”სოკარი” კარბამიდის ქარხნის მშენებლობაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
კარბამიდის ქარხანის მშენებლობა, რომელშიც ”სოკარი” 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, ყულევში 2014 წელს დაიწყება. ამასთან დაკავშირებით განცხადება ”სოკარის” პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა სადახლოში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრთან ერთად სტუმრობისას გააკეთა.
აბდულაევის თქმით, ტექნიკური სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ამჟამად ობიექტის დაპროექტება მიმდინარეობს. მისი განცხადებით, თუ მიმდინარე პროცესი 2014 წელს დასრულდება, `სოკარი~ მშენებლობას მაშინვე დაიწყებს.
”ეს აზერბაიჯანული მხარის მიერ საქართველოში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა. მშენებლობის პერიოდში ამ ობიექტზე 5000-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო მას შემდეგ რაც ქარხანა ამუშავდება 700-800 ადამიანს ექნება მუდმივი სამუშაო”, – განაცხადა აბდულაევმა.