ჟურნალში „საქართველოს ეკონომიკა“ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების წესი
1. მთლიანი სტატია ავტორმა უნდა წარმოადგინოს როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. სხვა შემთხვევაში საერთაშორისო დონეზე რეფერირებულად არ ჩაითვლება;
2. ყველა სტატიის რეცენზირებისათვის განსაზღვრულია ერთკვირიანი ვადა;
3. სტატიაში უნდა იყოს მითითებული, თუ უმუშავია ვინმეს ამ თემაზე და მასზე თუ არსებობს სერიოზული გამოკვლევები;
4. ავტორმა სამეცნიერო სტატიას უნდა დაურთოს ოთხმოცსიტყვიანი ლიდი;
5. ავტორთან შეთანხმებით სტატიას შეიძლება შეეცვალოს სათაური;
6. სტატიაში არ უნდა იყოს გამოყენებული სტატისტიკიდან ამოღებული ცხრილი, რომელსაც არ ექნება დართული ავტორის ანალიზი;
7. სტატიას უნდა ერთვოდეს მხოლოდ სქოლიოებში მითითებული ლიტერატურა;
8. სტატიის ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს AcadNusx-ით, ინგლისური Times New Roman-ით, დაცული უნდა იყოს 12-იანი შრიფტი და ხაზებს შორის 1,5-იანი დაშორება;
9. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით, 6-8 გვერდიანი მოცულობით, სათაური უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 8 სიტყვისაგან;
10. სტატიის სათაურის შემდეგ მითითებული უნდა იყოს ავტორის (ან ავტორების) სრული სახელი, გვარი (წოდება თუ გააჩნია); ავტორის ტელეფონი და ელექტრონული მისამართი;
11. თუ სტატია მოიცავს მეთოდოლოგიას, უნდა გამოიყოს ცალკე ქვესათაურით. სათაურები უნდა იყოს მოკლე, განსაზღვრული და დაუნომრავი. ცხრილები, დიაგრამები – მინიმუმამდე დაყვანილი, მაქსიმუმ 4, შავ-თეთრი, არაბული ციფრების გამოყენებით. ტექსტში აუცილებლად მიუთითეთ: „იხ. ცხრილი #… “; სამეცნიერო სტატიაში ცხრილების, ნახაზების და სქემების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს;
12. სტატიები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული და ქაღალდზე ამობეჭდილი ფორმით (2 ეგზემპლარად);
13. სტატია ავტორს არ უბრუნდება;
14. სარედაქციო კოლეგია უზრუნველყოფს სტატიის ფარულ რეცენზირებას. იბეჭდება დადებითი რეცენზიის მიმღები სტატია;
15. უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში, სადაო საკითხი სარედაქციო კოლეგიის სხდომაზე განიხილება;
16. მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილი მასალა ჟურნალში არ დაიბეჭდება;
17. ჟურნალის „საქართველოს ეკონომიკა“ რედაქცია პასუხს არ აგებს სამეცნიერო სტატიებში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე;
18. ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“ შესაბამის კლასიფიკატორში დაფიქსირებული რეფერირებად-რეცენზირებული ჟურნალია.