ფოთის ინდუსტრიულ ზონაში უკრაინელი ინვესტორები შედიან
”კომერსანტისთვის” ცნობილი ხდება, რომ ფოთის ინდუსტრიული ზონით უკრაინელი ინვესტორები დაინტერესდნენ. ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, უკრაინული კომპანია ფოთში 2 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე სამშენებლო პანელების საწარმოს ააშენებს.
სოსო ნიბლაძის თქმით, კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და ხელშეკრულებას ხელი 2-3 კვირაში მოეწერება. თუმცა, კომპანიის სახელი დოკუმენტის გაფორმებამდე არ კონკრეტდება. ასევე უცნობია რა ინვესტიცია ჩაიდება პროექტში.
ნიბლაძის თქმითვე, განხილვაშია კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელება სამედიცინო სფეროში ქართულ-უცხოური ინვესტიციით იგეგმება. ამ დროისთვის, ფოთის ინდუსტრიულ ზონაში 4 მინი საწარმო ფუნქციონირებს.