საბჭოთა ანაბრების თემა დღის წესრიგში დადგა

ფინანსთა სამინისტრო საბჭოთა ანაბრების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებს. ფინანსთა მინისტრი რადიო ”კომერსანტთან” აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გამო სამინისტროს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული საბჭოთა ანაბრების შესახებ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება. ამიტომ, მისივე თქმით, ინფორმაციის სრულყოფაზე მუშაობენ.
ხადურის განცხადებით, დასათვლელია ანაბრების ღირებულება დროში, რაც ძალიან რთული პროცესია

და აღნიშნული პრობლემის ერთ დღეში მოგვარება შეუძლებელია. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ინფორმაციით, მეანაბრეების სია”ვითიბი ბანკ ჯორჯიაში” ინახება. თუმცა, შესაძლოა, მისი გადამოწმება აუცილებელი იყოს.