ევროპაში ყველაზე მაღალი ხელფასი იტალიელ დეპუტატებს აქვთ
ევროპაში ყველაზე მაღალი ხელფასი იტალიელ დეპუტატებს აქვთ. ინფორმაციას ”დე ლოკალი” აქვეყნებს. ინტერნეტ-პორტალის ცნობით, მადრიდის უნივერსიტეტის პროფესორმა პაბლო ონატემ ევროპის წამყვანი ქვეყნების იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის მონაცემები შეისწავლა.
ირკვევა, რომ იტალიელი კანონმდებლები თვეში 11,7 ათასი ევროს ხელფასს იღებენ. გარდა ამისა, მათ 4 ათასი ევრო ზეგანაკვეთური შრომისთვის ემატება.
მეორე ადგილზე არიან გერმანელი დეპუტატები 7,7 ათასი ევროს შემოსავლით. მესამე ადგილს ფრანგი, შვედი და ბრიტანელი კანონმდებლები ინაწილებენ, რომელთა შემოსავლები თვეში 6-დან 7 ათას ევრომდეა. ინფორმაციისთვის: იტალია ფინანსურად ევროზონის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სახელმწიფოა.