გამოქვეყნდა გლობალური ეკონომიკის პროგნოზები
კონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაში შედის 34 განვითარებული სახელმწიფო, ვარაუდობს, რომ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა 2014 წლისთვის დაიწყება. თუმცა, ევროპას, შეერთებული შტატებისა და იაპონიისგან განსხვავებით, შედარებით მეტი დრო დასჭირდება ეკონომიკური სტაბილურობისათვის. რთული მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდება საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაში. მოხსენების მიხედვით საბერძნეთში კრიზისული მდგომარეობა 2015 წლამდე გაგრძელდება. ქვეყანაში ამ დროისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდება 4,8 პროცენტით, ხოლო 2014 წელს _ 1,2 პროცენტით. ამავე დროს, უმუშევრობის დონე საბერძნეთსა და ესპანეთში გაიზრდება 28 პროცენტამდე.
ორგანიზაციამ იტალიის საერთო შიდა პროდუქტზე პროგნოზი ერთი თვის მანძილზე ორჯერ დასწია _ ამ წელს ნავარაუდევია 1,5-%-იანი კლება, ხოლო 2014 წელს უმნიშვნელო მატება _ 0,4%.
შეერთებული შტატების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკა ამ წელს მოიმატებს 1,9 პროცენტით, ხოლო 2014 წლისთვის 2,8 პროცენტით, იაპონიის ეკონომიკა _ 1,6 და 1,4 პროცენტით, ხოლო ევროპის 17 ქვეყანაში გაგრძელდება რეცესია და კლება შეადგენს 0,6 პროცენტს. თუმცა, ნავარაუდევია, რომ ნოემბრისთვის კლება შემცირდება 0,1 პროცენტამდე, ხოლო მომავალი წლისთვის უკვე მოიმატებს და შეადგენს 1,1 პროცენტს.
მიუხედავათ იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ნელი ტემპით მიიწევს წინ, შეინიშნება გამოსწორების ნიშნები. ქვეყნების წინაშე კვლავ რჩება სხვადასხვა სახის ამოცანები. მაგალითად, ევროპისთვის უპირველესი ამოცანაა უმუშევრობის დონის შემცირება და შრომის ბაზრის რეფორმირება. ასევე, საბანკო და სახელმწიფო სექტორში რეფორმების გატარება და მდგომარეობის დარეგულირება.
ორგანიზაციის მოხსენების მიხედვით, მსოფლოის მასშტაბით ეკონომიკის მატებაა ნავარაუდევი 2013 წელს 3,1 პროცენტით, ხოლო მომავალ 2014 წელს _ 4 პროცენტი.
მომზადებულია კომპანია ”Admiral Markets” ანალიტიკური ჯგუფის მიერ
Admiral Markets