეკემბერთან შედარებით 2,4 ათასით გაიზარდა. გადასინჯული მონაცემების თანახმად, 2010 წლის დეკემბერში უმუშევრობის შემწეობისთვის ახალი მიმართვების რაოდენობა ნოემბერთან შედარებით შემცირდა 3,4 ათასით და არა 4,1 ათასით, როგორც ამას ადრე აცხადებდნენ. 
      დიდ ბრიტანეთში უმუშევრობის დონე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ის სტანდარტების მიხედვით, სამ თვეში (ოქტომბრიდან დეკემბრამდე) გაიზარდა 0,2 პროცენტული პუნქტით 2010 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით და შეადგინა 7,9%.