საერთაშორისო სიახლე ეკონომიკურ ანალიზში
ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი იაშა მესხია
სამთო მრეწველობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც დიდად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მეურნეობის ცალკეულ დარგთა ჩამოყალიბება-განვითარების შესაძლებლობებს და მასშტაბებს. აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი მინერალური რესურსების ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებას, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფოს კეთილდღეობასა და სიძლიერეს განაპირობებს.
ამ მიდგომის გამოყენებით აღმოჩენილ იქნა ეკონომიკური ანალიზის უახლესი მეთოდი. დროის შუალედის ტიპიზაციის საფუძველზე განსაზღვრულია პერიოდის ცნება და პერიოდის ანტიფოზი ე.ი. პერიოდანტის ცნება. ამან ავტორს მისცა შესაძლებლობ,ა გაეზიარებინა ეკონომიკური ანალიზის მეთოდოლოგია უახლესი მიმართულებით. ამ მეთოდის ინოვაციური ბუნება გვეხმარება გადავჭრათ რიგი გადაუჭრელი პრობლემები სამრეწველო საწარმოს ეკონომიკაში და კარძოდ დეტერმინირებულ ეკონომიკურ ფაქტორულ ანალიზში. ამით იგი უზრუნველყოფს წარმოება-მარკეტ ციკლის ორგანიზებულობის გაზომვას და ოპერაციულ მართვას სამრეწველო ფირმის მაგალითზე.
საერთოდ ცნობილია, რომ “მწვავედ იგრძნობა მწარმოებლურობის გაზომვის ეფექტიანი ინსტრუმენტის საჭიროება არა მარტო ნაციონალურ და დარგობრივ დონეებზე, არამედ საწარმოს დონეზეც, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები, რომ ჩართონ ძვირადღირებული რესურსები საწარმოო პროცესში, კაპიტალდაბანდებებზე მანქანებსა და მოწყობილობებში, აგრეთვე ტექნოლოგიური სიახლეების დენერგვაში და პროდუქციის ასორტიმენტის რეგულირებაში. ე.ი. იქ, სადაც ამგვარ ძალისხმევათა შედეგად უზრუნველყოფილი ხდება კონკურენტუპირატესობის ესა თუ ის დონე ტექნოლოგიური ცვლილებების ვადებსა და შედეგებში განსხვავებათა გამო ეკონომიკური ფაქტორების გავლენასთან შედარებით, არსებითია გამოვყოთ ყოველი მათგანის ზემოქმედება მწარმოებლურობაზე, რომლებიც გათვალისწინებულნი ხდებიან საქმიანობის შედეგების მმართველობით შეფასებებში1 (თარგმანი რუსულიდან ჩვენია.)
“ეკონომისტების უმრავლესობის მიერ არამართებულად ითვლება, რომ მწარმოებელურობის გაზომვა დაიყვანება შრომის მწაროებლურობის გაზომვაზე.ითვლება, რომ მეტად სწორია გავზომოთ საერთო მწარმოებლურობა, რომლის გაანგარიშებისას ითვალისწინებენ არა მარტო შრომას, რომლიც მონაწილეობს წარმოებაში, არამედ ასევე კაპიტალდაბანდებათა სიდიდეს, ენერგიას, მანქანების ამორტიზაციას, გამოყენებულ ნედლეულს და ა.შ.2 (თარგმანი რუსულიდან ჩვენია).
“საწარმოო პროცესის ეფექტიანობაზე საყიდელი ნედლეულისა და მასალების, ძირითადი კაპიტალის და შრომითი დანახარჯების კომპლექსური გავლენა, ისევე როგორც მათი საერთო მონაწილობა მისაღებ შედეგებში, განსაკუთრებით მნიშვნელობას ანიჭებს საწარმოო საქმიანობის საერთო შედეგებში ე.ი. საწარმოს საერთო მწარმოებლურობაში მატი შესაბამისის წვლილის მეტად სრულყოფილ გაზომვათა შემუშავებას”. (თარგმანი რუსულიდან ჩვენია).
ფუნქციონირების ორგანიზებულობის მართვის ოპტიმალური მოწესრიგებულობის პრობლემები მწვავედ დგას დღის წესრიგში სამრეწველო ფირმების წინაშე, ტექნიკურ-ეკონომიკურ და მარკეტინგულ მახასიათებელთა (მაჩვენებელთა) მთლიანობითი სისტემის აგების დარგში, რათა მიღწეულ იქნას საბაზრო გარემოში მათი ფუნქციონირების ორგანიზებულობის უმაღლესი დონე.
დროის შუალედის პერიოდად და პერიოდანტად ტიპიზაციის საფუძველზე, გამოკვლეულია დროის შუალედის უკუგების ნამატის (კლების) მაჩვენებლის ფორმირების მექანიზმი, რომელიც წარმოებისა და ხარჯთაღების მაორგანიზებელი ფუნქციის მზიდია. ეს ნაჩვენებია სამრეწველო ფირმის (საწარმოს) ტექნიკურ-ეკონომიკური და მარკეტინგული მაჩვენებლების მაგალითზე.
