ეგვიპტელი ინვესტორების საქართველოს მიმართ ინტერესი აღსდგა
ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ეგვიპტეში ზაფხულის პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად შეჩერებული ინვესტიციების შემოსვლა აღდგა. როგორც ზონის ოპერატორი ეგვიპტური ”ფრეშის” ქართველი პარტნიორი აცხადებს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები 3 ეგვიპტურ კომპანიასთან მიმდინარეობს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას დეკემბრის შუა რიცხვებში გეგმავენ.
ინდუსტრიული ზონით დაინტერესებული კომპანიები პროექტების განხორციელებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით აპირებენ, თუმცა ინვესტორები ზონასთან მხოლოდ ერთი პროექტის მიბმაზე საუბრობენ. ინვესტორებთან და მათ პროექტებთან დაკავშირებული დეტალები დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. მანამდე ზონაში ოპერირებას 5 ეგვიპტური კომპანია აგრძელებს.