ევროპის პოლიტიკური რუკა

ევროპაში გამართული ბოლო არჩევნების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის მიმომხილველები ერთ გარემოებას უსვამენ ხაზს – ტერიტორიული დაშორების მიუხედავად, ქვეყნის პოლიტიკური კონიუნქტურა კონტინენტური ევროპის ანალოგიურია.
მოცემულ ი პირველი რუკა გვიჩვენებს ევროპის სხვადასხვა რეგიონებში დომინანტური პოლიტიკური ძალების გადანაწილებას. მეორე რუკაზე კი ნაჩვენებია, ჩრდილო-დასავლეთ ევროპის რომელ რეგიონშია დომინანტური მემარჯვენე ფრთის მოსახლეობა.

ruka1

ruka2

მემარცხენე/მემარჯვენე/რეგიონალური რუკა დაფუძნებულია სხვადასხვა არჩევნების შედეგებზე. მემარჯვენე ფრთის მოსახლეობის რუკა კი ეყრდნობა ევროპის ბოლო არჩევნების შედეგებს. რუკები მიახლოებითია და გვიჩვენებს, თუ რომელ ქვეყანაში რომელი პარტიაა განსაკუთრებით პოპულარული. ამასთანავე, ზოგიერთი ქვეყნის მონაცემები გაცილებით ზუსტია სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომრავლდა ისეთი პარტიების რიცხვი, რომელთა მკვეთრი მიკუთვნება რთულია რომელიმე იდეოლოგიისთვის და ტრადიციული თეორიებისთვის. ამიტომაც რუკა მხოლოდ მიახლოებით წარმოდგენას გვიქმნის ევროპის რეგიონებისა და ქალაქების იდეოლოგიური მიკუთვნების შესახებ. მიუხედავად ამისა, ისინი საინტერესო სურათს ქმნიან ევროპის პოლიტიკური იდეოლოგიის შესახებ.

ლონდონს გაცილებით მეტი იდეოლოგიური საერთო აქვს ევროპასთან, ვიდრე დიდი ბრიტანეთის დანარჩენ ნაწილს. პარიზის, კოპენჰაგენის, ვენის, ჟენევისა და ამსტერდამის მსგავსად, ლონდონი მემარცხენე იდეოლოგიის ამომრჩევლის სიმრავლით გამოირჩევა, შედარებით ნაკლებია მემარჯვენე ფრთის პარტიათა მხარდამჭერების რაოდენობა.
ევროპის ვაკე ტერიტორიებზე, სამხრეთ შვედეთის, აღმოსავლეთ ინგლისის, ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთის, ფლანდრიისა და პადანიის ოლქები მემარჯვენე-ფრთის მხარდამჭერები არიან.

მთლიანი რეგიონები, როგორიცაა, მაგალითად, კამბერლენდი, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთი და ალპების დიდი ნაწილი ზომიერი პარტიების მხარდამჭერები არიან. მაღალმთიან რეგიონებს უფრო მეტად მემარცხენე იდეოლოგია ახასიათებთ.

სპეციალისტების ამის მიზეზად იმას მიიჩნევენ, რომ ე.წ. ვაკე ტერიტორიების მოსახლეობა გაცილებით დიდ სარგებელს იღებს ეკონომიკური მიღწევებისგან, ამ ადგილებში მამები შვილებს ტრადიციულად გადასცემდნენ მემკვიდრეობად მიწებს, რაც აღრმავებდა განსხვავებას მდიდრებასა და ღარიბებს შორის და უფრო მეტად უწყობდა ხელმს იერარქიული პოლიტიკური კულტურის შექმნას.

მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა კი უფრო მეტად იყო თანასწორი, თაობათა განმავლობაში სულ უფრო მტკიცდებოდა თანასწორი სოციალური სტრუქტურა და პოლიტიკური ტრადიციონალიზმი.

მეორე, ასევე საკამათო ახსნა ის არის, რომ სახნავ ფერმერულ მეურნეობებს სჭირდება მოსავლის აღების იაფი საშუალება და თანამიმდევრული საგარეო იმიგრაცია აძლიერებს მემარჯვენე ფრთის სენტიმენტებს.

ევროპის სოციალ-დემოკრატია ცუდ დღეშია. მთავრობების უმცირესობა არის მემარცხენე და ცენტრისტულ-მემარცხენეებს უარესი შედეგები ჰქონდათ ბოლო არჩევნებში, ვიდრე ცენტრისტულ-მემარჯვენეებს.

ევროპაში ბოლო არჩევნებმა ბრიტანელი ანალიტიკოსების ნაწილი ერთ დასკვნამდე მიივანა: ევროპისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური რუკა გვიჩვენებს, რომ ისისნი ერთნაირი კანონზომიერებით ხასიათდებიან, „ამიტომ კამათი იმის შესახებ, არის თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროპის ორგანული ნაწილი, სისულელეა, მოსწონს ეს ბევრს თუ არა“ – წერს ბრიტანული The Economist.