ამრიგად, სამრეწველო მეწარმეობრივი ფირმის ოპერაციული და პოზიციური კონკურენტუპირატესობათა მიღწევისათვის ჩამოყალიბებულია ტექნიკურ-ეკონომიკურ და მარკეტინგულ მაჩვენებელთა ოპერაციული ანალიზურ-შემფასებელი სისტემები. ისინი აგებულნი არიან მთლიანობითი სისტემის არაუკუქცევადი გენეტიკურად აწყობილი საფეხურებიდან, როგორც წარმოება-მარკეტ ფუნქციის, ასევე წარმოებაზე და მერკეტ პროდუქციაზე მიბმული სახსრებისაგან, რომელიც მოიცავს ხარჯთგაღებას წარმოებასა და მარკეტ პროდუქციაზე.
დროის შუალედის უკუგების საფეხურთა გენეტიკური წყობის ახსნით, სადაც წინა საფეხური გამოდის ოპერანდის როლში, მომდევნო საფეხური კი, სახექმნილის როლში, აღმოჩენილია მულტიოპერატორთა ტექნიკურ ეკონომიკურ და მარკეტინგულ მაჩვენებელთა მთლიანობითი სისტემა, რომლებიც ამ სისტემაში გამორიცხავენ ე.წ. ფაქტორ-თანამავალთა კომუტატურობას.
ყოველივე ეს ხდის ხელმისაწვდომს, რომ განხორციელდეს მაღალორგანიზებული რეაგირება იმ დარტყმებსა და დამატებით შესაძლებლობებზე, რომლებიც მოედინებიან გარემო არედან. ამით მატულობს მმართველობითი რაციონალიზმის როლი და მნიშვნელობა საწარმოო სისტემის კონკურენტგამძლეობაში. ეს კი წარმოადგენს ოპერაციული მართვის, როგორც სისტემის კონკურენტუპირატესობის ერთ-ერთ ფაქტორს.
ამ ნაშრომში პირველადაა განხორციელებული მეცნიერული შემეცნების სისტემური მეთოდოლოგიის გამოყენება ანალიზურ-შემფასებელი სისტემების აგებაში, რომელიც აყალიბებს სამრეწველო ბიზნესის (წარმოების, საბოლოო შედეგების მართვის მეთოდოლოგიას საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნის მიხედვით. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელთა ანალიტიკური სისტემა ახდენს მმართველობითი რაციონალიზმის ორგანიზებაში ურთიერთ დაკავშირებული ქცევების კოორდინაციას. ეს კი წარმოადგენს მარკეტინგული მართვის (მარკეტმართვის) მნიშვნელოვან კომპონენტს.
ამრიგად, ამ სისტემაში ნაპოვნი მექანიზმი კვალიფიცირებულია, როგორც ეკონომიკური მულტიანალიზის პერიოდანტული მეთოდი. ეს მეთოდი, როგორც სიახლე მეცნიერების და პრაქტიკის, ამ დარგში უზრუნველყოფს დეტერმინირებული ეკონომიკური ფაქტორული ანალიზის (დეფა) ყველა პრობლემის გადაჭრას.
იმისათვის, რომ დავადგინოთ თუ რაოდენ ადეკვატურია რეალური სინამდვილისადმი, საბაზრო ურთიერთობათა პირობებში ეკონომიკური ანალიზის მოცემული მეთოდი, საჭიროა განვსაზღვროთ დაცულია თუ არა სამი ძირითადი პირობა და არა მარტო ერთი პირობა, როგორც ეს მიღებული იყო აქამდე:
1. ფაქტორ თანამამრავლების (ელემენტთამამრავლების) თანამოქმედების საერთო შედეგის მატება (კლებაში) ყოველი მათგანის მონაწილეობის ჯამი უნდა დაბალანსდეს ამ შედეგის ნამდვილ მატება (კლება)-სთან (ტრადიციული მიდგომა);
2. იმისათვის, რომელ ემენტთა მამრავლთა (მულტიოპერატორთა) საბოლოო შედეგის მატება (კლების) ყოველი შესაკრები უშუალოდ აფიქსირებს რეალური სინამდვილისადმი ადეკვატურ სტრუქტურულ ნაწილს, აუცილებელია არ დავუშვათ შემთხვევები, როცა მონაწილეობათა ნაზარდი ჯამი ნებისმიერ საფეხურზე აღემატებოდეს ერთობლივ მოქმედებათა საბოლოო შედეგს ე.ი. მთელს. მიუღებელია მთელის ფარგლებს შორის გაშორდეს ნაწილების ჯამი, თუნდაც შემდგომი კორექტირებით ხდებოდეს მისი ჩასწორება საწინააღმდეგო მიმართულების (+,-) შესაკრებთა დაჯამებით, ვინაიდან მაშინ დარღვეული იქნება მთელის რეალური სტრუქტურა;
3. საანალიზო საბოლოო შედეგის წარმოქმნის რეალური გენეტიკური თანამიმდევრობის ახსნა უნდა ხორციელდებოდეს მეცნიერული შემეცნების სისტემური მეთოდოლოგიის საფუძველზე (ამ ყველა პირობას აკმაყოფილებს მხოლოდ პერიოდანტული მეთოდი).
