მსოფლიო ეკონომიკა ციფრებში
აშშ
აშშ-ის სამომხმარებლო ფასები 2013 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,1%-ით ვარაუდობდნენ. დაზუსტებული მონაცემებით, აშშ-ის სამომხმარებლო ფასები 2013 წლის თებერვალში 0,7%-ით გაიზარდა, როგორც ადრევე იუწყებდონენ. სამომხმარებლო ფასები, კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გამოკლებით, მარტში 0,1%-ით გაიზარდა თვიურ გაანგარიშებაში. თებერვალში ამ მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით მოიმატა.
კვლევითი ორგანიზაციის, Conference Board-ის ინფორმაციით, აშშ-ის წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორები 2013 წლის მარტში 0,1%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,1%-ით ვარაუდობდნენ. 2013 წლის თებერვალში, მოცმული მაჩვენებელი, დაზუსტებული მონაცემებით, გაზრდილია 0,5%-ით, როგორც ადრევე ვარაუდობდნენ. იანვარში ეს მაჩვენებელი ასევე 0,5%-ით გაიზარდა.
ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა 2013 წლის მარტში თებერვალთან შედარებით გაიზარდა 7%-ით და შეადგინა 1,04 მილიონი ერთეული. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მაჩვენებელი 930 ათასი სახლი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის მოცულობა და ახალი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ ახლა დაფიქსირდა. გადასინჯული მონაცემებით, 2013 წლის თებერვალში ახალშმენებლობების მოცულობა აშშ-ში თვიურ გამოხატულებაში 7,3%-ით გაიზარდა (ადრე მაჩვენებლის 0,8%-იან კლებას ვარაუდობდნენ) და შეადგინა 968 ათასი ერთეული. 2013 წლის მარტში ახალმშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა გასული წლის გადასინჯულ მონაცემთან შედარებით შემცირდა 3,9%-ით, 902 ათას ერთეულამდე.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობისთვის შემწეობის მისაღებად სახელმწიფოსადმი პირველადი მიმართვების რაოდენობა 13 აპრილს დასრულებული კვირის შედეგებით გაიზარდა 352 ათასამდე. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს 347 ათასამდე ელოდნენ. დაზუსტებული მონაცემებით, 6 აპრილს დასრულებული კვირის შედეგებით ამ მაჩვენებელმა შეადგინა 348 ათასი, ადრე 346 ათასს ვარაუდობდნენ.
ევროზონა
ევროზონაში, მიმდინარე წლის მარტში, სამომხმარებლო ფასები წლიურ გამოხატულებაში, საბოლოო მონაცემებით, გაიზარდა 1,7%-ით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 1,7%-ით ელოდნენ. წინა თვესთან შედარებით ევროზონის სამომხმარებლო ფასები 2013 წლის მარტში გაიზარდა 1,2%-ით. 2013 წლის თებერვალში ევროზონის სამომხმარებლო ფასები წლიურ გაანგარიშებაში 1,8%-ით არის მომატებული. 2012 წლის მარტში კი წლიური ინფლაცია შეადგენდა 2,7%-ს. ევროკაშირის 27 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები გასაშუალოებული ფასებით, წლიურ გამოხატულებაში, გაიზარდა 1,9%-ით, ხოლო თვიურ გაანგარიშებაში _ 0,9%-ით. 2013 წლის თებერვალში ევროკავშირის ინფლაციამ შეადგინა 2%. მიმდინარე წლის მარტში ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საბერძნეთში დაფიქსირდა (-0,2%), ასევე ლატვიაში (0,3%), შვედეთში (0,5%), ხოლო შედარებით მაღალი მაჩვენებლები აქვს რუმინეთს (4,4%), ესტონეთს (3,8%) და ნიდერლანდებს (3,2%).
ევროპული სტატისტიკური საანეგნტოს, Eurostat-ის მონაცემებით, 2013 წლის თებერვალში სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა შეადგინა 10,4 მილიარდი ევრო. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 3 მილიარდი ევრო იქნებოდა. 2013 წლის იანვარში ევროზონის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა, გადასინჯული მონაცემებით, შეადგინა 4,7 მილიარდი ევრო, მაშინ როცა ადრე უარყფით სალდოს 3,9 მილიარდი ევროს ფარგლებში ვარაუდობდნენ. 2012 წლის თებერვალში სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა ევროზონაში შეადგინა 1,3 მილიარდი ევრო. ევრზონაში შემავალი 17 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა, 2013 წლის თებერვალში წლიურ გამოხატულებაში შემცირდა 1%-ით, ხოლო იმპორტისა კი 7%-ით. თვიურ გამოანგარიშებაში, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, ევროზონის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარში გაიზარდა 0,1%-ით, ხოლო იმპორტი 2,1%-ით შემცირდა.
