მთავარი მოვლენები ციფრებში
აკაკი როგავა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 16 აპრილს გავრცელებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყანაში კაპიტალის წმინდა მოდინებამ შეადგინა 107,77 მილიარდი დოლარი. ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი იყო 3,1 მილიარდი დოლარი. მიმდინარე წლის თებერვალში უცხოელების მიერ შეძენილი ამერიკული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების მოცულობამ შეადგინა 24,8 მილიარდი დოლარი (იანვარში დაფიქსირდა 95,7 მილიარდი). უცხოელების მიერ შეძენილმა ამერიკული მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფულადი ვალდებულებების მოცულობამ, ამავე პერიოდში შეადგინა 64,6 მილიარდი დოლარი (ერთი თვით ადრე დაფიქსირდა გაყიდვა 34,1 მილიარდი დოლარის მოცულობით), ხოლო კაპიტალის მოდინებამ, რომელიც წარმოიქმნა ამერიკული და უცხოური ბანკების კუთვნილი ფულადი ვალდებულებების გაყიდვის შედეგად მიღებული სხვაობით, 2012 წლის თებერვალში შეადგინა 48,0 მილიარდი დოლარი (ერთი თვით ადრე დაფიქსირდა გადინება 48,5 მილიარდი დოლარის მოცულობით).
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში სამრეწველო წარმოების მოცულობა წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა. ანალიტიკოსები მაჩვენებლის ზრდას 0,3%-ის დონეზე ვარაუდობდნენ. 2011 წლის მარტთან შედარებით სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდა გაზრდილია 3,8%-ით. სამრეწველო სიმძლავრეების გამოყენების კოეფიციენტი მიდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,1 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 78,6%. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი შეადგენდა 76,6%-ს.
კვლევითი ორგანიზაციის ჩონფერენცე Bოარდ-ის მოხსენების მიხედვით, აშშ-ის წამყვანი ეკონომიკური მაჩვენებლები 2012 წლის მარტის შედეგებით გაიზარდა 0,35-ით, ანალიტიკოსები კი ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,2%-ით გაიზრდებოდა. ინდექსის მნიშვნელობამ შეადგინა 95,7 პუნქტი, ამით მან 2008 წლის ივნისის შემდეგ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. მიმდინარე წლის თებერვალში ამ მაჩვენებელმა, დაზუსტებული მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით მოიმატა 0,7%-ით (ადრეც ინდექსის სწორედ ასეთ ზრდას ვარაუდობდნენ).
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, საცალო გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,8%-ით, ხოლო გასული წლის მარტთან შედარებითY- 6,5%-ით. 2012 წლის თებევალში საცალო გაყიდვების მოცულობა აშშ-ში, გადასინჯული მოანცემების თანახმად, გაიზარდა 1,0%-ით თვიურ გამოხატულებაში და არა 1,1%-ით, როგორც ადრე ვარაუდობდნენ.
წარმოებული საქონლის მარაგები, მაკომპლექტებლები და ნახევარფაბრიკატები აშშ-ის საწყობებში 2012 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,6%-ით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას სწორედ ასეთ დონეზე ვარაუდობდნენ. ამერიკული საწარმოების გაყიდვები მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,7%-ით, ხოლო 2011 წლის თებერვალთან შედარებით – 7,6%-ით.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა მიმდინარე წლის მარტში წინა თვესთან შედარებით შემცირდა 5,8%-ით და შეადგინა 654 ათასი ერთეული. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 705 ათას ერთეულს. ამასთან, 2012 წელს ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა 2011 წლის მარტთან შედარებით 10,3%-ით მეტი აღმოჩნდა (593 ათასი ერთეული). გადასინჯული მონაცემების თანახმად, თვიურ გამოხატულებაში ახალი სახლების მშენებლობა შემცირდა 2,8%-ით (ადრე ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 1,1%-ით იყო შემცირებული) და შეადგინა 694 ათასი ერთეული.
ახალი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა მიმდინარე წლის მარტში წინა თვის გადასინჯულ მონაცემთან შედარებით გაიზარდა 4,5%-ით 747 ათას ერთეულამდე. 2011 წლის მარტთან შედარებით ნებართვების რაოდენობა გაზრდილია 30,1%-ით.
