ოქრო ვაჭრობისთვის სარისკო ინსტრუმენტია
აზარზე ფორექს ტრეიდერებისთვის ყველაზე დინამიური, მაგრამ სარისკო ინსტრუმენტი არის ოქრო. პრობლემა იმაშია, რომ სავალუტო წყვილებისგან განსხვავებით, მასზე ოპერატიული ინფორმაციები უბრალო ტრეიდერისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია.
ოქროს ფასს განსაზღვრავენ ლონდონში 5 ძირითადი ბანკი _ ბრიტანული Barclays და HSBC, გერმანული Deutsche Bank, ფრანგული Societe Generale და კანადური Bank of Nova Scotia. მოარული ხმებით, ოქროზე ვაჭრობის პროცესები ამ ბანკებში არც ისე გამჭვირვალეა, რასაც, ალბათ, თავისი გამართლება ნამდვილად გააჩნია. ამასთან, საზოგადოების მოთხოვნა _ იცოდეს რა ხდება ამ პროცესის უკან _ სრულიად სამართლიანია. სწორედ ამიტომ ამერიკის მთავრობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიმ უკვე დაიწყო ფასების დადგენის კანონიერების შემოწმება, რაც, შესაძლოა, გამოძიებაში გადაიზარდოს.
ცნობისათვის, შარშან ოქროსთან უკანონო ქმედებებისთვის დაჯარიმდა ბანკი Bარცლაყს 453 მილიონი დოლარით, ამა წლის თებერვალში Deutsche Bank-ის ხელმძღვანელობამ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა რამდენიმე ტრეიდერი ოქროსთ- ან მაქინაციისთვის, HSBC-სთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს გამოძიება.
ტრეიდერებისთვის ოქროთი ვაჭრობისას ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემას ემატება ისიც, რომ ოქრო გამოიყენება, როგორც სავალუტო რეზერვები და მისი დიდი რაოდენობით ბაზარზე გატანა ან შესყიდვა, როგორც წესი, ხდება ყველასთვის მოულოდნელად. რიგითი ტრეიდერისთვის ამდენი რისკების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ ოქროთი ვაჭრობის ფუფუნება გააჩნია მხოლოდ ძალიან ინფორმირებულ ფინანსურ სტრუქტურებს, როგორიცაა ხსენებული ბანკები. სამწუხაროდ, სისტემაში ინტეგრაცია რთულია კერძო პირებისთვის, მით უმეტეს, საქართველოში.
მომზადებულია კომპანია ”Admiral Markets” ანალიტიკური ჯგუფის მიერ
Admiral Markets