დეტერმინირებული ეკონომიკური ფაქტორული ანალიზის მულტიპლიკაციური მოდელების აგების მეთოდები მოწოდებული არიან განსაზღვრონ ყოველი ფაქტორ-თანამამრავლის (მულტიოპერატორის) მონაწილეობა მათი თანამოქმედების საბოლოო შედეგის მატება (კლებაში). ამასთან მათი მონაწილეობა განისაზღვრება არა ფარდობითი (ინდექსები), არამედ აბსოლუტურ სიდიდეებში. აქ საბოლოო შედეგი დანაწევრდება მულტიოპერატორებად და ამით გაიხსნება ამ შედეგის ჩამოყალიბების მულტიპლიკატორობა.
ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს პირდაპირ ფუნქციონალურ კავშირს საბოლოო შედეგის ცვლილებასა და მულტიოპერატორთა ცვლილებებს შორის. ეს კი უზრუნველყოფს, ამ თვალსაზრისით, ეკონომიკური ფაქტორული ანალიზის დეტერმინირების გაძლიერებას.
ამ სისტემების და მეთოდის გამოყენებით მსხვილ და საშუალო სიდიდის სამრეწველო ფირმებში (საწარმოებში), მენეჯერები, მეწარმეები, აუდიტორები და ანალიტიკოსები, კომპიუტერული უზრუნველყოფის შემდეგ, თავისუფლად შეძლებენ სამრეწველო საწარმოო სისტემების ეფექტიან მართვაში აიყვანონ ეკონომიკური ანალიზის როლი სრულიად ახალ სინერგიულ დონეზე.
პერსპექტივაში ანალოგიურ შემფასებელ მაჩვენებელთა მულტიანალიზურიპერიოდანტულ-გენეტიკური სისტემების აგებას სახალხო მეურნეობის დარგების მიხედვით, საფინანსო “მართვის” ფორმირების სისტემასთან შეუღლებაში შეუძლია შეასრულოს მოცემული ქვეყნის ეკონომიკის ინდიკატური მართვის ქმედითი ინსტრუმენტის როლი.
“ეკონომიკური ანალიზის პერიოდანტული მეთოდი” წარმოადგენს მეცნიერ მკვლევარის, გიორგი ვლადიმერის ზე პაპავას მრავალწლიური კვლევის შედეგს. აქ პირველად გადაჭრილია დიდი ხნით არსებული პრობლემები დეტერმინირებულ ფაქტორულ ანალიზში (დეფა).
სამრეწველო ფირმის გენეტიკურად აწყობილი საწარმოო სისტემის მართვისათვის მოცემულია არა მარტო ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები და მათი შეუღლება ერთმანეთთან გენეტიკურ წყობაში, არამედ შემოღებულია მულტიოპერატორების ცნება ნაცვლად ფაქტორ თანამამრავლებისა. ამით გამორიცხულია კომუტატურობის თვისება.
ამ საფუძველზე აგებულია წარმოების ფუნქციის და ხარჯთგაღების ფუნქციის სისტემური ტექნიკურ-ეკონომიკური და მარკეტინგული მულტიოპერატორების მთლიანობითი წარმონაქმნის სახით.
ეს ნაშრომი წარმოადგენს თავისი შინაარსით საერთაშორისო სიახლეს მეცნიერების ამ დარგში, სადაც პირველად:
1. განხორციელებულია დროის პერიოდის ტიპიზაცია, პერიოდანტის გამოყოფა დროის პერიოდისაგან, როგორც უკანასკნელის ანტიპოდისა;
2. აგებულია მულტიოპერატორის მთლიანობითი სისტემა;
3. შექმნილია ეკონომიკური ანალიზის პერიოდანტული მეთოდი;
4. მიღებულია ორგანიზებულობის გაზომვის ფორმულა;
5. შექმნილია საწარმოო სისტემის მართვის მულტიმექანიზმი;
6. მენეჯერების, მეწარმეების, ბიზნესმენების და აუდიტორების საქმიანობა შესაძლებელია წამარტული იქნას დეტერმინირებული ეკონომიკური მულტიანალიზის გამოყენების სახით;
7. მოცემულია სამრეწველო ფირმის საწარმოო სისტემის ორგანიზებულობის ეფექტის გაზომვის მეთოდი;
8. შექმნილია მწარმოებლურობის გაზომვის სისტემური მულტიპლიკაციური მოდელი, რომელიც დაგვეხმარება სამრეწველო საწარმოს (ფირმის) საერთო მწარმოებლურობის მართვაში.
ამ ინოვაციათა გამოყენება მაღალ დონეზე უპირატესად შესაძლებელია უმსხვილეს ფირმებში, კონცერნებში, კორპორაციებსა და ა.შ. კომპანიებში.