ევროკავშირის 27 სახელმწიფოში სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა მიმდინარე წლის თებერვალში შეადგინა 1,8 მილიარდი ევრო 2012 წლის თებერვლის 13,1 მილიარდი ევროს დეფიციტის წინააღმდეგ. მიმდინარე წლის იანვარში ევროკავშირის ქვეყნებში დაფიქსირდა დეფიციტი 16,8 მილიარდი ევროს მოცულობით. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში გასული წლის თებერვალთან შედარებით ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ექსპორტის მოცულობა 1%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტისა კი 9%-ით შემცირდა. თვიური გაანგარიშებით, სეზონური კორექტირებების გათვალისწინებით, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ექსპორტი თებერვალში შემცირდა 20,1%-ით, ხოლო იმპორტი _ 2,3%-ით.
გერმანია
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გერმანიის სამრეწველო ფასები მიმდინარე წლის მარტში 0,2%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიურ გაანგარიშებაში არ შეიცვლებოდა. გასული წლის მარტთან შედარებით გერმანიის სამრეწველო ფასები 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში შემცირდა 0,1%-ით.
ეკონომიკური კვლევითი ცენტრის (ZEW) მონაცემებით, გერმანიის საქმიანი მოლოდინის ინდექსმა მიმდინარე წლის აპრილში შეადგინა 36,3 პუნქტი გასული თვის 48,5 პუნქტის წინააღმდეგ. ანალიტიკოსები მოცემული მაჩვენებლის მნიშვნელობას 42 პუნქტის დონეზე ელოდნენ. მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდექსი მიმდინარე წლის აპრილში 9,2 პუნქტამდე შემცირდა ერთი თვის წინანდელი 13,6 პუნქტის შემდეგ და ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული 12-პუნქტიანი პროგნოზის ფონზე.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,8%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი სწორედ 2,8%-ით გაიზრდებოდა. სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი წლიურ გამოანგარიშებაში არ შეცვლილა. გარდა ამისა, ინფლაცია დიდ ბრიტანეთში რჩება 2012 წლის მაისის შემდგომ ყველაზე მაქსიმალურ ნიშნულზე. 2013 წლის თებერვალში ინფლაცია წლიურ გამოხატულებაში, გადასინჯული მონაცემებით, 2,8%-ს შეადგენდა, როგორც ადრევე იუწყებოდნენ. მიმდინარე წლის მარტში თვიურ გამოხატულებაში სამომხმარებლო ფასები 0,3%-ით გაიზარდა, რაც ოდნავ განსხვავდება ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული პროგნოზისგან, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ მაჩვენებელი 0,4%-ით მოიმატებდა.
დიდი ბრიტანეთის სამრეწველო ფასები მიმდინარე წლის მარტში წლიურ გაანგარიშებაში 2%-ით გაიზარდა, რაც დაემთხვა კიდეც ანალიტიკოსების პროგნოზს. სამრეწველო ფასების დაფიქსირებული ზრდა ყველაზე დაბალია 2012 წლის ივლისის შემდეგ. მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით კი სამრეწველო ფასები 0,3%-ით გაიზარდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში, სამრეწველო ფასები წლიური გაანგარიშებით 2,3%-ით გაიზარდა და 0,8%-ით _ თვიურ გამოხატულებაში (როგორც ადრევე იუწყებოდნენ).
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში უმუშევრობის მაჩვენებელი არ შეცვლილა და შეადგინა 4,6%. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 4,7% იქნებოდა. უმუშევრობის შემწეობისთვის მარტში წინა თვესთან შედარებით სახელმწიფოს 7 ათასით ნაკლებმა ადამიანმა მიმართა, ანუ ჯამში 1 მილიონ 531 ათასმა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლის ივნისის შემდეგ. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ თვიურ გაანგარიშებაში შემწეობისთვის მიმართვების რაოდენობა არ შეიცვლებოდა. 2013 წლის თებერვლის მაჩვენებლები გადაიხედა: უმუშევრობის მაჩვენებელმა შეადგინა 4,6%, მაშინ როცა ადრე 4,7%-ს ვარაუდობდნენ. რაც შეეხება უმუშევრობის გამო შემწეობისთვის ახალი მიმართვების რაოდენობას, ის წინა თვესთან შედარებით 5,3 ათასით შემცირდა, როცა ადრე 1,5 ათასით შემცირებას ვარაუდობდნენ. ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით გამოთვლილ უმუშევრობის მაჩვენებელს _ სამ თვეში (2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე) სექტემბერ-ნოემბერთან შედარებით ის 7,9%-ით გაიზარდა და ამით მიაღწია 2012 წლის ივნის-აგვისტოს შედარებით მაღალ მაჩვენებელს. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 7,8%-ის დონეზე პროგნოზირებდნენ.