EMEA Financem-მ თიბისი ბანკი საქართველოში 2012 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა
ჟურნალმა EMEA Finance-მ თიბისი ბანკს 2012 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ EMEA Finance-მა პირველად 2011 წელს დაიწყო ქართული ბანკების შეფასება და იმავე წელს თიბისი ბანკმა გაიმარჯვა ამ ნომინაციაში. ”ჩვენ ძალიან გვეამაყება, რომ მივიღეთ 2012 წლის საუკეთესო ბანკის წოდება ჟურნალისგან EMEA Finance. ეს პრესტიჟული ჯილდო არის არა მხოლოდ ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგების, არამედ 2012 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების აღიარებაც~, _ განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
”საქართველო იმსახურებს ბანკს, რომელიც შეძლებს სწრაფი ზრდის ტემპის შენარჩუნებას. თიბისი ბანკი კი ამ კონტექსტში უდაოდ საუკეთესოა”, _ აცხადებს კრისტოფერ მური, EMEA Finance ჟურნალის გამომცემელი და გენერალური დირექტორი. ”ბანკების მაღალი ზრდის ტემპს, ხშირ შემთხვევაში, მოჰყვება გარკვეული გართულებები, რის გამოც თიბისი ბანკი მნიშვნელოვან აქცენტებს აკეთებს კაპიტალის ზრდისა და რისკების მენეჯმენტის პროცედურების მუდმივ გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ამჟამად, ბანკის უმოქმედო სესხების კოეფიციენტი მხოლოდ 1%-ს შეადგენს, რაც საქართველოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შესამაბისად, თიბისი ბანკი დამსახურებული გამარჯვებულია ქვეყნის საუკეთესო ბანკის ნომინაციაში”, აცხადებს ჟურნალის გამომცემელი.
EMEA Finance არის ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც ფოკუსირებულია ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის ფინანსურ ბაზრებზე. 2008 წელს პირველად გამოიცა EMEA Finance, რის შემდეგაც ფინანსურ წრეში წამყვან პოზიციებზე მყოფი აუდიენციისათვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ იქცა.