19 აპრილს აშშ-ის რიელტორების ეროვნული ასოციაციის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში სახლების გაყიდვის მოცულობა მეორად ბაზარზე მიმდინარე წლის მარტში შემცირდა 2,6%-ით და შეადგინა 4,48 მილიონი ერთეული. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ გასულ თვეს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 4,61 მილიონ სახლს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეორად ბაზარზე სახლების გაყიდვების მოცულობა 5,2%-ით მეტი აღმოჩნდა (4,26 მილიონი ერთეული). 2012 წლის თებერვლის გადასინჯული მაჩვენებელი შეადგენს 4,6 მილიონ ერთეულს (ადრე სახელდებოდა 4,59 მილიონი ერთეული).
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობისთვის სახელმწიფო შემწეობისთვის პირველადი მიმართვების რაოდენობა, მიმდინარე წლის 14 აპრილს დასრულებული კვირის მიხედვით შემცირდა 386 ათასამდე. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 366 ათასი მოთხოვნა იქნებოდა. დაზუსტებული მოანაცემებით, წინა, 7 აპრილს დასრულებული კვირის თანახმად, შემწეობაზე მიმართვების რაოდენობამ შეადგინა 388 ათასი და არა 380 ათასი, როგორც ადრე ვარაუდობდნენ.
ევროზონა
ვროპის სტატისტიკური ბიუროს, Eurostat-ის მონაცემებით, ევროზონის სამომხმარებლო ფასები 2012 წლის მარტში წლიურ გამოხატულებაში 2,7%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ინფლაციას 2,6%-ის დონეზე ელოდნენ. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი ევროზონაში არ შეცვლილა. 2011 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროზონის სამომხმარებლო ფასები 3,1%-ით გაიზარდა. 2012 წლის მარტში ევროკავშირის 27 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები, გაშუალედებული მონაცმებით, წლიურ გაანგარიშებაში 2,8%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურ გამოხატულებაში კი 1,3%-იანი ზრდა შეინიშნება. 2012 წლის მარტში ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შვედეთში (1,1%), საბერძნეთში (1,4%) და ბულგარეთში (1,7%), ხოლო შედარებით მაღალი – უნგრეთში (5,5%), ესტონეთსა (4,7%) და ჩეხეთში (4,2%).
ევროზონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა 2012 წლის თებერვალში შეადგინა 2,8 მილიარდი ევრო. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ სავაჭრო ბალანსის პროფიციტი იქნებოდა 3 მილიარდი ევრო. 2012 წლის იანვარში ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა, გადასინჯული მონაცემების თანახმად, შეადგინა 7,9 მილიარდი ევრო. ადრე უარყოფით სალდოს 7,6 მილიარდი ევროს ფაგრლებში ვარაუდობდნენ. 2011 წლის თებერვალში ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 2,8 მილიარდი ევრო. ევროზონაში შემავალი 17 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის თებერვალში წლიურ გამოხატულებაში გაიზარდა 11%-ით, ხოლო იმპორტისა კი – 7%-ით. თვიურ გამოხატულებაში, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, ევროზონის 2012 წლის თებერვალში გაიზარდა 2,4%-ით, ხოლო იმპორტი – 3,5%-ით. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს სავაჭრო ბალამსის დეფიციტმა, წინასწარი მონაცემებით, შეადგინა 10,5 მილიარდი ევრო. მიმდინარე წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 23,5 მილიარდი ევრო. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა 10%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტისა კი – 8%-ით. თვიურ გაანგარიშებაში, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, ევროკავშირის 27 ქვეყანაში ექსპორტი 2012 წლის თებერვალში თვიურ გაანგარიშებაში გაიზარდა 1,3%-ით, ხოლო იმპორტი – 3,2%-ით.
დიდი ბრიტანეთი
იდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის მარტში გაიზარდა 3,5%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის მარტში 3,5%-ით გაიზრდებოდა. 2012 წლის თებერვალში ინფლაციამ წლიურ გამოხატულებაში შეადგინა 3,4%, როგორც ადრე იუწყებოდნენ. თვიურ გაანგარიშებაში 2012 წლის მარტში სამომხმარებლო ფასები 0,3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა.
სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი (ენერგომატარებლების, კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასების გამოკლებით) მიმდინარე წლის მარტში 2,5%-ით გაიზარდა წლიურ გამოხატულებაში. 2012 წლის თებერვალში ამ მაჩვენებლის ზრდამ წლიურ გაანგარიშებაში 2,4% შეადგინა. თვიურ გაანგარიშებაში სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი 2012 წლის მარტში 0,4%-ით გაიზარდა, თებერვალში კი – 0,6%-ით.
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მიერ, 18 აპრილს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მარტში განისაზღვრა 4,9%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 5,0% იქნებოდა. დიდ ბრიტანეთში უმუშევრობისთვის შემწეობებზე განაცხადების რაოდენობა 2012 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3,6 ათასით და მიაღწია 1 მილიონ 613 ათასს. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ზრდა 7 ათასი მიმართვა იქნებოდა. გადასინჯული მონაცემებით, 2012 წლის თებერვალში განაცხადების რაოდენობამ წინა თვესთან შედარებით მოიმატა 4,5 ათასით და არა 7,2 ათასით, როგორც ადრე იყო ცნობილი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით გამოთვლილი უმუშევრობის მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში სამი თვის მანძილზე (2011 წლის დეკემბრიდან 2012 თებერვლამდე) შემცირდა 0,1%-ით 2011 წლის სექტემბერ-ნოემბერთან შედარებით და შეადგინა 8,3%.
2012 წლის მარტში დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვების მოცულობა წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1,8%-ით, ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,4%-ით გაიზრდებოდა. საცალო გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 3,3%-ით. აღსანიშნავია, რომ ამ ინდექსის ზრდა, როგორც თვიურ, ისე წლიურ გამოხატულებაში ყველაზე შთამბეჭდავი გახდა 2011 წლის იანვრის შემდეგ, 2011 წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვების მოცულობა, გადასინჯული მონაცემებით, თვიურ გამოხატულებაში შემცირდა 0,8%-ით, ხოლო წლიურით გაიზარდა 1%-ით, როგორც ადრე იუწყებოდნენ.
გერმანია
ერმანიის სტატისტიკური სამსახურის მიერ 20 აპრილს გავრცელებული მოხსენების თანახმად, მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის სამრეწველო ფასები თვიურ გაანგარიშებაში 0,6%-ით გაიზარდა. 2011 წლის მარტთან შედარებით მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში სამრეწველო ფასები გერმანიაში 3,3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში სამრეწველო ფასები თვიურ გაანგარიშებაში 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურით – 3,2%-ით.
კვლევითი ინსტიტუტის Ifo-ს მიერ გაანგარიშებული გერმანიის საქმიანი განწყობის ინდექსმა, მიმდინარე წლის აპრილში შეადგინა 109,9 პუნქტი. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს ინდექსი შეადგენდა 109,5 პუნქტს.
Iფო-ს მიერ გაანგარიშებული გერმანიის საქმიანი განწყობის ინდექსი მეექვსე თვეა ზედიზედ ზრდას აჩვენებს. წინა თვეში ინდექსმა შეადგინა 109,8 პუნქტი. მიმდინარე საქმიანი პირობების ინდექსი 2012 წლის აპრილში განისაზღვრა 117,5 პუნქტით ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული 117,0 პუნქტის პროგნოზის ფონზე, ხოლო მოლოდინის ინდექსმა შეადგინა 102,7 პუნქტი ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევი 102,5 პუნქტის ნაცვლად.
გერმანიის საქმიანი მოლოდინის ინდექსმა მიმდინარე წლის აპრილში შეადგინა 23,4 პუნქტი წინა თვის 22,3 პუნქტთან შედარებით, ნათქვამია ეკონომიკური კვლევის ცენტრის (ZEW) მოხსენებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ინდიკატორმა 2012 წლის აპრილში მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს 2010 წლის ივნისის შემდეგ, რამაც აიძულა ექსპერტები გერმანულ ეკონომიკაში “დათბობაზე” ალაპარაკებულიყვნენ. ინდექსმა ზრდა აჩვენა, თუმცა ღეუტერს-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელოდნენ მის კლებას 20 პუნქტამდე. გერმანიის მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდექსი მიმდინარე წლის აპრილში გაიზარდა 40,7 პუქნტამდე წინა თვის 37,6 პუნქტიდან 35,3 პუნქტის პროგნოზის ფონზე.